- Batumi Plaza Hotel -ში გიშვებ, სადღაც ჯურღმულში კი არ მოგიწევს დაძინება - უკვე თითქმის ერთი საათია ამაოდ ცდილობდა ბატონი თემური თანამშრომლის დაყოლიებას და ბათუმში კონფერენციაზე გაგზავნას.
- არ შემიძლია, დაგეგმილი მაქვს შვებულება, ვერ გადავდებ - უცნაურად ჯიუტობდა ნინი.
- ორი დღით გვიან რომ გახვიდე შვებულებაში, რა დაშავდება? თანაც იცი, სად გაგზავნი? სამოთხეში. 2-3 საათით შეირბინე შეხვედრაზე, გამოდი მერე და სასტუმროშივეა აუზი, სპა, სატრენაჟორო დარბაზი, ტერასა...
- არ მინდა.
- ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი აქვთ, მოძრავი სახურავით, ამ შაბათ-კვირას ვიყავი, გადავირიე კაცი. წადი, რა მოგივა? - სასტუმროს ღირსებებით ცდილობდა ნინის მოსყიდვას ბატონი თემური.
- სოფელში მივდივარ ბებიასთან, ასე მაქვს დაგეგმილი.
- ბათუმის ცენტრში, ძველ ბათუმში, ზღვისპირა პარკთან, ნავსადგურთან, სანაპირო ზოლიდან 10 წუთის სავალ მანძილზე გიშვებ და შენ ბებიასთან გირჩევნია სოფელში? ვინ ხარ ამისთანა?
- ბებია კარგად მომივლის.
- ბებია მოგივლის და Batumi Plaza Hotel არ მოგივლის? იცი, რა პირობებია? როგორი სტანდარტები და როგორი ანგელოზივით პერსონალი ჰყავს?
- არ შემიძლია!
- ადამიანო, ფული უკვე გადაიხადა კომპანიამ, აუზი, საუნა, ჯაკუზი, ფიტნესკლუბი, მასაჟი, ყველაფერი გექნება. მიწისქვეშა ავტოფარეხიც აქვთ, შეგიძლია მანქანით წახვიდე, ბენზინსაც მე ჩავასხამ…
კიდევ დიდხანს ჯიუტობდა ნინი, მაგრამ ბოლოს მაინც დაითანხმეს ბათუმში წასვლაზე. არადა, სოფელში პირველი სიყვარული ელოდა, 15 წლისამ ნახა ბოლოს, მერე ის მოსკოვში წავიდა და თითქმის 10 წელი არც კი შეხმიანებია. 2 დღის წინ კი ნინიმ ფოტო ნახა, ის საქართველოში იყო, სოფელში, ბებიისა და ბაბუის სანახავად.
მეორე დღესვე აიღო შვებულება, მაგრამ არ აცადა ბატონმა თემურმა, კონფერენციაზე უშვებს, ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ სასტუმროში, თბილისის ყველაზე უფრო მოსაწყენ ხალხთან ერთად.
უღიმღამოდ წავიდა ბათუმში.
სასტუმრო მართლაც არაჩვეულებრივი იყო, ცურვამ და მასაჟმა ისეთი არნახული ფიზიკური ენერგია მისცა, გონება პოზიტივით აევსო.
იქაურობა საინტერესო ადამიანებით იყო სავსე, აშკარად კარგი საზოგადოება ისვენებდა Batumi Plaza Hotel -ში.
ნინის არავისთვის მიუქცევია ყურადღება, სათვალე გაიკეთა და გასარუჯად მოემზადა.
- ყოველთვის ვიცოდი, რომ კარგი გემოვნება გქონდათ, ქალბატონო ნინო, - მოესმა უცებ მამაკაცის ხმა.
თვალი გაახილა და რამდენიმე წამის განმავლობაში ეგონა, მოლანდება მაქვსო.
ეს ის იყო, ის, ვის გამოც ბათუმის ნაცვლად სოფელში უნდოდა წასვლა, ის, ვის ნახვაზეც 10 წელია ოცნებობდა.
- აქ რა გინდა? - ჰკითხა დაბნეულმა.
- მოსკოველმა მეგობრებმა ძალიან მიქეს ეს სასტუმრო და გადავწყვიტე, ჩემი თვალით მენახა.
- მართლა სასტუმროს სანახავად ხარ?
- არა, არა, რა თქმა უნდა, არა... და შენ ეს იცი.
- რა ვიცი?
- სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენიო, გაგიგია, ჩემო ნინი.
- ბედმა მოგიყვანა?
- არა, ინსტაგრამზე შენი ფოტო ვნახე და...