ეს აუტანელი ქართველი კაცები (ნანა ცხვარაშვილის ბლოგი)
ეს აუტანელი ქართველი კაცები (ნანა ცხვარაშვილის ბლოგი)
კრებითი სახელის გამოყენება საერთოდ არ მჩვევია, არც ერთი ადამიანის "უკუღმართობის" გამო მთელი ერის ლანძღვა მახასიათებს. ამას ჩემი ბლოგებიდანაც მიხვდებოდით, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა კრებით სახელს შეგნებულად ვიყენებ და აი, რატომ: უბრალოდ გადით ქუჩაში, რომელიმე მამაკაცი გააჩერეთ და დახმარების მიზნით შეკითხვა დაუსვით. აღარ დავწერ, რაც ამ დროს მათზე თავში მომდის ხოლმე. გადით ქუჩაში და შეეცადეთ აღმოაჩინოთ ერთი სუფთად ჩაცმული მამაკაცი. არ ვამბობ, მაინცდამაინც ბრენდული ტანსაცმელი ეცვას, მთავარია, იყოს მოწესრიგებული, დაბანილი, კულტურულად გამოიყურებოდეს.

თბილისის ქუჩებში მასიურად ნახავთ გაუპარსავ, მოუწესრიგებელ და ხშირად
სუნიან მამაკაცებს. მსგავსი ტიპები მეტროში ან "მარშრუტკაში" თუ შეგხვდათ, ვერ გადარჩებით. ეს იმდენად თვალშისაცემია ჩემთვის, რომ იძულებული ვარ, ყველა ერთად აუგად მოვიხსენიო და დავწერო ის უარყოფითი ფაქტები, რომელიც ქართველი მამაკაცისთვის მასიურად არის დამახასიათებელი.


ჯერ ერთი, არ იციან, როგორ მოგექცნენ, როგორც ქალს. ვიღაცამ ჩაუდო ტვინში, რომ ქალს პატივი უნდა სცენ და ეს "პატივისცემა" ძალადობა ჰგონიათ. აი, მარტივი მაგალითი: თუკი გადაწყვიტეს, რომ ტრანსპორტში ადგილი დაგითმონ, ვიღაც იწყებს შენი მხარის "ჩამონგრევას", გეჯაჯგურება უხეშად, რა თქმა უნდა, კულტურულად არ მოგმართავს: "ხომ არ დაბრძანდებით" და, რა თქმა უნდა, მათთვის უარყოფითი პასუხიც მიუღებელია. თუკი გაუღიმებ და ეტყვი: "მადლობა, რომ შეწუხდით, მაგრამ არ მინდა დაჯდომა", ვიდრე შენი ჩასვლის დრო მოვა, საშინელი ძალადობის მსხვერპლი ხდები. არაერთხელ ახალგაზრდა მამაკაცები ლამის მეჩხუბნენ, - "არა უნდა დაჯდეთო"! შედეგად იძულებული გავხდი მეტროს ვაგონი, პირველივე გაჩერებაზე დამეტოვებინა. ამ ელემენტარული მაგალითიდანაც კი ჩანს, რომ ქალს მათ თვალში არანაირი უფლება არ აქვს. როგორ თუ შეწუხდნენ და ქალმა იუარა. სხვა დასკვნას ვერ ვაკეთებ.

არ მინდა შევადარო ზოგი რამ განვითარებულ ქვეყნებს, მერე მეტყვით, ეს საქართველოა და ნუ ადარებ სხვასო, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც უნდა ვთქვა. ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში, ქალბატონი რომ ამოვიდეს ტრანსპორტში და ვინმემ გადაწყვიტოს ადგილის დათმობა, თუკი ქალბატონი გაუღიმებს და ეტყვის, რომ არ შეწუხდეთ, კუთხეში დგომა მირჩევნიაო, არავინ დაუწყებს ჯაჯგურს, ხვეწნას, არავინ ადგება მაინც, დატოვებს ცარიელ ადგილს და ჩააგდებს უხერხულ სიტუაციაში მას.

ქართველი მამაკაცები ყველაზე დიდ პრივილეგიას ეკლესიებში გრძნობენ (შეუძლებელია ეს ფაქტი არ დავწერო). როდესაც ზიარების საიდუმლო იწყება, მოშორებით, კარიბჭესთან მდგარი კაცებიც კი "ფხიზლდებიან". ზედმეტი ფამილიარობის გარეშე, მუჯლუგუნებით თელავენ ქალებს, არანაირი მორიდება. არა აქვს მნიშვნელობა, სავსეა ტაძარი თუ არა, ყველანაირად ცდილობენ, რომ დაწინაურდნენ და ამით თავიანთი უპირატესობა დაამტკიცონ.

ქართველი კაცებისგან ხშირად მესმის, მე კაცი ვარ, კაფეში ფულს ქალს არ გადავახდევინებო. არადა, ამავე დროს, შეუძლიათ ქალისგან ფული ისესხონ და მერე "გაუჯანჯლონ" ან "გადააგდონ", საზღვარგარეთ წასული ცოლებისგან გამოგზავნილი თანხა შეიფერონ. არ ვამბობ, რატომ გაუშვა ცოლი სამუშაოდ, ეს ყველა ოჯახმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, როგორც ცხოვრება მოუტანთ მათ, მაგრამ იშვიათად მოიკითხო, არამიზნობრივად დახარჯო მისი გამოგზავნილი ფული და ეს ყველაფერი შეიფერო ისე, რომ არ გაწუხებდეს, ამაზრზენია. გაგრძელება
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
როგორ ავიხდინოთ ბავშვობის ოცნება ნიორის დახმარებით?
12:08 / 18-11-2017
რაც უფრო მეტად ვცდილობ, ლამაზად გამოვიყურებოდე, მით უფრო ნაკლებად სასურველია შედეგი.
ექსკურსია „ნიკორას“ ხორცის საწარმოში: როგორ მზადდება ხორცპროდუქტები
14:03 / 03-11-2017
ძეხვი და სოსისი - ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც ეს ორი პროდუქტი განსაკუთრებულად არ უყვარს.
საყვარელო დამრიგებელო, გახსოვთ, მე-9 კლასში გია დვალის ლექციაზე რომ არ გამიშვით, შენ მანდ რა გინდაო?
17:18 / 29-10-2017
საყვარელო დამრიგებელო, გახსოვთ, მე-9 კლასში გია დვალის ლექციაზე რომ არ გამიშვით, შენ მანდ რა გინდაო?
შოშიას ბლოგი: დედებო, როცა შვილზე ხელს ასწევთ, შეხედეთ მის თვალებს!
13:48 / 28-10-2017
როდესაც ბავშვი გავაჩინე, საყოველთაო სიხარულისა და მილოცვების შემდეგ პირველი, რაც მძაფრად დამამახსოვრდა, იყო ჩემი მამამთილის ბრძნული გამომეტყველებითა და თითის აწევით ნათქვამი სიტყვები: "შვილი უნდა გაზარდო მკაცრად!" ეს ისეთი ფოლადგარეული ინტონაციით მითხრა, მახსოვს, ცივმა ჟრჟოლამ დამიარა.
"ტვინის შერყევა მაქვს და ნაიარევი შუბლზე... ვინ არის პასუხისმგებელი?" - marao.ge-ს რედაქტორი ავარიაში მოყვა
10:29 / 27-10-2017
marao.ge-ს რედაქტორი და ჟურნალისტი თეა ინასარიძე რამდენიმე დღის წინ ავარიაში მოყვა - სამარშრუტო ტაქსის, რომელშიც ის იჯდა, მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. იმის გამო, რომ ტრანსპორტში ადგილი არ იყო, თეა ფეხზე იდგა და შესაბამისად, დაჯახებისას ყველაზე მეტად ის დაზარალდა - წარბი გაიხეთქა დაცემისას და ტვინის შერყევა მიიღო.
შოშიას ბლოგი: ქართული შოპინგი, ანუ "კარგი ყველაფერი ძვირია"?
10:39 / 26-10-2017
არა მგონია, ქალისთვის შოპინგზე უკეთესი თერაპია არსებობდეს. გიმაღლებს განწყობას, გმატებს ხალისს და თავდაჯერებულობას, გაძლევს სტიმულს, დაძლიო ოფისში ხანგრძლივი ჯდომით აკრეფილი ზედმეტი კილოგრამები.
მე ღმერთის შეცდომის მსხვერპლი ტრანსგენდერი ქალი ვარ
10:54 / 20-10-2017
სახლში ისე შემოვიპარე,არავის შეუმჩნევია. დაბნელებამდე ქალაქში ვიხეტიალე, მერე ეზოში"ბირჟის" დაშლას დაველოდე და ამოვედი. ახლა საბანში შევძვრები და წარმოვიდგენ, რომ გავქრი.
შოშიას ბლოგი: ლიკა ქავჟარაძის დაბრუნება რომ შემეძლოს!..
13:29 / 12-10-2017
რომ შემეძლოს, მივიდოდი ლიკასთან, წყნარად ჩამოვუჯდებოდი საწოლის კიდეზე და მორიდებით ვკითხავდი: რით გატკინეთ ყველაზე მეტად?!
როგორ ვაქციოთ პირველი კოცნა დაუვიწყარ მოგონებად?
11:36 / 12-10-2017
პირველი კოცნა ყველა ადამიანისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია ცხოვრებაში.
შოშიას ბლოგი: შეეშვით ადამიანს, რომელიც შვილის სიკვდილის შემდეგაც ვერ მოინელეთ!
12:27 / 04-10-2017
ამის თქმას არ ვაპირებდი... - თქვენ მაიძულეთ...ასე მწვავედ გამოხატვა არ მინდოდა - თქვენ მიბიძგეთ...
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30