შორენას ბლოგი: ჩემი „ქალური ბედნიერება“!
შორენას ბლოგი: ჩემი „ქალური ბედნიერება“!
ამას წინათ თანამშრომელმა ხუმრობით პლაკატი მაჩუქა, რომელზე გამოსახული სურათიც, დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს ნანახი აქვს: „ქართველი ქალის ახალი წელი!“ - გაგახსენდათ? :)
სურათზე ქალი რეცხავს, აუთოებს, ალაგებს, დარბის მაღაზიებში, არჩევს საჩუქრებს, აწყობს ნაძვის ხეს, უვლის ბავშვებს, აკეთებს სამსართულიან სადილებს და როცა საათი 12-ს ჩამოჰკრავს, ქანცგაცლილი და ღონემიხდილი მიეგდება სავარძელში! ესაა ჩვენი ახალი წელიც, შობაც და აღდგომაც!.. :)))
სამაგიეროდ, დამსახურებულად ვიღებთ გრძელ სადღეგრძელოს, რომელსაც სახელად ხან „მანდილოსნების“ ჰქვია, ხან კი - „ქალური ბედნიერების“... :)))

ახლა, როცა ამ სტრიქონებს ვწერ, უნებურად თვალწინ
მიდგები შენ, რომელიც მთელ დღეს ფუსფუსში ატარებ. ნახევარი საათითაც რომ ჩამოჯდები, თითქოს, სინდისი გქენჯნის, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი ვერ მოასწარი. უცბად გამოცლი ფინჯან ყავას და ფანჯრების წმენდის შემდეგ იატაკის მოხეხვას იწყებ. საღამოსთვის ვახშამიც მოსამზადებელი გაქვს! - სამსახურიდან დაღლილ ქმარს ელოდები... ნიგვზის დაჭრაც უნდა მოასწრო გოზინაყისთვის, თორემ ახალი წელი უკვე კარს მოგადგა!
თვალწინ მიდგები შენც, ვინც მთელ დღეს სამსახურში ატარებ და საღამოს დაღლილი პირდაპირ სახლისკენ გარბიხარ, „ცალ ფეხზე“ დგახარ ტრანსპორტში, სადაც ცხვირ-პირში უსიამოვნო ოხშივარს გასუნთქებენ... ერთი სული გაქვს, სახლამდე მიაღწიო, რომ ტანზე გამოიცვალო და ოჯახს მსუბუქი ვახშამი მაინც მოუმზადო - მშივრები შენ გელოდებიან!.. მერე საყიდლების სიას თვალი გადაავლო. მოუცლელობის გამო უკვე მერამდენედ გადადე მაღაზიებში წასვლა, მაგრამ იქნებ ბაზრობა სჯობდეს? - შედარებით იაფი დაგიჯდება, სამაგიეროდ, რკინის ქალამნებზე უფრო გამძლე ნერვები დაგჭირდება!.. სახლს ვინ დაალაგებს? - ესეც უკვე მერამდენედ შემოგეხარჯა დამლაგებლისთვის გადადებული ფული, მაგრამ ახლა სხვა გზაა აღარაა - შენ ხომ არც დრო გაქვს და აღარც ენერგია!
Image result for angry woman in kitchen pin up,
გხედავ შენც, ვინც ჯერ ახალგაზრდა ხარ, თავისუფალი ცხოვრებით ტკბები ანდა სულ ახლახან შეები იმაში, რასაც ქართველებმა უკეთესი სახელი ვერ მოვუფიქრეთ და „უღელს“ ვეძახით (ალბათ, ასეცაა). შენ უკვე დიდი ხანია მორთე ნაძვის ხე და ნაკლებად განაღვლებს ქართული ტრადიციული სუფრის სიძნელეები! შენ და შენი ასევე ახალგაზრდა, ლაღი მეუღლე ახალ წელს მეგობრებთან ერთად, მხიარულ კომპანიაში შეხვდებით: ალბათ, დალევთ, ბევრს იცეკვებთ და თქვენებურად „გააჯაზებთ“. მეორე დღეს კი, როცა მოგშივათ, მშობლებს ესტუმრებით, რომლებსაც თქვენი მისვლა ყოველთვის უხარიათ და თქვენთვის ბევრი გემრიელობა მოეპოვებათ!

გხედავ შენც, ვინც მთელი დღე ქუჩაში, სიცივეში ვაჭრობ, რომ სახლში მართლა „ორი კაპიკი“ შეიტანო!.. გხედავ შენც, ვინც სოფლად ბაღ-ბოსტანს, ყანას, ვენახს, საქონელს უვლი და ოჯახსაც სამაგალითოდ უძღვები!.. გხედავ შენც, ვინც საწოლს მიგაჯაჭვა განგებამ, ან ეტლში ზიხარ და სამყაროს ხშირად მხოლოდ ფანჯრიდან უმზერ! ვინც მძიმე სენს ებრძვი და სიკვდილს არ უშინდები! ვინც მთელი ცხოვრება თითქმის გალიე და ახლა გინდა, მშვიდად დატკბე შენი შთამომავლების ბედნიერებით (იმედია, არავინ გამომრჩა და თუ მაინც გამომრჩა, გთხოვთ მაპატიოთ!..)!  - ყველას გხედავთ! ყველას გგრძნობთ და განგიცდით! და შემიძლია დედა დავიფიცო, რომ მინდა ყველას - მიუხედავად თქვენი ხასიათისა, სოციალური მდგომარეობისა, ასაკისა თუ პრინციპებისა, ბედნიერებს გხედავდეთ! მინდა გყავდეთ ჯანმრთელი და წარმატებული შვილები! თავადაც იყოთ ჯანმრთელები და თქვენი ცხოვრებით კმაყოფილნი: აკეთებდეთ საყვარელ საქმეს და იყოთ რეალიზებული ადამიანები! არავისი გშურდეთ, ბოროტებას უფრთხოდეთ! გიყვარდეთ და უყვარდეთ! გქონდეთ ჰარმონია თქვენს პარტნიორთან და არ იტანჯებოდეთ ნევროზით! ალაგებდეთ ურთიერთობას ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან! გყავდეთ ერთგული მეგობრები! არ გეშინოდეთ ხვალინდელი დღის და ეკონომიკური რყევების! ცხოვრობდეთ სტაბილურ და სამართლიან სახელმწიფოში! შეგეძლოთ წელიწადში ერთხელ მაინც ადამიანურად დასვენება! გქონდეთ უზრუნველყოფილი და მშვიდი სიბერე! ჩემთვის სწორედ ესაა ის ყბადაღებული „ქალური ბედნიერება“, რომელსაც მამაკაცები დიდი ზარზეიმით და, მჯერა, რომ გულწრფელად, გვისურვებენ ხოლმე თავიანთ დაუსრულებელ სადღეგრძელოებში! :)

იხილეთ ასევე: შორენას ბლოგი: ოცნებები მარტივად რომ სრულდებოდეს...



კომენტარები (8)
შორენა
მქროლავ ტროლს - "კაცურ ბედნიერებაზეც"დავწერ აუცილებლად. :)
შორენა
დიდი მადლობა, თბილი სიტყვებისთვის! :)
ხატო
მაგარიაააააა.მომწონს ეს ბლოგი
emigranti
ცოტა წავიტირე,გაიხარე,შვილო,მომენატრა ქართული ახალი წელი
მსქროლავი ტროლი
ორთავენიც კარგები ხართ.... ეჰ, ნეტა ვინმე მადლიანი ასე დალაგებულად ჩვენზეც დაწერდეს - ეჭვი მაქვს, კაცური ბედნიერებაც უნდა არსებობდეს....
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
როგორ ავიხდინოთ ბავშვობის ოცნება ნიორის დახმარებით?
12:08 / 18-11-2017
რაც უფრო მეტად ვცდილობ, ლამაზად გამოვიყურებოდე, მით უფრო ნაკლებად სასურველია შედეგი.
ექსკურსია „ნიკორას“ ხორცის საწარმოში: როგორ მზადდება ხორცპროდუქტები
14:03 / 03-11-2017
ძეხვი და სოსისი - ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც ეს ორი პროდუქტი განსაკუთრებულად არ უყვარს.
საყვარელო დამრიგებელო, გახსოვთ, მე-9 კლასში გია დვალის ლექციაზე რომ არ გამიშვით, შენ მანდ რა გინდაო?
17:18 / 29-10-2017
საყვარელო დამრიგებელო, გახსოვთ, მე-9 კლასში გია დვალის ლექციაზე რომ არ გამიშვით, შენ მანდ რა გინდაო?
შოშიას ბლოგი: დედებო, როცა შვილზე ხელს ასწევთ, შეხედეთ მის თვალებს!
13:48 / 28-10-2017
როდესაც ბავშვი გავაჩინე, საყოველთაო სიხარულისა და მილოცვების შემდეგ პირველი, რაც მძაფრად დამამახსოვრდა, იყო ჩემი მამამთილის ბრძნული გამომეტყველებითა და თითის აწევით ნათქვამი სიტყვები: "შვილი უნდა გაზარდო მკაცრად!" ეს ისეთი ფოლადგარეული ინტონაციით მითხრა, მახსოვს, ცივმა ჟრჟოლამ დამიარა.
"ტვინის შერყევა მაქვს და ნაიარევი შუბლზე... ვინ არის პასუხისმგებელი?" - marao.ge-ს რედაქტორი ავარიაში მოყვა
10:29 / 27-10-2017
marao.ge-ს რედაქტორი და ჟურნალისტი თეა ინასარიძე რამდენიმე დღის წინ ავარიაში მოყვა - სამარშრუტო ტაქსის, რომელშიც ის იჯდა, მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. იმის გამო, რომ ტრანსპორტში ადგილი არ იყო, თეა ფეხზე იდგა და შესაბამისად, დაჯახებისას ყველაზე მეტად ის დაზარალდა - წარბი გაიხეთქა დაცემისას და ტვინის შერყევა მიიღო.
შოშიას ბლოგი: ქართული შოპინგი, ანუ "კარგი ყველაფერი ძვირია"?
10:39 / 26-10-2017
არა მგონია, ქალისთვის შოპინგზე უკეთესი თერაპია არსებობდეს. გიმაღლებს განწყობას, გმატებს ხალისს და თავდაჯერებულობას, გაძლევს სტიმულს, დაძლიო ოფისში ხანგრძლივი ჯდომით აკრეფილი ზედმეტი კილოგრამები.
მე ღმერთის შეცდომის მსხვერპლი ტრანსგენდერი ქალი ვარ
10:54 / 20-10-2017
სახლში ისე შემოვიპარე,არავის შეუმჩნევია. დაბნელებამდე ქალაქში ვიხეტიალე, მერე ეზოში"ბირჟის" დაშლას დაველოდე და ამოვედი. ახლა საბანში შევძვრები და წარმოვიდგენ, რომ გავქრი.
შოშიას ბლოგი: ლიკა ქავჟარაძის დაბრუნება რომ შემეძლოს!..
13:29 / 12-10-2017
რომ შემეძლოს, მივიდოდი ლიკასთან, წყნარად ჩამოვუჯდებოდი საწოლის კიდეზე და მორიდებით ვკითხავდი: რით გატკინეთ ყველაზე მეტად?!
როგორ ვაქციოთ პირველი კოცნა დაუვიწყარ მოგონებად?
11:36 / 12-10-2017
პირველი კოცნა ყველა ადამიანისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია ცხოვრებაში.
შოშიას ბლოგი: შეეშვით ადამიანს, რომელიც შვილის სიკვდილის შემდეგაც ვერ მოინელეთ!
12:27 / 04-10-2017
ამის თქმას არ ვაპირებდი... - თქვენ მაიძულეთ...ასე მწვავედ გამოხატვა არ მინდოდა - თქვენ მიბიძგეთ...
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30