კიდევ 16 სამარცხვინო გრამატიკული შეცდომა
კიდევ 16 სამარცხვინო გრამატიკული შეცდომა
პირველ ათ სიტყვაზე უკვე ვისაუბრეთ. დროა, წავიდეთ უფრო წინ და სხვა სიტყვებიც განვავითაროთ. შეიძლება მე არ ვარ საუკეთესო წყარო იმისთვის, რომ გრამატიკის სიღრმისეული გაკვეთილები ჩაგიტაროთ, თუმცა იმ სიტყვებს მაინც გავუსვამ ხაზს, რის გამოც შეიძლება ნახევარმა საქართველომ დაგცინოთ:

საშვალება, ტყვილი, იტყვილები – ერთ-ერთი პირველი ინდიკატორია პროვინციული მეტყველების… ტყუილი ჰქვია ამ სიტყვას და ძალიან რთული დასამახსოვრებელიც არ არის;
ბრთხილად, გაგაბრთხილე, ბრჩხილი – კიდევ ერთი ცუდი სიტყვა, რომელიც დღესვე უნდა მოაშთოთ ლექსიკონიდან, დაახლ. „შეურაწყოფის“ მსგავსია… შეიძლება ვიღაცას მეტყველების პრობლემა ჰქონდა, ან თქვენ ვერ გაარჩიეთ ფ და ბ, anyways, ბ ამ სიტყვებში აღარასდროს გამოიყენოთ!
ვიზავ, სვავ, ვივცვავ, ა.შ.
- სმა-სვამ, ჩაც-მა-ვიცვ-ამ (ვიცმევ-იც არასწორია), ნუ, დიდი მადლობა, ვლევ-ს რომ არ ამბობთ, მაგრამ ვსვავ ასევე ცუდი ფორმაა, თუმცა არც ზემოთ ხსენებულებივით საგანგაშო.

რამის (ლამის) – აი ეს „რამის“ საიდან წარმოდგება, ვერ ვხსნი ვერაფრით, „საქმის ყურშიც“ მესმის, „ბოდიშით“-იც, მაგრამ „რამისს“ მაინც ვერაფერი გავუგე…

გეხვერწები, თუ ძალიან ვთხოვთ, გამოიყენება „გეხვერრრრწები“ ფორმაც. თუ რთული დასამახსოვრებელია, რ-თი თუ რ-ს გარეშე, მაშინ შეეშვით ამ „ხვეწნას“, აწიეთ თავი მაღლა და უბრალოდ სთხოვეთ, ან ძალიან სთხოვეთ.

მდივანი-დივანი – „მდივანი“, როგორც პროფესია თუ სამსახურებრივი პოზიცია – უკვე სრულად ჩაანაცვლა „ოფის მენეჯერმა“. ანეკდოტებიც, საბედნიეროდ, გადაშენდა მდივნებზე. შესაბამისად, უკვე გამარტივდა დასამახსოვრებლად, რომ აი, იმ, „ზალაში“ დასადგამ რბილ ობიექტს – დივანი ჰქვია და მდივან-ზე ვერასდროს დაწვებით, მაქსიმუმ, მდივან-თან დაწვეთ.

კალიდორი – აი ამის მთქმელებს რა უნდა გელაპარაკო-დ საერთო-თ. Smile

ამპულა-ამპლუა – ამაზე ძალიან მეცინება ხოლმე, სატელევიზიო გადაცემებშიც მინახავს, ქართველი მოკაშკაშე ვარსკვლავების მიერ წარმოთქმული, ძალიან ბევრ, სხვა მაღალფარდოვან ფრაზასთან ერთად და ზედ აკვდება პირდაპირ!

ვიცინივარ, ვმღერივარ, ნუ ტირიხარ
– აქ „ვარ“ არის ზედმეტი, ვიცინი, ვტირი, ვიღიმი, ა.შ. ვ-იღიმი, ვ უკვე აღნიშნავს პირველ პირს და პლუს „ვარ“ ზედმეტია, ისევე, როგორც მეორე პირში.

მინახია, მითქვია – ნახ-ვ-ა, ანუ ნახ-ავ-ს, ანალოგიურად – მითქვამს და ა.შ.

უყურებ, გამოუშვებ მეილს, უხსნი და არ ესმის, etc. – აქ, პირველად რომ გადავაწყდი მსგავს მეილს, დიდ გაურკვევლობაში ვიყავი. თანამშრომელი მწერს, ერთ-ერთი ძველისძველი სამსახურიდან, რომ „ცოტა ხანში გამოუშვებ მეილს დეტალური აღწერით და მერე გაუგზავნი სულ უმფროსსაც“. ვერაფრით მივხვდი, რატომ „მიბრძანებდა“… ამასობაში მომივიდა ჩემი შეკითხვების საპასუხო მეილიც და გაიხსნა კარტებიც, რომ უბრალოდ, გრამატიკაში გვჭირდება მსუბუქი ფორმით გადამზადება და რეალურად „გადა-ვ-უგზავნი“ იგულისხმა.

ცინებს/სცინებს – დასცინის, ხალხო, დას-ცი-ნის!

მაიდან, მაით – ამაზე საინტერესო ისტორია გვქონდა, წლების წინ, ერთ-ერთ პოზიციაზე, როცა პროექტის ერთ-ერთი სკოუპის შედეგებს წარვადგენდით, ერთმა ლამაზმა, დახვეწილმა და წარმოსადეგმა კოლეგა გოგონამ, ხელის საქმიანი მოძრაობით აუხსნა პროექტის დირექტორს, რომ: „დიახ, ბატონო X, სწორედ მაიდან წარმოდგება აღნიშნული…“ იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ ლამის (და არა რ-ამის) ყველამ დავიჯერეთ, რომ ტყუილში ვცხოვრობდით და სწორი ფორმა იყო „მაიდან“. (იგულისხმება: იქიდან, მანდედან).

დატოვილი – დატოვება თუ არის საწყისი ფორმა, რატომ გადაწყვიტეთ მისი ასეთი ფორმულირება? ამ სიტყვის მოსმენის შემდეგ,
You must have Flash Player installed in order to see this player.
წესით, უნდა დაგშორდეთ „მეორე ნახევარი“ და მიტოვებული არა და, მიტოვილი იქნებით?

გაგატნევ – იქინე, აქანე-ს ლოგიკური გაგრძელებაა ხოლმე. ერთხელ ერთი მიმტკიცებდა, „გაგატან“ ძალიან უხეში გრამატიკული შეცდომაა და სწორი ფორმა „გაგატნევ“ არისო. დამეზარა კედლისთვის ცერცვის შეყრა.

მოგვშივა, შეგვცივა – მოგვშივდება, შეგვცივდება…

მოკლედ, გისურვებთ გამართულ მეტყველებას, ნაკლებ სარკაზმს გარშემომყოფებისგან და ნათელ მომავალს.

ამავე თემაზე წინა პოსტი – იხილეთ აქ.
გურამ შეროზიას ბლოგი
გურამ შეროზიას ბლოგი: 9 ამოუხსნელი ქართული ფენომენი, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ
კომენტარები (11)
მარტა
თითეული- თვითეული დაივიწყეთ, ვისაც დედაენის პატივისცემა გსურთ, სწორი ფორმაა - თ ი თ ო ე უ ლ ი, ასევე დაივიწყეთ გამჭირვალე, სწორი ფორმაა - გ ა მ ჭ ვ ი რ ვ ა ლ ე... გმადლობთ (და არა-მადლობთ) :)
რუსა
ნიკოს. ტქვენი აზრიტ ამ დამახინჯებების გარეშე ქარტული ენა გაღარიბდება?ყველა უნდა ეცადოს გამარტული ქართულითსაუბარს
ნინო
პარასკე-ბ-ი თითეული/ თვითეული -_-
ლიკა
ბ-ნო ნიკო, არავინ არ დაგცინით, იქ ტეკსტში მეც შეგისწორებდით პაწას, რატო არა(რატომ))))
პაატა
როცა პროექტის ერთ-ერთი "სკოუპის" შედეგებს წარვადგენდით ??? შენიშვნებში გეთანხმებით, გამოსასწორებელი აქვს ბევრს, თუმცა მოდით ნურც უცხო ენიდან აღებული სიტყვებით ვეცდებით ქართულის შევსებას :) შეიძლებოდა გეთქვათ: პროექტის ერთ-ერთი შესრულებული სამუშაოს შედეგებს რომ წარმოადგენდით :)
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
საქმე №109. თავი 42. მძევალი, ანუ შვილი, დედის სანაცვლოდ
14:52 / 15-08-2017
ყველაზე მეტად, გეგას სახლში მისვლის და ელენეს დანახვის ეშინოდა ხერგიანს.
შოშიას ბლოგი: საიდუმლო, რომელიც ორმა ქალმა სამარეში ჩაიტანა...
13:32 / 13-08-2017
სანამ ამ ბლოგის დაწერას გადავწყვეტდი, ბევრი ვიფიქრე. არ ვიცოდი და ზუსტად არც ახლა ვიცი, სწორად ვიქცევი თუ არა, რადგან საიდუმლოს ნაწილობრივ გათქმა მიწევს, საიდუმლოსი, რომელიც ორმა ქალმა სამარეში ჩაიტანა.
ვინ არის ბლოგერი, რომელმაც ელისი საოცრებათა სამყაროდან თანამედროვეში გადმოიყვანა
19:32 / 11-08-2017
"ვინ ვარ მე, ემოციური, მეოცნებე, ეგოისტი, საინტერესო, ბავშვური, ჯიუტი, უპრინციპო. აი, ასეთი ვარ, მგონი ძალიან კარგი ადამიანი, რომელშიც არის ცუდიც.
საქმე №109. თავი 41. გატაცებული ბავშვი
14:06 / 11-08-2017
მეორე დღესვე რომ დაურეკა დეამ, რაღაც ისეთი ვიპოვე, თქვენთვის გამოსადეგარიო, ძლივს მოახერხა სიცილის შეკავება.
იარაღი, ცრემლები და მოჩვენებები: ქვრივი ვინჩესტერის წყევლა
13:21 / 09-08-2017
გასაკვირი არ არის, რომ მოჩვენებებიანი სახლები ტურისტული მარშრუტების ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია.
 საქმე №109.  თავი 40. ვნებისგან გადამწვარი სამზარეულო
11:01 / 08-08-2017
მანქანა კორპუსის წინ რომ გააჩერა, სანამ კიბეს აივლიდა, წინასწარ იცოდა, რაც ელოდა. ისე ერთობოდა ამ სიტუაციით, ისეთ კარგ ხასიათზე აყენებდა, ბოლო პერიოდის განმავლობაში პირველად გრძნობდა თავს ასე კარგად.
შოშიას ბლოგი: ნუ შემოუშვებთ სიკვდილს სხეულში!
12:44 / 07-08-2017
რამდენიმე დღის წინ Jem Fest-ზე 22 წლის გოგონას გარდაცვალების ამბავმა მთელი საქართველო კიდევ ერთხელ შეძრა!
საქმე №109. თავი 39. შეთქმულება
09:40 / 05-08-2017
– ვერ ვიჯერებ! – სიცილს ვერ იკავებდა დარასელი. – ასეთი სულელი როგორაა?! საერთოდ ვერ მიხვდა?! – გულწრფელად ხარხარებდა და არხეინად ტრიალებდა გორგოლაჭებიანი სავარძლის საზურგეზე გადაწოლილი.
„ინსტაგრამზე“ ვნახე შენი ფოტო და...
12:03 / 02-08-2017
- Batumi Plaza Hotel -ში გიშვებ, სადღაც ჯურღმულში კი არ მოგიწევს დაძინება - უკვე თითქმის ერთი საათია ამაოდ ცდილობდა ბატონი თემური თანამშრომლის დაყოლიებას და ბათუმში კონფერენციაზე გაგზავნას.
საქმე №109. თავი 38. ფლირტი მდივანთან
11:42 / 01-08-2017
– აბა, მზად ხარ?! – მოჩვენებითი მხიარულებით გამოეცხადა ხერგიანი დეას მისაღებში, ყველაფერზე რომ შეთანხმდნენ და უპრობლემოდ დაითანხმა ლანჩზე.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31