შორენას ბლოგი: ოცნებები მარტივად რომ სრულდებოდეს...
შორენას ბლოგი: ოცნებები მარტივად რომ სრულდებოდეს...
ოცნებები მარტივად რომ სრულდებოდეს, ალბათ, ახლა სულ სხვაგვარად ვიჭიკჭიკებდი... მაგრამ მიზნებისა და სურვილებისგან განსხვავებით, ოცნებების ასრულება არც ისე იოლია, ზოგჯერ შეუძლებელიც...
სულ პატარაობაში მეგონა, რომ თუ იასამნის ხუთქიმიან ყვავილს ვიპოვიდი და გადავყლაპავდი, სურვილი ამისრულდებოდა. მე კი ყოფითი სურვილები არ მქონია - ჩემი სურვილები იგივე ოცნებები იყო. იმავე ასაკში მჯეროდა, რომ თუ ციდან ვარსკვლავის ჩამოვარდნისას სურვილის ჩაფიქრებას მოვასწრებდი, ესეც აუცილებლად ამისრულდებოდა. ასე სჯეროდათ სხვებსაც, ჩემს სხვა თანატოლებს. ცოტა მოგვიანებით დავიჯერე, რომ ოცნებების ასასრულებლად ბევრი, ბევრი უნდა ისწავლო და ვისწავლე, ბატონო, რაც იმ დროისთვის ხელმისაწვდომი და შესაძლებელი იყო... მართალია, უნივერსიტეტის წითელი დიპლომი დედაჩემს უფრო გაუხარდა, ვიდრე მე... პრინციპში, მეც გამიხარდა, რატომ მეწყინებოდა?! მაგრამ დედაჩემივით - არა! თუმცა, ჩემი ოცნება ესეც არ ყოფილა, მგონი, მიზნები და ოცნებები ერთმანეთში სულ მერეოდა... მერე ვიღაცამ მასწავლა, რომ თუ გინდა, ოცნება აგისრულდეს, მთელი გულით უნდა ისურვო, მაგრამ გულის ტკენები მეყო!

შემდეგ, სტუდენტობის პერიოდში, რომელიღაც რუსი კლასიკოსის მოთხრობა წავიკითხე, მგონი, “ფატალისტი” ერქვა... და სულ გავფატალისტდი – ჩავთვალე, რომ ყველაფერი იღბალია! ანუ რაც გინდა ინატრე და თუ იღბლიანი ხარ, აგისრულდება, თუ უიღბლო – რაც არ უნდა ეცადო, სულ რომ ტყავიდან ამოძვრე – არაფერი გამოგივა! მგონი, ნაწილობრივ დღესაც ასე ვფიქრობ... ნაწილობრივ-მეთქი და ძალიან გთხოვთ, ნუ აღშფოთდებით, ნების თავისუფლების შესახებ თეორიებს ნუ მომიყვებით, ისედაც ვიცი. სერიოზული არაფერია, ალბათ, გამივლის ისე, როგორც ბევრმა სურვილმა, დარდმა თუ ოცნებამ გამიარა...
Image result for woman dreaming world
უკვე გავიზარდე და ერთს კი მივხვდი, რომ ოცნებები, სურვილები და მიზნები, შესაძლოა, წააგავდნენ ერთმანეთს ან ზოგჯერ იკვეთებოდნენ კიდეც, მაგრამ მათი მიღწევისა და განხორცილების გზები აბსოლუტურად განსხვავებულ დამოკიდებულებას მოითხოვს. მოკლედ, მთავარია, საკუთარ თავში ჩამოყალიბდე: ეს სურვილია, მიზანი თუ ოცნება და შემდეგ შესაბამისად იმოქმედო.
ერთ ამბავს მოგიყვებით, რომელიც გადამხდა და თავადაც ძალიან გამაკვირვა. სურვილი მქონდა, რომლის შესრულება ძალიან, ძალიან დიდი ალბათობით, შეუძლებელი იყო. დროც არ ითმენდა და მოსაფიქრებლად არ მყოფნიდა. განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია: იატაკზე დავჯექი (ასე უკეთ ვფიქრობ) და ღრმად ჩავისუნთქე. უცებ, წარმოვიდგინე, რომ ახლა ერთმანეთის პირისპირ ვართ მხოლოდ მე და სამყარო: ბუნება - ღმერთი - ღვთისმშობელი - მფარველი ანგელოზი (თქვენ ვისიც (რისაც) მეტად გჯერათ და გწამთ): „ეს მე ძალიან მჭირდება, ჩემთვის აუცილებელია და გთხოვ დახმარებას!“ - დაახლოებით ამ შინაარსის ფრაზა რამდენჯერმე მთელი გულით გავიფიქრე. წარმოდგენა არ მაქვს, რას გრძნობენ ხოლმე იოგები მედიტაციის დროს, მაგრამ იმ წუთებში მგონი, მეც რაღაც უცნაური ერთობა ვიგრძენი სამყაროსთან - თითქოს, პატარა მოტივტივე წერტილი ვიყავი მშვიდ უსასრულობაში. ვიცი, არ დაიჯერებთ, ზოგს სასაცილოდაც არ გეყოფათ, მაგრამ ამის შემდეგ ყველაფერი თავისით წარიმართა და იმ შედეგით დასრულდა, რაც მსურდა. აქ სასწაული და განსაკუთრებული, ალბათ, არაფერი ყოფილა, უბრალოდ, ძალიან მოვინდომე და პრობლემა სწორად დავალაგე. ოღონდ მართლა, მართლა ძალიან
You must have Flash Player installed in order to see this player.
მოვინდომე... პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად... იქნებ ეს სწორედაც რომ ოცნება იყო, რომლის ასრულება ასე მთელი გულითა და მონდომებით მინდოდა და სამყარო დამეხმარა?! :)
Image result
უჰ, ამდენ ფილოსოფიაში კინაღამ დამავიწყდა - ამ ბოლო დროს ოცნებების ჩაფიქრებას პატარა ბავშვივით ახალი წლის დადგომას ვამთხვევ, ოღონდ ეგ არის, მერე მავიწყდება, რა ჩავიფიქრე და, შესაბამისად, ამისრულდა თუ არა... ))))))))))

იხილეთ ასევე: შორენას ბლოგი: "ნეტა, ამ სურვილს ამისრულებდი?!"
შორენას ბლოგი: როდესაც ჩვენი საყვარელი ადამიანები მიდიან ჩვენგან...


კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
შოშიას ბლოგი: რატომ გვიყვარს ის მამაკაცები, რომლებიც გვძულს?!
12:38 / 21-08-2017
ალბათ, მოგისმენიათ უნივერსალური ფრაზა: "ცხოვრებაში ყველაფერი ხდება", რომელიც თითქმის ნებისმიერ სიტუაციას ერგება. მისი გამოყენება წარმატებით შეგვიძლია მაშინაც, როცა საკუთარი უმწეობით გულაჩუყებულებს გამხნევება გვჭირდება და მაშინაც, როცა რაიმე ფაქტს ან მოვლენას ახსნას ვერაფრით ვუძებნით.
შოშიას ბლოგი: რატომ ვავალდებულებთ უფალს, რომ ყოველთვის გვიშველოს?!
14:31 / 19-08-2017
გარდა იმისა, რომ საკუთარ სულში ჩაღრმავებისა და ერთგვარი განწმენდისთვის საუკეთესო დროა.
შოშიას ბლოგი: საიდუმლო, რომელიც ორმა ქალმა სამარეში ჩაიტანა...
13:32 / 13-08-2017
სანამ ამ ბლოგის დაწერას გადავწყვეტდი, ბევრი ვიფიქრე. არ ვიცოდი და ზუსტად არც ახლა ვიცი, სწორად ვიქცევი თუ არა, რადგან საიდუმლოს ნაწილობრივ გათქმა მიწევს, საიდუმლოსი, რომელიც ორმა ქალმა სამარეში ჩაიტანა.
ვინ არის ბლოგერი, რომელმაც ელისი საოცრებათა სამყაროდან თანამედროვეში გადმოიყვანა
19:32 / 11-08-2017
"ვინ ვარ მე, ემოციური, მეოცნებე, ეგოისტი, საინტერესო, ბავშვური, ჯიუტი, უპრინციპო. აი, ასეთი ვარ, მგონი ძალიან კარგი ადამიანი, რომელშიც არის ცუდიც.
იარაღი, ცრემლები და მოჩვენებები: ქვრივი ვინჩესტერის წყევლა
13:21 / 09-08-2017
გასაკვირი არ არის, რომ მოჩვენებებიანი სახლები ტურისტული მარშრუტების ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია.
შოშიას ბლოგი: ნუ შემოუშვებთ სიკვდილს სხეულში!
12:44 / 07-08-2017
რამდენიმე დღის წინ Jem Fest-ზე 22 წლის გოგონას გარდაცვალების ამბავმა მთელი საქართველო კიდევ ერთხელ შეძრა!
„ინსტაგრამზე“ ვნახე შენი ფოტო და...
12:03 / 02-08-2017
- Batumi Plaza Hotel -ში გიშვებ, სადღაც ჯურღმულში კი არ მოგიწევს დაძინება - უკვე თითქმის ერთი საათია ამაოდ ცდილობდა ბატონი თემური თანამშრომლის დაყოლიებას და ბათუმში კონფერენციაზე გაგზავნას.
ნანიკოს ბლოგი: „ნახმარი ქალი“ - დედა განათხოვარი სარძლოს წინააღმდეგ
14:21 / 28-07-2017
ჩემი ოთახის ერთადერთი ფანჯარა ეზოში გადის. ფანჯარასთან ვაზის ტალავერი მაქვს და მიყვარს დაღლილს იქ ჯდომა. გვიან ღამით მეზობელი ქალის განწირული ყვირილი გავიგონე, რომელსაც ფაქტობრივად, ღმუილით აჩუმებდა ქმარი - „ნუ გააგებინებ მეზობლებსო“.
ბლოგი: როგორ გავაოცოთ მეუღლე?
11:34 / 27-07-2017
სახლის საქმეებით გაბეზრებულმა მაიკომ, გადაწყვიტა რაღაც გაეკეთებინა. ჰოდა, ადგა და დიდი ნაჭრის თოჯინა შეკერა. ადამიანის სიგრძე.
  ნანიკოს ბლოგი: დედის წერილი ვაჟიშვილს: “გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც შენ არ მიგიღებენ...  მშვიდად გაუშვი ისინი…”
11:05 / 18-07-2017
გწერ და შენი გულისცემა მესმის, როცა ამ წერილს კითხულობ. ალბათ გგონია, რაღაც ისე ვერ გააკეთე, რისთვისაც გისაყვედურებ. შენ ხომ ასე ნერვიულობ ყოველ ჩემს ზარზეც.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი