დღეს სურბ-სარქისის ღამეა - როგორ ვნახოთ სიზმარში საბედო?
დღეს სურბ-სარქისის ღამეა - როგორ ვნახოთ სიზმარში საბედო?
ამბობენ, რომ „ბუნებას არა აქვს ცუდი ამინდიო“, მაგრამ ბევრი არ დაეთანხმება ამ გამონათქვამს. ბევრისთვის (ერთ-ერთი მე ვარ) ზამთარი ნამდვილი ტანჯვაა. ძნელია, იყო კარგ ხასიათზე, როდესაც ფანჯრიდან ნაცრისფერი ცა მოჩანს და ტანზე სიცივისაგან წარმოსახვითი ჭიანჭველები დაგდიან. ამ დროს არაფრის კეთება არ გინდა და აპათია და სიზარმაცე გიპყრობს. ერთადერთი აზრი – რაც შეიძლება მალე მიაღწიო სახლში, ჩაიცვა თბილი წინდები და ცხელ ჩაის ჭიქასთან ერთად, პლედში გახვეული ტელევიზორის წინ, სავარძელში ჩაეფლო.

ისე, კარგად რომ დაუფიქრდე, ზამთარი ჩვენთან სამი კი არა, მთელი ხუთი თვე გრძელდება, მაგრამ თუ ვიფიქრებთ, რომ ეს წელიწადის ყველაზე საშინელი, ბნელი და ცივი დროა, მაშინ დეპრესია შემოგვიტევს. ფსიქოლოგიურად უნდა განვეწყოთ, რომ თბილ ქვეყნებში ვერ გავემგზავრებით და „გადარჩენისათვის“ ბრძოლა მოგვიწევს.

ყველაზე მეტად თებერვალი არ მიყვარს, რადგან თითქმის სულ ქარია. ბავშვობაში ვიღაცამ მომიყვა „სურბ სარქისის“ ლეგენდა და ღრმად მჯეროდა, რომ თებერვლის ქარების მიზეზი სწორედ ის იყო. კალენდარს შევხედე. მახსოვს, რომ ახლა სურბ სარქისის დღეებია. პარასკევი ღამე კი მარილიანი კვერების რიტუალის დროა! დღეს სწორედ პარასკევია. ჩემი შარშანდელი მცდელობა გამახსენდა. მკითხაობების დიდად არ მწამს, მაგრამ  მახსოვს, ცნობისმოყვარეობამ ამიტანა და „დავგუგლე“:

სომხური ლეგენდის თანახმად, წმინდა სარქისმა თებერვალში მოიტაცა ბერძენი ელენა. მამამ მდევრები დაადევნა, მაგრამ ამოვარდა საშინელი ქარბუქი და რამდენიმე დღე გაგრძელდა. მდევრებმა ქალი ვეღარ დაიბრუნეს.

თუ პარასკევს საღამოს, ტაფაზე გამოაცხობ მარილიან კვერს (2 სუფრის კოვზი ფქვილი, 1 სავსე ჩაის კოვზი მარილი და ცოტა წყალი), ძილის წინ შეჭამ, ისე, რომ ზედ არაფერი დააყოლო და დაიძინებ, შაბათს გამთენიისას დაგესიზმრება წინასწარმეტყველური სიზმარი, რომელიც უნდა დაიმახსოვრო. ვინც სიზმარში წყალს დაგალევინებს, ის იქნება შენი ბედი. სასურველია, კვერი ქვრივმა ქალმა გამოაცხოს“.


ჩემი მეზობელი, ქვრივი ლაურა გამახსენდა, მეშვიდე სართულზე ავირბინე და კარზე მოკრძალებულად დავაკაკუნე. მახსოვს, ბავშვობაში სულ ვერიდებოდი ხოლმე. კაცივით ბოხი, ჩახრინწული ხმა და ძალიან თმიანი მკლავები ჰქონდა (იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო აქტუალურ ფაზაში ეპილაცია). ისე, რა საინტერესო ფენომენია ბავშვობაში განცდილი პატარ-პატარა შიშები და ფობიები. ახლა ხომ უკვე დიდი ვარ? მაგრამ უსიამოვნო განცდამ მაინც შემიპყრო. არადა, რა ვქნა? ძალიან მაინტერესებს, სიზმარში ვინ დამალევინებს წყალს. Embarassed

ლაურამ კარი მალევე გააღო. თავზე „ბიგუტები“ ეკეთა და ხალათი ეცვა.

–  ხომ მშვიდობაა, შვილო?

შეიცხადა და მარჯვენა ხელი გულზე მიიდო.

– კიი, კიი, ლაურა დეიდა! მშვიდობაა. უბრალოდ, თქვენთან უცნაური თხოვნა მაქვს! შეგიძლიათ, რომ საღამოს მარილიანი კვერი გამომიცხოთ? დღეს სურბ სარქისია და…

– უი, შენ რა გითხრა მე!

ბოხი ხმით „გადაიროხროხა“ („გადაიკისკისა“ არ შეესაბამება მის ხმის ტემბრს).

– საღამოსთვის გაგიკეთებ და ასე, შვიდისთვის ამოირბინე.

– რეცეპტი გითხრათ?

– ვიცი, ვიცი! ორი სომეხი დაქალი მყავდა, მაგის მეტი რა მიჭამია!

მადლობა ვუთხარი და კიბე გახარებულმა ჩავირბინე. რვის ხუთ წუთზე ისევ მის კარზე ვაკაკუნებდი. კვერი კარებშივე გამომაწოდა. ცალ მხარეს დასწვია, მაგრამ მე მაინც მადლობა გადავუხადე. ჩემი
You must have Flash Player installed in order to see this player.
მოუთმენელი ხასიათის რა ვთქვი, ძილამდე ვერ მოვისვენე და რვა საათზე შევჭამე. Yell

ლაურამ ალბათ სასიკვდილოდ გამიმეტა. მე მგონი, ფქვილის და მარილის დოზები ერთმანეთში აერია და პირიქით გამოაცხო. მსგავსი საზიზღრობა ცხოვრებაში არ მიგემია! გაჭირვებით გადავყლაპე. სანამ დამეძინა, ტანჯვისაგან მოვკვდი. სიზმარში კი ვნახე, ვითომ მინდორში ვიდექი და გარს ძალიან ბევრი ბიჭი მეხვია. ყველა უცნობი იყო. სათითაოდ მოდიოდნენ და წყალს მასხამდნენ. Undecided

გაღვიძებისთანავე 2 ლიტრი წყალი დავლიე და ჩემს გათხოვილ დაქალს დავურეკე. სიზმარი რომ მოვუყევი, დამცინა – შენ ალბათ მეძავი გახდებიო. ნერვები მომეშალა. რისთვის ვიწვალე ამდენი? იმედია, წელს მაინც გამიმართლებს და ვინმე ღირსეული მამაკაცი დამალევინებს წყალს სიზმარში.  ღირსეული - იმიტომ, რომ იდეალურები არ არსებობენ. ამიტომ უნდა გიყვარდეთ მამაკაცი ისეთი, როგორიც არის! – მოიცა, მაგრამ თუ საერთოდ არ არის?

მაშინ, მაშინ… ადექით და ესესხეთ ბლომად ფული მას, ვინც მოგწონთ და ყურადღებას არ გაქცევთ. დაე, მაგ უნამუსომ 24 საათის განმავლობაში მხოლოდ თქვენზე იფიქროს!!!

გისურვებთ წარმატებას! Wink
კომენტარები (13)
დიანა
ესე რა თურმე შეიძლება ცოტა პოზიტივი:))
მაკო
ყ ო ჩ ა ღ კარგია. ვიხალისე. ყველამ თავის საქმე აკეთოს ჩუმად, წყნარად, ხარისხიანად და აღარც სხვები დაიგრუზებიან....
სალოო
აუუ დამაგვიანდა ანუ
ეთო
ბოლოში მაგრად ვიხალისე :D კარგი იდეაა :D
სოფიო
ძალიან კარგი სტატიააა სულ ჩემი ბავშობა გამახსენდა ათას რამეს ვაკეთებდით ბავშობაში რომ ჩვენი მომავალი საბედო დაგვენახაა :D :D
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
თავი 36. საიდუმლო გეგმა
15:50 / 25-07-2017
სტუმარი გააცილა თუ არა, მაშინვე ყველა ოთახს დაუარა ღვინიანიძემ. როგორ ვერ გაითვალისწინა, ეს რომ მოხდებოდა?! ხომ იცოდა, ის კაცი კიდევ რომ აგრძელებდა საქმის გამოძიებას, რატომ გარისკა ასე?
საქმე №109.თავი 35.  წერილი უცნობისგან
14:26 / 21-07-2017
საღამოს დარჩენილმა ნაწილმა ინცდიდენტების გარეშე ჩაიარა.
საქმე №109. თავი 34. ჩაშლილი გეგმა
12:04 / 18-07-2017
– ელენე, დამშვიდდი, გთხოვ... არაფერია...
  ნანიკოს ბლოგი: დედის წერილი ვაჟიშვილს: “გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც შენ არ მიგიღებენ...  მშვიდად გაუშვი ისინი…”
11:05 / 18-07-2017
გწერ და შენი გულისცემა მესმის, როცა ამ წერილს კითხულობ. ალბათ გგონია, რაღაც ისე ვერ გააკეთე, რისთვისაც გისაყვედურებ. შენ ხომ ასე ნერვიულობ ყოველ ჩემს ზარზეც.
საქმე №109. განქორწინებული წყვილის საიდუმლოებით მოცული ამბავი. თავი 33. მძევალი
11:35 / 14-07-2017
– არ წახვალ! – ვერაფრით იჯერებდა დემნა, საერთოდ რომ უწევდათ ამ თემაზე საუბარი.
შოშიას ბლოგი: მიეცით მათ ის, რაც ყველაზე მეტად აკლიათ - სიყვარული!
12:27 / 13-07-2017
წესით, საკუთარი ცხოვრებით იმდენად სავსე უნდა იყვნენ, ამისთვის არ უნდა ეცალოთ... წესით, თავადაც უნდა ტკბებოდნენ სიცოცხლით, ახალგაზრდობით, ცხოვრების ფერადოვნებით. წესით, თავიანთი პრობლემებითა და პროფესიული საქმიანობით, საკუთარი პირადი ცხოვრების მოწყობით უნდა იყვნენ დაკავებულნი, ეფერებოდნენ საყვარელ ადამიანებს, ზრდიდნენ შვილებს, ზრუნავდნენ მშობლებსა და ახლობლებზე... მაგრამ არა!
საქმე №109. განქორწინებული წყვილის საიდუმლოებით მოცული ამბავი. თავი 32. ვახშამი მტერთან
11:51 / 11-07-2017
– მოგწამლა უკვე მაგ საქმემ! – ჩურჩულით ეჩხუბებოდა ლენა, მძინარე ბავშვი რომ არ გაეღვიძებინათ.
ნანიკოს ბლოგი:  როცა გულს სურს, მაგრამ არსებობს გონება...
14:05 / 10-07-2017
ამბობენ, გულს მიენდეო... იმასაც ამბობენ, ცივი გონებით მიღებული გადაწყვეტილება ამართლებსო...
შოშიას ბლოგი: ვინ აირჩია კაცმა, რომელსაც არჩევანი ცოლსა და საყვარელს შორის უნდა გაეკეთებინა
14:05 / 10-07-2017
თავიდან ყველაფერი ლამაზი და რომანტიკული იყო: გაცნობა, მასზე ფიქრი, ფერადი ოცნებები, გეგმები, მათი განხორციელების გზები, მღელვარება, უცნაური ჟრუანტელი, შიში, ადრენალინი და სასიამოვნო დაღლილობის შეგრძნება... - მიმიხვდით ალბათ, ასე იწყება აკრძალული სიყვარული - რომანი, რომელსაც არც ისე იშვიათად აბამენ ჩვენში ცოლიანი კაცები.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი