შორენას ბლოგი: "მე ვაკელი მეგონე!"
შორენას ბლოგი: "მე ვაკელი მეგონე!"
იმის დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, სად და როგორ გავიცანი....
საშუალო სიმაღლის, თხელი, მაგრამ არც ძალიან გამხდარი, ხორბლისფერი ტალღოვანი თმით, ოდნავ ფერმკრთალი, ლამაზად მოყვანილი ტუჩებით, დიდი თაფლისფერი თვალებით და თითქოს, გაოცებული მზერით - აი, ასეთად დავინახე... გრაციოზულად მოძრაობდა, თავი ოდნავ ამაყად, მაგრამ ცოცხლად ეჭირა, თითქოს, რაღაც უხაროდა... შემდეგ მივხვდი, რომ ეს სიცოცხლის სიყვარული იყო! როცა ოთახში შემოდიოდა, გულღიად, სიყალბის გარეშე იღიმოდა, ხალისიანი სალმით, თითქოს, სითბო და მხიარულება შემოჰქონდა.
თვალს მოავლებდა ყველას, მაგრამ კონკრეტულად - არავის, თითქოს, რაღაც უხილავი და ამოუცნობი სინათლე დაჰყვებოდა.
ბევრს უხაროდა მისი დანახვა, ბევრსაც შურდა. ის კი აინუნშიც არ აგდებდა, რა პრობლემაა! - ყველას ხომ არ მოეწონები და ეყვარები ამქვეყნად?! საუბრობდა ღიმილითა და გატაცებით, ხანდახან აზარტითაც. როცა რამე საინტერესო ამბავს ჰყვებოდა, ერთვებოდა მთელი არსებით, სხეულით, ჟესტიკულაციით, ემოციით. სულ ვფიქრობდი, რომ ალბათ, იქ, სადაც გაიზარდა, გრძნობებს ძალიან ნატურალურად გამოხატავენ და ისიც, ამ გულღიობას მიჩვეული, გულუბრყვილო ბავშვს წააგავდა. გაბრაზებაც ბავშვური იცოდა: ძალიან ცხარე და მოურიდებელი, თუმცა, წყენას გულში დიდხანს არ იტოვებდა - მალე ივიწყებდა ან პატიობდა. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ჩვეულებრივს, „ჩვენებურს“ არ ჰგავდა და ყველაზე მეტად სწორედ ამ განსხვავებულობით იზიდავდა ადამიანებს, განსაკუთრებით კი, მამაკაცებს...

ისინი სულ მის შორიახლოს ტრიალებდნენ, დიდი სიამოვნებითა და გატაცებით ესაუბრებოდნენ. უცოლოები უფრო გაბედულად ეფლირტავებოდნენ, ცოლიანები კი უბრალოდ, მისი სიახლოვით ტკბებოდნენ და ცხოვრებას იხალისებდნენ. ის კი ყველას მიმართ „გულმოწყალე“ იყო და ტკბილად ეჟღურტულებოდა. ვამჩნევდი, რომ თავადაც სიამოვნებდა, როცა თავს იმ კატის როლში წარმოიდგენდა, რომელსაც თაგვი კუდით ჰყავს დაჭერილი და ხან გაუშვებს, ხან კი თათს ისევ დააჭერს...
არა მგონია, საქმე ამაზე შორს წასულიყო, ვიდრე ერთი თავდაჯერებული და ცოტა მოთავხედო ტიპი არ გამოჩნდა. რა თქმა უნდა, მანაც მაშინვე ის ამოიღო მიზანში. ხომ იცით ქალების ამბავი, რატომღაც ხშირად სწორედ ასეთი კაცები გვიზიდავს...

და ერთ მშვენიერ დღეს, როცა ყველას თვალწინ, საჯაროდ საუბრობდნენ, ტიპი მისი წარმომავლობით დაინტერესდა. მანაც ჩვეული გულწრფელობით უპასუხა და ერთ-ერთი პროვინცია დაუსახელა. მომეჩვენა, რომ ტიპის რეპლიკამ საერთო ხმაური ერთიანად გადაფარა და ყველა იქ მყოფს ისე მოჭრა ყური, როგორც მე: „უი, რომ არ გეტყობა?! მე ვაკელი მეგონე!“
მისი პასუხი იყო აუღელვებელი, მშვიდი და ისე მტკიცე, მეგონა, რკინის გრდემლს უროს ურტყამდნენ: „მაინც როგორ უნდა მეტყობოდეს?! შენი აზრით, დიდი ტრაკი და წითელი ლოყები უნდა მქონდეს?!“

ეს სიტყვა, რომელსაც კარგად აღზრდილი გოგონები, წესით, არ უნდა ხმარობდნენ, მან ისეთი სიმსუბუქითა და ბუნებრიობით წარმოთქვა, თითქოს, სიმინდის ტაროს ფუჩეჩი შემოაცალა და შიშველი მარცვლები გამოუჩინა... და თითქოს, ეს სიტყვა სულაც აღარ იყო უცენზურო და შეუფერებელი...
წამით უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა და მერე ისეთი გულიანი ხარხარი ატყდა, თითქოს, იქ მყოფ ადამიანებთან ერთად მთელი სამყარო დასცინოდა საბრალო, სტერეოტიპებით გაბერილ კაცუნას, რომელიც, ალბათ, მთაწმინდის პანთეონშიც კი არასდროს ასულა და არ უნახავს საფლავები, რომელთა თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობაში პროვინციელი დიდი ქართველები განისვენებენ...

ეს ამბავი მარინა ბერიძის ნათქვამმა: „იქ იჯდა თბილისი“ გამახსენა... მაგრამ იქნებ მას ის არ უგულისხმია, რაც თქვენ იფიქრეთ?! გგონიათ, მასაც ზოგიერთივით უზარმაზარი „პერო“ აქვს და იმის იქით ვერავის ამჩნევს? - იქნებ ცდებით? იქნებ მასაც ერთ დროს უთხრეს: „მე ვაკელი მეგონე!“ :)

კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ქალური (ბ)ლოგიკა - "მამაკაცის წინდების კანონები", ანუ ”ნუთუ ყველა კაცი ერთნაირია?"
20:27 / 19-11-2017
ქმარი: - შენ ამ კაბით არ წახვალ კორპორატიულ წვეულებაზე!!!ცოლი: - სად დამიმალე? ახლავე გახსენი მუჭი და დამიბრუნე კაბა!
ქალური (ბ)ლოგიკა - რა სარგებლობა მოაქვს ღალატს?
15:44 / 19-11-2017
ქმარი: - მიყიდე საჩუქარი დაბადების დღისთვის?ცოლი: - აბა, რა ვქენი?.. მოიცა, ახლავე ჩავიცვამ!
ქალური (ბ)ლოგიკა: არ იცის, მაგრამ დარწმუნებულია
11:28 / 19-11-2017
"ქმარი: - სად არის შაქარი, ქალო? ცოლი: - ათი წლის მანძილზე რით ვერ დაიმახსოვრე? ყავის ქილაშია, რომელსაც ფურცელი აქვს მიკრული და აწერია - "მარილი", მაგრამ ახლა მაგაში არ არის!.."
როგორ ავიხდინოთ ბავშვობის ოცნება ნიორის დახმარებით?
12:08 / 18-11-2017
რაც უფრო მეტად ვცდილობ, ლამაზად გამოვიყურებოდე, მით უფრო ნაკლებად სასურველია შედეგი.
ექსკურსია „ნიკორას“ ხორცის საწარმოში: როგორ მზადდება ხორცპროდუქტები
14:03 / 03-11-2017
ძეხვი და სოსისი - ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც ეს ორი პროდუქტი განსაკუთრებულად არ უყვარს.
საყვარელო დამრიგებელო, გახსოვთ, მე-9 კლასში გია დვალის ლექციაზე რომ არ გამიშვით, შენ მანდ რა გინდაო?
17:18 / 29-10-2017
საყვარელო დამრიგებელო, გახსოვთ, მე-9 კლასში გია დვალის ლექციაზე რომ არ გამიშვით, შენ მანდ რა გინდაო?
შოშიას ბლოგი: დედებო, როცა შვილზე ხელს ასწევთ, შეხედეთ მის თვალებს!
13:48 / 28-10-2017
როდესაც ბავშვი გავაჩინე, საყოველთაო სიხარულისა და მილოცვების შემდეგ პირველი, რაც მძაფრად დამამახსოვრდა, იყო ჩემი მამამთილის ბრძნული გამომეტყველებითა და თითის აწევით ნათქვამი სიტყვები: "შვილი უნდა გაზარდო მკაცრად!" ეს ისეთი ფოლადგარეული ინტონაციით მითხრა, მახსოვს, ცივმა ჟრჟოლამ დამიარა.
"ტვინის შერყევა მაქვს და ნაიარევი შუბლზე... ვინ არის პასუხისმგებელი?" - marao.ge-ს რედაქტორი ავარიაში მოყვა
10:29 / 27-10-2017
marao.ge-ს რედაქტორი და ჟურნალისტი თეა ინასარიძე რამდენიმე დღის წინ ავარიაში მოყვა - სამარშრუტო ტაქსის, რომელშიც ის იჯდა, მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. იმის გამო, რომ ტრანსპორტში ადგილი არ იყო, თეა ფეხზე იდგა და შესაბამისად, დაჯახებისას ყველაზე მეტად ის დაზარალდა - წარბი გაიხეთქა დაცემისას და ტვინის შერყევა მიიღო.
შოშიას ბლოგი: ქართული შოპინგი, ანუ "კარგი ყველაფერი ძვირია"?
10:39 / 26-10-2017
არა მგონია, ქალისთვის შოპინგზე უკეთესი თერაპია არსებობდეს. გიმაღლებს განწყობას, გმატებს ხალისს და თავდაჯერებულობას, გაძლევს სტიმულს, დაძლიო ოფისში ხანგრძლივი ჯდომით აკრეფილი ზედმეტი კილოგრამები.
მე ღმერთის შეცდომის მსხვერპლი ტრანსგენდერი ქალი ვარ
10:54 / 20-10-2017
სახლში ისე შემოვიპარე,არავის შეუმჩნევია. დაბნელებამდე ქალაქში ვიხეტიალე, მერე ეზოში"ბირჟის" დაშლას დაველოდე და ამოვედი. ახლა საბანში შევძვრები და წარმოვიდგენ, რომ გავქრი.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30