№ 109. თავი 16. სახიფათო მოულოდნელობა
№ 109. თავი 16. სახიფათო მოულოდნელობა
1 / 3
Next
გამთენიისას ელენე უცნაურმა გრძნობამ გააღვიძა. მოულოდნელად წამოჯდა საწოლში, სუნთქვააჩქარებული და ისეთი აღელვებული, ერთიანად ოფლში ცურავდა. ხელისგულებიც გაყინული ჰქონდა და პულსაციასაც საფეთქლებში გრძნობდა, თუმცა, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა სჭირდა. შეხვედრამაც კარგად ჩაიარა, კონტრაქტზე ხელის მოწერამდეც სულ ცოტა რჩებოდათ. დილით სტუმრებისთვის ვენახებიც უნდა დაეთვალიერებინათ და საღამოს, საქმიან ვახშამზე გაეფორმებინათ დოკუმენტი, რომელიც კომპანიას დიდ სარგებელს მოუტანდა. ერთი შეხედვით, ყველაფერი ზედმეტად კარგად იყო საიმისოდ, რამეზე რომ ენერვიულა.

არც დემნასთან უკამათია და გიორგისთანაც, ეგონა, რომ ყველაფერი მოაგვარა. თუმცა, რაღაც უცნაური შეგრძნება, კუჭს რომ ატკიებდა პირდაპირ, მაინც არაფრით ტოვებდა და კი ხვდებოდა, ქმარი, აწ უკვე ყოფილი, სულ იმას რატომ უმეორებდა, ქალი პანიკა ხარო, მაგრამ ამის მიუხედავადაც ვერ შეიკავა თავი, დილის ექვსზე დედასთან რომ არ დაერეკა.

საუკუნედ მოეჩვენა ის წამები, წყვეტილი ზუმერი რომ ესმოდა მობილურში. რაღაც ცუდს უგრძნობდა გული და მართალია, ეჭვის საფუძველიც კი არ ჰქონია რამეზე, მაგრამ მაინც პირველივე, სწორედ ლილუ გაახსენდა და ვერაფრით მოისვენებდა, სანამ არ გადაამოწმებდა, როგორ იყო.

– ხო მშვიდობა გაქვს, დედიკო? – ისეთი ფხიზელი ხმით უპასუხა ეკამ, კიდევ უფრო აღელდა. რატომ არ ეძინა ამ დროს?!

– რატომ გღვიძავს? – მასაც გაუმეორა არაცნობიერში დასმული შეკითხვა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა, სანამ პასუხს გაიგებდა.

– მე კი არა, შენ რა გჭირს, ელე?
– დედა, მითხარი, რა მოხდა!
– ელენე, მართლა კარგად ხარ? – ეჭვი გაერია ეკას ხმაში.

– მე კი, მაგრამ თქვენ როგორ ხართ? ლილუ კარგად არის? – მიაყარა ერთიანად. მანამ ვერ დაწყნარდებოდა, სანამ დამაჯერებელ პასუხს არ მოისმენდა.

– მითხარი, თვითონ დაგირეკა ჩემი ტელეფონიდან ხო? თუ ბაბუამისს დაარეკინა?
– დედა! – ვეღარც კი ფარავდა ნერვიულობას. – არ მეტყვი, რა ჯანდაბა ხდება?!
– რაღაცამ მოწამლა და გადასხმას უკეთებენ ახლა... არაფერია სერიოზული, დედა, მართლა. სიცხემ აუწია უბრალოდ და სასწრაფო რომ გამოვიძახეთ, საავადმყოფოში გადაყვანა აჯობებსო და მაგიტომ წამოვედით ჩვენც. კარგადაა უკვე, სძინავს.

– რატომ არ დამირეკე? – აღმოხდა შოკირებულს და ისე ეცა ტანსაცმელს, არც კი დაუშვია, რომ რაიმე ძალა მის აქ გაჩერებას შეძლებდა. – მე რომ არ დამერეკა, არ უნდა გეთქვა?

– ელენე, ნუ ხარ პანიკაში! კარგადაა ბავშვი, არაფერი სჭირს, მორჩება გადასხმა და წავიყვანთ სახლში. დარჩი შენ მანდ და მიხედე საქმეებს, მართლა არაფერი არ არის სერიოზული.

– დედა, საავადმყოფოში ხართ! ჩემი შვილი საავადმყოფოშია და მეუბნები, რომ არაფერია სერიოზული? და გულწრფელად გჯერა იმის, მე რომ აქ გაჩერებას შევძლებ? – უკვე სიბრაზეში გადასდიოდა ნერვიულობა. არა, როგორ დაუმალეს?!

– და აქ რომ ჩამოხვიდე, რას გაუკეთებ?! თავთან დაუჯდები და ზღაპრებს წაუკითხავ? მაგას მეც ვუკეთებ, დედიკო. მართლა არაა შენი ჩამოსვლა საჭირო.

– ჩემს შვილს მე უნდა მივხედო! –
You must have Flash Player installed in order to see this player.
წარმოთქვა გადაჭრით და სანამ გაუთიშავდა, ისეთი ხმით უთხრა, ახლავე მომწერეთ, რომელ საავადმყოფოში ხართო, ქალს აღარც კი უცდია დარჩენაზე დაყოლიება, რადგან საკუთარ შვილს ზედმეტად კარგად იცნობდა საიმისოდ, ის რომ დაეჯერებინა, ახლა ქალაქგარეთ დარჩენას და საქმეზე კონცენტრაციას მოახერხებდა...

წამებში ჩაიცვა ელენემ. ბარგიც, რაც ჰქონდა, ერთი ხელის მოსმით, დაუდევრად ჩაყარა ჩემოდანში და პარალელურად, მძღოლის ნომერი რომ აკრიბა, ცხოვრებაში პირველად არ უგრძვნია უხერხულობა იმის გამო, ასეთ დროს რომ ურეკავდა. ყოველთვის ერიდებოდა ხოლმე, ძალიან გვიანი ან ძალიან ადრე თუ იყო. ზედმეტად ლმობიერი უფროსი იყო და ხშირად ტაქსითაც მგზავრობდა იმის გამო, დათო რომ არ შეეწუხებინა.
კარგად იცოდა, მასაც საკუთარი ოჯახი, ცოლ-შვილი რომ ჰყავდა და მხოლოდ იმის გამო ვერ მოექცეოდა მონასავით, თვითონ მისი უფროსი რომ იყო და ამის უფლება ჰქონდა.

ლამის კედლებზე გავიდა, კაცმა რომ არ უპასუხა. აღარც მოუცდია, გიჟივით გავარდა დერეფანში და ახლა ნომრის კარზე დაუწყო კაკუნი, თუმცა, სანამ იქიდან გააგონებდნენ, ისევ მობილურში გაისმა ნამძინარევი ხმა.
1 / 3
Next
კომენტარები (5)
ავტორი
დიდი ბოდიში დაგვიანებისათვის, რაღაც პრობლემები შემექმნა.. ხვალ დაიდება აუცილებლად, გმადლობთ, რომ კითხულობთ. ვეცდები, თქვენი იმედები გავამართლო.. ძალიან გამიხარდება, თქვენს შეფასებებსა და მოსაზრებებს თუ გამიზიარებთ, ეს უფრო დიდი სტიმული იქნება ჩენთვის, ძალიან მაინტერესებს თვენი აზრი სიუჟეტის განვითარებასთან დაკავშირებით
ნაათ
აღარ დებთ ახალ თავს?
თიკო
სად არის 17 თავიიიიიი?არ დადებთ???
მაიკო
პარასკევს ხომ უნდა დადებულიყო შემდეგი ნაწილი და რატო არ დევს?
ტაისია
რატომ არ დევს შემდეგი თავი? ველოდებოდი დღეს :)
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
საქმე №109.თავი 35.  წერილი უცნობისგან
14:26 / 21-07-2017
საღამოს დარჩენილმა ნაწილმა ინცდიდენტების გარეშე ჩაიარა.
საქმე №109. თავი 34. ჩაშლილი გეგმა
12:04 / 18-07-2017
– ელენე, დამშვიდდი, გთხოვ... არაფერია...
  ნანიკოს ბლოგი: დედის წერილი ვაჟიშვილს: “გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც შენ არ მიგიღებენ...  მშვიდად გაუშვი ისინი…”
11:05 / 18-07-2017
გწერ და შენი გულისცემა მესმის, როცა ამ წერილს კითხულობ. ალბათ გგონია, რაღაც ისე ვერ გააკეთე, რისთვისაც გისაყვედურებ. შენ ხომ ასე ნერვიულობ ყოველ ჩემს ზარზეც.
საქმე №109. განქორწინებული წყვილის საიდუმლოებით მოცული ამბავი. თავი 33. მძევალი
11:35 / 14-07-2017
– არ წახვალ! – ვერაფრით იჯერებდა დემნა, საერთოდ რომ უწევდათ ამ თემაზე საუბარი.
შოშიას ბლოგი: მიეცით მათ ის, რაც ყველაზე მეტად აკლიათ - სიყვარული!
12:27 / 13-07-2017
წესით, საკუთარი ცხოვრებით იმდენად სავსე უნდა იყვნენ, ამისთვის არ უნდა ეცალოთ... წესით, თავადაც უნდა ტკბებოდნენ სიცოცხლით, ახალგაზრდობით, ცხოვრების ფერადოვნებით. წესით, თავიანთი პრობლემებითა და პროფესიული საქმიანობით, საკუთარი პირადი ცხოვრების მოწყობით უნდა იყვნენ დაკავებულნი, ეფერებოდნენ საყვარელ ადამიანებს, ზრდიდნენ შვილებს, ზრუნავდნენ მშობლებსა და ახლობლებზე... მაგრამ არა!
საქმე №109. განქორწინებული წყვილის საიდუმლოებით მოცული ამბავი. თავი 32. ვახშამი მტერთან
11:51 / 11-07-2017
– მოგწამლა უკვე მაგ საქმემ! – ჩურჩულით ეჩხუბებოდა ლენა, მძინარე ბავშვი რომ არ გაეღვიძებინათ.
ნანიკოს ბლოგი:  როცა გულს სურს, მაგრამ არსებობს გონება...
14:05 / 10-07-2017
ამბობენ, გულს მიენდეო... იმასაც ამბობენ, ცივი გონებით მიღებული გადაწყვეტილება ამართლებსო...
შოშიას ბლოგი: ვინ აირჩია კაცმა, რომელსაც არჩევანი ცოლსა და საყვარელს შორის უნდა გაეკეთებინა
14:05 / 10-07-2017
თავიდან ყველაფერი ლამაზი და რომანტიკული იყო: გაცნობა, მასზე ფიქრი, ფერადი ოცნებები, გეგმები, მათი განხორციელების გზები, მღელვარება, უცნაური ჟრუანტელი, შიში, ადრენალინი და სასიამოვნო დაღლილობის შეგრძნება... - მიმიხვდით ალბათ, ასე იწყება აკრძალული სიყვარული - რომანი, რომელსაც არც ისე იშვიათად აბამენ ჩვენში ცოლიანი კაცები.
კალბერსტონების დაწყევლილი სახლი
17:53 / 08-07-2017
ალბერტსონის სახლი ქალაქ ალბანის შტატ ინდიანაში მდებარეობს.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31