წინა საახალწლო პოსტი ქალებისთვის
წინა საახალწლო პოსტი ქალებისთვის
თქვენი არ ვიცი და მე, შობა-ახალი წელი, ჰოლივუდურ ფილმებში როა, ისეთი მიყვარს. მყუდრო სახლი, ანთებული ბუხარი, რომელზეც ფერადი წინდებია ჩამოკიდებული, დიდი და ლამაზი ნაძვის ხე და ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან (ან ორივე ერთად) მხიარულება დილამდე.

31 დეკემბერს, ისე ვიღლები ხოლმე, რომ ლამის 12 საათზე დამეძინოს. „ვიქენდებისა“ არ იყოს, რეცხავ, ალაგებ, წმენდ, აუთოვებ, საჭმელს ამზადებ, არადა დასვენების დღეები ჰქვია… რამდენჯერ მინატრია, კაცად დავბადებულიყავი… განსაკუთრებით კი, 31 დეკემბერს. – რა ჯობია, წამოვგორდებოდი დივანზე პულტით ხელში და საახალწლო გადაცემებს ვუყურებდი, მერე მაგრამ ვინ
მოგვცა მაგის ბედნიერება ჩვენ, ქალებს? მით უმეტეს, დიასახლისებს? პარალელურ რეჟიმში, ერთდროულად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი და 12 საათამდე სუფრაც გაშლილი უნდა გვქონდეს…

რაღაცით, გამოცდის ჩაბარებას ჰგავს, ყველაფერი რომ უნდა მოასწრო… ან კონკიას შებრუნებულ ვარიანტს. 12-მდე დიასახლისი ხარ და 12-ის შემდეგ შეგიძლია თავს უფლება მისცე, რომ ოჯახის წევრებთან ერთად სუფრასთან დაჯდე, ფანჯრიდან სალუტებს მიადევნო თვალი, ბავშვები დააწვინო და თუ გაუძელი, საახალწლო გადაცემებს უყურო მეუღლესთან ერთად (ჭურჭელი შეიძლება მეორე დღესაც დარეცხო).

მომდევნო დღეებში, სავარაუდოდ სტუმრების მიღებაც მოგიწევს. საჭმლის მარაგის კონტროლიც და ნაბახუსევი მეუღლის წუწუნის ატანაც, რომელმაც შარშანდელი საახალწლო მენიუდან მანდარინი ამოიღო, წლევანდელიდან — სალათი „ოლივიე“ და მაინც ვერ გაუგია, რის გამოა ასე ცუდად.

ძვირფასო დიასახლისებო, ამ პოსტით თქვენს გამხიარულებას შევეცდები და წინა საახალწლო, სახალისო სცენარს შემოგთავაზებთ!

(წინა საახალწლო მზადების ერთ-ერთი ვერსია ქალებისათვის)

ანაწილებთ თანხას და დროს, ფიქრობთ სადღესასწაულო კერძებზე და ითვლით სტუმრების რაოდენობას;
მოგაქვთ პროდუქტები, ალაგებთ ბინას, წვავთ-ხარშავთ-თუშავთ-აცხობთ. სამზარეულოდან აგდებთ ბავშვებს, ქმარს, შინაურ ცხოველებს (თუ გყავთ), რომლებიც ყოველ წუთას ფეხქვეშ გებლანდებიან (და ეს ყველაფერი ერთდროულად);
ცდილობთ რამენაირად აიძულოთ მეუღლე (რომელიც ამ დროს „მნიშვნელოვან“ გადაცემას უყურებს ტელევიზორში), გაგეგზავნოთ მაღაზიაში მაიონეზზე;
გამოგაქვთ ჭურჭელი, წმენდთ, შლით მაგიდას და პარალელურად იხედებით ფანჯარაში, იქნებ სადმე თვალი მოჰკრათ თქვენს მეუღლეს, რომელიც უჟმური გამომეტყველებით, ერთი საათის წინ ჩავიდა მაღაზიაში. ლოდინით ნერვებ დაგლეჯილი, აგზავნით ორივე ბავშვს მამის ამოსაყვანად, რომელთა ბავშვური ლოიალურობაც „ჩიფსებით“ მოისყიდეთ;
კიდევ ნახევარი საათის შემდეგ, თავადვე ჩადიხართ, რომ ამოიყვანოთ მეზობლის ბიჭებთან ლაპარაკით და ლუდის „წრუპვით“ გართული მეუღლე და ლოყებ-აწითლებული ბავშვები, რომლებიც თოვლში გორაობდნენ;
უცვლით ბავშვებს ტანსაცმელს და ისევ ბრუნდებით მაღაზიაში, ამჯერად მაიონეზზე;
შლით მაგიდას, ანთებთ ნაძვის ხეს, საბოლოოდ გადაავლებთ თვალს ყველაფერს და ურიგდებით მეუღლეს;
როგორც იქნა! — ბოლო წამებში ასწრებთ ტანსაცმლის გამოცვლას და… — რამე ხომ არ დაგავიწყდათ?..
უი, კიი… — გილოცავთ ახალ წელს!!!!!
კომენტარები (1)
სვეცკი ქალი
გრუზინკებო ნუ გათხოვდებით ღრუზინებზე,და დამერწმუნეთ ყველაფერი კარგად იქნება,ისე შეხვდებით ახალ წელს,როგორც ჰოლივუდულ პილმებშია,საყვარელ ადამიანთან ერთად,რომელიც არა ქმარი,არამედ საყვარელი მამაკაცია,რომელთანაც ,,უღელი,,და ეგრედწოდებული,,კალიცოები,,არ გაკავშირებთ.თქვენ ამ კალიცოებზე იკლავთ თავს,ჰოდა ახლა ნუღარ წუწუნებთ,ეგ თქვენი გრუზინული არჩევანია...
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
როგორ ავიხდინოთ ბავშვობის ოცნება ნიორის დახმარებით?
12:08 / 18-11-2017
რაც უფრო მეტად ვცდილობ, ლამაზად გამოვიყურებოდე, მით უფრო ნაკლებად სასურველია შედეგი.
ექსკურსია „ნიკორას“ ხორცის საწარმოში: როგორ მზადდება ხორცპროდუქტები
14:03 / 03-11-2017
ძეხვი და სოსისი - ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც ეს ორი პროდუქტი განსაკუთრებულად არ უყვარს.
საყვარელო დამრიგებელო, გახსოვთ, მე-9 კლასში გია დვალის ლექციაზე რომ არ გამიშვით, შენ მანდ რა გინდაო?
17:18 / 29-10-2017
საყვარელო დამრიგებელო, გახსოვთ, მე-9 კლასში გია დვალის ლექციაზე რომ არ გამიშვით, შენ მანდ რა გინდაო?
შოშიას ბლოგი: დედებო, როცა შვილზე ხელს ასწევთ, შეხედეთ მის თვალებს!
13:48 / 28-10-2017
როდესაც ბავშვი გავაჩინე, საყოველთაო სიხარულისა და მილოცვების შემდეგ პირველი, რაც მძაფრად დამამახსოვრდა, იყო ჩემი მამამთილის ბრძნული გამომეტყველებითა და თითის აწევით ნათქვამი სიტყვები: "შვილი უნდა გაზარდო მკაცრად!" ეს ისეთი ფოლადგარეული ინტონაციით მითხრა, მახსოვს, ცივმა ჟრჟოლამ დამიარა.
"ტვინის შერყევა მაქვს და ნაიარევი შუბლზე... ვინ არის პასუხისმგებელი?" - marao.ge-ს რედაქტორი ავარიაში მოყვა
10:29 / 27-10-2017
marao.ge-ს რედაქტორი და ჟურნალისტი თეა ინასარიძე რამდენიმე დღის წინ ავარიაში მოყვა - სამარშრუტო ტაქსის, რომელშიც ის იჯდა, მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. იმის გამო, რომ ტრანსპორტში ადგილი არ იყო, თეა ფეხზე იდგა და შესაბამისად, დაჯახებისას ყველაზე მეტად ის დაზარალდა - წარბი გაიხეთქა დაცემისას და ტვინის შერყევა მიიღო.
შოშიას ბლოგი: ქართული შოპინგი, ანუ "კარგი ყველაფერი ძვირია"?
10:39 / 26-10-2017
არა მგონია, ქალისთვის შოპინგზე უკეთესი თერაპია არსებობდეს. გიმაღლებს განწყობას, გმატებს ხალისს და თავდაჯერებულობას, გაძლევს სტიმულს, დაძლიო ოფისში ხანგრძლივი ჯდომით აკრეფილი ზედმეტი კილოგრამები.
მე ღმერთის შეცდომის მსხვერპლი ტრანსგენდერი ქალი ვარ
10:54 / 20-10-2017
სახლში ისე შემოვიპარე,არავის შეუმჩნევია. დაბნელებამდე ქალაქში ვიხეტიალე, მერე ეზოში"ბირჟის" დაშლას დაველოდე და ამოვედი. ახლა საბანში შევძვრები და წარმოვიდგენ, რომ გავქრი.
შოშიას ბლოგი: ლიკა ქავჟარაძის დაბრუნება რომ შემეძლოს!..
13:29 / 12-10-2017
რომ შემეძლოს, მივიდოდი ლიკასთან, წყნარად ჩამოვუჯდებოდი საწოლის კიდეზე და მორიდებით ვკითხავდი: რით გატკინეთ ყველაზე მეტად?!
როგორ ვაქციოთ პირველი კოცნა დაუვიწყარ მოგონებად?
11:36 / 12-10-2017
პირველი კოცნა ყველა ადამიანისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია ცხოვრებაში.
შოშიას ბლოგი: შეეშვით ადამიანს, რომელიც შვილის სიკვდილის შემდეგაც ვერ მოინელეთ!
12:27 / 04-10-2017
ამის თქმას არ ვაპირებდი... - თქვენ მაიძულეთ...ასე მწვავედ გამოხატვა არ მინდოდა - თქვენ მიბიძგეთ...
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30