მოულოდნელი სტუმრები, ანუ როგორ გავშალოთ სუფრა 30 წუთში – არაფრისგან
მოულოდნელი სტუმრები, ანუ როგორ გავშალოთ სუფრა 30 წუთში – არაფრისგან
სტატისტიკური კვლევა რომ ჩავატაროთ, ალბათ, ყველაზე მეტი სტუმარი ჩემს თანამშრომელს, ორმოცდარაღაცა წლის ნატოს მისდის სახლში, რომელიც სამსახურში თავისი განუმეორებელი კერძებითაა განთქმული. ბევრისგან მსმენია, რომ ნატოს შეუძლია, არაფრისგან კულინარიული შედევრი შექმნას. ალბათ, სწორედ ამიტომაც უყვარს შინაურსაც და გარეულსაც მასთან სტუმრობა და პირის გემრიელად ჩატკბარუნება.

რაღა დაგიმალოთ და მეც მიფიქრია „სტუმართმოყვარე“ ნატოსთან სტუმრობაზე და მისი შედევრების დაგემოვნებაზე, მაგრამ როდესაც მის ადგილას საკუთარ თავს წარმოვიდგენ, მიკვირს, საერთოდ როგორ უჩნდება კარის გაღების სურვილი. სტუმრები, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ზომიერების ფარგლებში.

ერთხელ გონებაში წარმოვიდგინე
კიდეც, რომ ნატოს კარზე ვიღაც აკაკუნებს, ის კი ფეხის წვერებით უახლოვდება „საჭვრიტინოს“, თან გონებაში თვალს გადაავლებს მაცივრის თაროებს და იხსენებს, რა ეგულება სახლში, რომ გემრიელობები რაც შეიძლება სწრაფად მოამზადოს.

ერთხელ ჩემს ცხოვრებაშიც დადგა ისეთი დღე, რომ თავი „სტუმართმოყვარე“ ნატოდ ვიგრძენი…

ერთ მზიან და მშვენიერ შაბათ დღეს, ყოფითი საქმეები ფეხებზე დავიკიდე, ხალათში გახვეულმა მთელი დღე საწოლში ვიკოტრიალე და ლეპტოპში ოთხ ფილმს გადაბმულად ვუყურე. არაფრის კეთების სურვილი არ მქონდა. სამუშაო კვირა სერიალ „სანტა ბარბარასავით“ გაიწელა და ამიტომ აღარც არეული სახლი მაღელვებდა და არც ცარიელი მაცივარი. შემწვარი კვერცხი სავსებით მაკმაყოფილებდა. მაგრამ საღამოს, ტელეფონზე ჩემმა შორეულმა ნათესავმა დამირეკა და მომახარა, რომ ოჯახთან ერთად მოდიოდა სტუმრად. უფრო მეტიც, უკვე გზაში იყვნენ და ნახევარ საათში უკვე ჩემთან იქნებოდნენ…

stumrebi2
მითხარით ერთი, ვის უყვარს მოულოდნელი სტუმრები? „სტუმრებში“ სულაც არ ვგულისხმობ მეგობარს, რომელიც ყავის დასალევად შემოირბენს, ან მეგობრებს, რომლებთანაც მთელი საღამო ჭორაობაში გაატარებ და გიტარაზე იმღერებთ. მე ვგულისხმობ სტუმრებს, რომლებსაც აუცილებლად ბარაქიანი სუფრა უნდა დაახვედრო და რომელთა წასვლის შემდეგაც სახლში მხოლოდ დასარეცხი ჭურჭლის მთა და ცარიელი მაცივარი დაგრჩება.

ასეთი მხოლოდ ნატოა!

სასოწარკვეთილებაში გადავარდნას აზრი აღარ ჰქონდა. როგორღაც უნდა მომეხერხებინა – 30 წუთში თავის, სახლისა და სუფრის მოწესრიგება. პირველ რიგში, საწოლი გადავასწორე და დილის 6 საათზე საწოლიდან წამოგდებული ჯარისკაცივით, 1 წუთში ჩავიცვი.

მერე მისაღები ოთახიდან ყველა ზედმეტი ნივთი ჩემს საძინებელში გავიტანე და კარი გამოვკეტე.

18: 20 – 18: 35 სთ

„ნიკორაში“ ჩავირბინე, რომელიც, მადლობა ღმერთს, ჩემს სახლთან ზუსტად რამდენიმე ნაბიჯშია და თავისი არსებობით წარმოუდგენელ კომფორტს მიქმნის.

სასწრაფოდ ვიყიდე: მზა სალათები: ისპანახი ნიგვზით, ნიგვზიანი ბადრიჯანი, კრაბის სალათა; აფხაზურა, შაშხი, ტოსტის პურები, ყველის ფირფიტები (სენდვიჩისთვის), „ჩვენი ფერმერის“ სულგუნი, შესაწვავი ბლინები, მზარეულის კექსი, ხილი და წვენები. ზუსტად 15 წუთში ჩავეტიე.

18 : 35 – 18 : 50 სთ

ხილი გავრეცხე, სალათები თეფშებზე გადავიღე, 2 ტაფაზე ერთდროულად დავყარე აფხაზურა და ხორციანი ბლინები. სენდვიჩებიც ელვის სისწრაფით დავამზადე. მერე ყველაფერი მაგიდაზე დავალაგე და შვებით ამოვისუნთქე.

დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ნათესავებისგან უკვე ქება-დიდებას ვისმენდი. ვერაფრით იჯერებდნენ, როგორ მოვასწარი ამდენი რამის გაკეთება 30 წუთში. სიმართლე გითხრათ, აღარც მე გამოვიდე თავი და კომპლიმენტები შევიფერე. გულში კი ღმერთს მადლობას ვწირავდი, რომ ერთი ან ორი საუკუნით ადრე არ გამაჩინა. მაშინ ვერც „ნიკორა“ მიხსნიდა და ვეღარც კულინარიის ღმერთი (თუკი უარსებია ასეთს).

საკმაოდ გვიანი იყო, როცა ჩემმა დაუპატიჟებელმა სტუმრებმა, როგორც იქნა, წასვლა დააპირეს.

– უკვე მიდიხართ? – ვკითხე მოთმინებადაკარგულმა.

– კი, მივდივართ! – მიპასუხა ნათესავმა.

უცბად, ცოტა დამაკლდა, კინაღამ რომ არ წამომცდა:

-„ მერე, რატომ ასე ნელა?..“

იმ დღის მერე ნატო სხვანაირად დავაფასე და მასზე აუგი არასოდეს დამცდენია. გულწრფელად მიკვირს, როგორ ახერხებს სამსახურიდან დაღლილ-დაქანცული, სახლში სტუმრების გამასპინძლებას და თანაც ისე, რომ მათ ცუდი არაფერი აგრძნობინოს.

არა, ცუდად არ გამიგოთ, ჩემი სახლის კარი სტუმრებისთვის მუდამ ღიაა, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, მოულოდნელი სტუმრები (თანაც ამ დროში) – ნამდვილი თავის ტკივილია.

წყარო: teasblogi
კომენტარები (3)
Tamuna
იქით სტუმრად წასვლა და გასკდომა ხო გიყვართ...
მე
მე არ მიყვარს სტუმრები. მაცივარი გამოტენილიც რომ მქონდეს იმას ვერ ვახერხებ რომ მაგიდაზე დავალაგო. ტორე განა მატტან ჯდომა ან მატი მოსვლა არ მიყვარს? არ ვიცი ვიტისჰები ხოლმე როცა მოდიან . ხო ყველაზე მეტად კი საგამოს ცხრა საატს გადაცილებული სტუმარი მეჯავრება. ერტხელ მასე მესტუმრა ნატსავი მოპირდაპირე ქუჩიდან დზალიან არ მესიამოვნა მტელი დგე ველოდი და დასადზინებლად გამზადებულს დამადგა ტავზე. გაუსჰალე აულაგე ,ყავაც მიარტვი და ტვიტონ არც ბოდიშის მოხდა იკადრა და არც ერტი ტეპსჰის ონკანამდე მიტანა იკადრა. სახლშიც შუაღამის 2 საატზე წაბრძანდა. მე კი ამდენი ჭურჭელი გასარეცხი და ამას პლიუს იმაზე ნერვიულობიტ დამტოვა გზაში რამე არ მოსვლოდა. არ მიყვარს ასეტი სტუმრები!
ლიკა
გამოსავალი სწორად მოგინახავთ, მაგრამ ჯიბე თუ გაუძლებს მსგავს(და ხშირ) ხარჯებს, ესაა საკითხავი .... :)
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ქალური (ბ)ლოგიკა - "მამაკაცის წინდების კანონები", ანუ ”ნუთუ ყველა კაცი ერთნაირია?"
20:27 / 19-11-2017
ქმარი: - შენ ამ კაბით არ წახვალ კორპორატიულ წვეულებაზე!!!ცოლი: - სად დამიმალე? ახლავე გახსენი მუჭი და დამიბრუნე კაბა!
ქალური (ბ)ლოგიკა - რა სარგებლობა მოაქვს ღალატს?
15:44 / 19-11-2017
ქმარი: - მიყიდე საჩუქარი დაბადების დღისთვის?ცოლი: - აბა, რა ვქენი?.. მოიცა, ახლავე ჩავიცვამ!
ქალური (ბ)ლოგიკა: არ იცის, მაგრამ დარწმუნებულია
11:28 / 19-11-2017
"ქმარი: - სად არის შაქარი, ქალო? ცოლი: - ათი წლის მანძილზე რით ვერ დაიმახსოვრე? ყავის ქილაშია, რომელსაც ფურცელი აქვს მიკრული და აწერია - "მარილი", მაგრამ ახლა მაგაში არ არის!.."
როგორ ავიხდინოთ ბავშვობის ოცნება ნიორის დახმარებით?
12:08 / 18-11-2017
რაც უფრო მეტად ვცდილობ, ლამაზად გამოვიყურებოდე, მით უფრო ნაკლებად სასურველია შედეგი.
ექსკურსია „ნიკორას“ ხორცის საწარმოში: როგორ მზადდება ხორცპროდუქტები
14:03 / 03-11-2017
ძეხვი და სოსისი - ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც ეს ორი პროდუქტი განსაკუთრებულად არ უყვარს.
საყვარელო დამრიგებელო, გახსოვთ, მე-9 კლასში გია დვალის ლექციაზე რომ არ გამიშვით, შენ მანდ რა გინდაო?
17:18 / 29-10-2017
საყვარელო დამრიგებელო, გახსოვთ, მე-9 კლასში გია დვალის ლექციაზე რომ არ გამიშვით, შენ მანდ რა გინდაო?
შოშიას ბლოგი: დედებო, როცა შვილზე ხელს ასწევთ, შეხედეთ მის თვალებს!
13:48 / 28-10-2017
როდესაც ბავშვი გავაჩინე, საყოველთაო სიხარულისა და მილოცვების შემდეგ პირველი, რაც მძაფრად დამამახსოვრდა, იყო ჩემი მამამთილის ბრძნული გამომეტყველებითა და თითის აწევით ნათქვამი სიტყვები: "შვილი უნდა გაზარდო მკაცრად!" ეს ისეთი ფოლადგარეული ინტონაციით მითხრა, მახსოვს, ცივმა ჟრჟოლამ დამიარა.
"ტვინის შერყევა მაქვს და ნაიარევი შუბლზე... ვინ არის პასუხისმგებელი?" - marao.ge-ს რედაქტორი ავარიაში მოყვა
10:29 / 27-10-2017
marao.ge-ს რედაქტორი და ჟურნალისტი თეა ინასარიძე რამდენიმე დღის წინ ავარიაში მოყვა - სამარშრუტო ტაქსის, რომელშიც ის იჯდა, მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. იმის გამო, რომ ტრანსპორტში ადგილი არ იყო, თეა ფეხზე იდგა და შესაბამისად, დაჯახებისას ყველაზე მეტად ის დაზარალდა - წარბი გაიხეთქა დაცემისას და ტვინის შერყევა მიიღო.
შოშიას ბლოგი: ქართული შოპინგი, ანუ "კარგი ყველაფერი ძვირია"?
10:39 / 26-10-2017
არა მგონია, ქალისთვის შოპინგზე უკეთესი თერაპია არსებობდეს. გიმაღლებს განწყობას, გმატებს ხალისს და თავდაჯერებულობას, გაძლევს სტიმულს, დაძლიო ოფისში ხანგრძლივი ჯდომით აკრეფილი ზედმეტი კილოგრამები.
მე ღმერთის შეცდომის მსხვერპლი ტრანსგენდერი ქალი ვარ
10:54 / 20-10-2017
სახლში ისე შემოვიპარე,არავის შეუმჩნევია. დაბნელებამდე ქალაქში ვიხეტიალე, მერე ეზოში"ბირჟის" დაშლას დაველოდე და ამოვედი. ახლა საბანში შევძვრები და წარმოვიდგენ, რომ გავქრი.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30