საქმე №109. თავი 40. ვნებისგან გადამწვარი სამზარეულო
 საქმე №109.  თავი 40. ვნებისგან გადამწვარი სამზარეულო
1 / 2
Next
მანქანა კორპუსის წინ რომ გააჩერა, სანამ კიბეს აივლიდა, წინასწარ იცოდა, რაც ელოდა. ისე ერთობოდა ამ სიტუაციით, ისეთ კარგ ხასიათზე აყენებდა, ბოლო პერიოდის განმავლობაში პირველად გრძნობდა თავს ასე კარგად. ჭკუიდან გადაჰყავდა ლენას დაფარულ ეჭვიანობას, ახლა კი, როცა დაფარვასაც ვეღარ ახერხებდა და აშკარად იმჩნევდა, გაცილებით უკეთესი სანახავი იყო.

– კარგი იყო?! – სადარბაზოს სენსორული განათების ჩართვასაც კი დაასწრო ელენემ, ისეთი ხმით ჰკითხა, კიბეზე ნაცნობი ფიზიონომია რომ შენიშნა.
– საღამო მშვიდობისა! – დემნამ კი, ისე არხეინად გაუცინა, თითქოს მოახლოებული ომის გარდაუვალობას ვერც კი გრძნობდა.

– სად იყავი ამდენ ხანს?!
– ამდენ ხანს?! როდიდან მელოდები? – ჩაეცინა კიდევ ერთხელ და გვერდით უნდა მისჯდომოდა კიბეზე მოკალათებულს, ქალი გაცეცხლებული რომ წამოვარდა ფეხზე და წინ აესვეტა.
– დემნა, მოგკლავ! საკუთარი ხელით დაგახრჩობ!
– მინდა შეგახსენო, ჩემო ძვირფასო, საკმაოდ ცნობისმოყვარე მეზობლები რომ გვყავს და ასე აშკარა მუქარით მხოლოდ იმას მიაღწევ, პირველი ეჭვმიტანილი რომ გახდები, მე თუ რამე მომივა. – თვალი ჩაუკრა, პატარა ბავშვივით უჩქმიტა ლოყაზე, შემდეგ კი, უდარდელად შებრუნდა კარისკენ და აუღელვებლად მოარგო გასაღები საკეტს.

წამითაც არ ჩქარობდა. თითქოს განგებ, ხელოვნურად წელავდა ამ წუთებს, ელენეს მოთმინება საბოლოო ნიშნულამდე რომ მიეყვანა. ისე მოსწონდა ეს სიტუაცია, ლამის პოპკორნი მოემზადებინა, სავარძელში კომფორტულად მოკალათებულიყო და ისე მოესმინა ცოლის მონოლოგი, რომელსაც, ზუსტად იცოდა, რომ ვერსად წაუვიდოდა.

– უკვე ყოველგვარ ზღვარს გადადიხარ, ხვდები?! – და იფეთქა ელენემაც, როგორც კი სახლის კარი მიიხურეს. – რა იყო ეს? არა, მითხარი, რა იყო?!
– ლანჩი. – მხრები აიჩეჩა და დაღლილი სახით შეიხსნა ჰალსტუხი. – მიდი, ჩაი გამიკეთე რა, ძალიან დავიღალე!
– გაგიკეთებ და თავზე დაგასხამ!
– რატომ, თმისთვის არის კარგი? – გაიკვირვა გულწრფელად და ძლივს შეიკავა ხარხარი, ლენამ რომ მკერდზე მიიკრა გაშლილი ხელები.
– გეყოფა! მართლა მეტისმეტია! მე აქ ვზივარ, გელოდები, ჭკუიდან გადავდივარ, შენ კიდევ, ღმერთმა იცის, სად დადიხარ!
– რატომ მარტო ღმერთმა, დეამაც იცის. თუ გინდა, დაურეკე და გეტყვის.
– დემნა!
– რა? ჩემი მდივანია და ევალება, რომ იცოდეს!
– ღმერთო, შენ მართლა ჭკუიდან გადამიყვან! – ამოიღმუვლა და იმხელა ნაბიჯებით გავიდა სამზარეულოში, ხერგიანი დაეჭვებული მიჰყვა, მართლა ჩაის მომზადებას და თავზე გადასხმას ხომ არ მიპირებსო.
– ეგ ყოველთვის გამომდიოდა! – თუმცა, ონკანთან მისული რომ დაინახა, დამშვიდებული, მკერდზე ხელებგადაჯვარედინებული მიუდგა გვერდით და თვალიც ჩაუკრა სრული ეფექტისთვის.
– სხვა ქალებთან ფლირტიც თუ ასე კარგად გამოგდიოდა, ეგ არ ვიცოდი!
– ცუდი წარმოდგენა გქონია ჩემზე! სამწუხაროა...
– ისე ნუ იქცევი, საერთოდ რომ დავკარგო ის წარმოდგენა, რაც შემრჩა!
– ლენა, არ მითხრა, რომ ეჭვიანობ! – ისე შეიცხადა, თითქოს ახლაღა მიხვდა, რატომ იყო ქალი გაბრაზებული.
შენ როზეს გარდა, კიდევ რამე დალიე თუ ისე მოგხიბლა მისმა გადმოყრილმა მკერდმა, რომ საერთოდ დაკარგე აზროვნების უნარი?!
– ან ერთს რას ერჩი და ან მეორეს? – სიცილით იკბინა ქვედა ტუჩზე და ელენეს გაფართოებული თვალები რომ დაინახა, მიხვდა, უკვე მართლა ზღვარზე იყო.
– რა თქვი?!
– რა ვთქვი?
– გაიმეორე, რა თქვი! გაბედე და გაიმეორე!
– ცომის საბრტყელებელი ჯოხი მოგაწოდო თუ პირდაპირ დანების ნაკრები გავხსნა?
– დემნა, იცოდე, კიდევ ერთი საქმის გამოძიება მოგიწევს, რომელიც ასმეცხრე მუხლით აღიძვრება, ახლავე, დეტალებში თუ არ მომიყვები ყველაფერს! რას ნიშნავს, რას ვერჩი? არა, როგორ ბედავ საერთოდ?! – ვეღარაფრით იკავებდა აღშფოთებას. ასეთი მშვიდი როგორ იყო? როგორ უყვებოდა ასე უდარდელად ამ ყველაფერს?
– რა მოგიყვე, შენი თვალით არ ნახე ყველაფერი? არა, მაინც რამ მოგიყვანა იქ? – სიცილით გაიქნია თავი და სახეზე უნდა მოეკიდა ხელები, ქალმა სწრაფად რომ გასწია თავი უკან.
– დაიწყე!
– ლენა, აჭარბებ უკვე!
– დაიწყე-მეთქი, გისმენ! რა ქენით ლანჩის შემდეგ, თავისთან დაგპატიჟა? თუ კაბინეტში ახვედით? – წარბიც არ უტოკდებოდა, ისე სერიოზულად ამბობდა ამ ყველაფერს და ცოტა არ იყოს, დემნას გაკვირვებაც გამოიწვია. ნუთუ, მართლა ასე რთულადაა საქმე?!
– რატომ არ გამოგვყევი უკან? თვითონ ნახავდი ყველაფერს! – გაუღიმა და თვითონვე შემოდგა ჩაიდანი გაზქურაზე. აშკარა იყო, ხანგრძლივი საუბარი რომ ელოდათ.
– მადლობა თქვი, რომ არ გამოგყევი! შენ მაგივრად ვაკეთებდი საქმეს.
– ელენე... გეყოფა-მეთქი! თქვი ახლა, რა მოისმინე?
– ჯერ შენ გისმენ. – წარბები აწკიპა და სამზარეულოს კარადაზე შემოსკუპდა. – კარგად გაერთეთ?
– არაჩვეულებრივად! – თვალები აატრიალა მობეზრებულმა. – ბრწყინვალედ! პირდაპირ გადარეული ვარ, ისეთი კარგი იყო!
– ხო, არა? ეჭვიც არ მეპარებოდა, ისე დააგვიანე!
– ჰო, ჯერ სახლამდე მივაცილე, მერე გადამეკიდა, ჩაიზე დაგპატიჟებ, შემოდიო. უარს ხო არ ვეტყოდი?! – მხრები აიჩეჩა უდანაშაულოდ და ელენე რომ სერიოზული სახით ჩამოხტა და მისკენ დაიძრა, მიხვდა, საკუთარი ხელით ითხრიდა სამარეს და ჩაწოლა კი არა, მიწის დაყრაც თვითონვე მოუწევდა, თუ კიდევ გააგრძელებდა.

– ესე იგი, ჩაიზე შეხვედი... – წარმოთქვა ნელა, გაწელილად და წამითაც არ მოუშორებია მზერა, ისე ჩამოადო კისერზე გადაჯვარედინებული ხელები. – გემრიელი იყო?
– რა ვიცი, ჩაი იყო...
– ტკბილი? – თავი გვერდზე გადახარა და წარბები აწკიპა.
– უკეთესიც შეიძლებოდა. – და დემნაც აჰყვა თამაშში. – ხომ იცი, ჩაის საკითხში ძალიან პრეტენზიული ვარ... – წელზე შემოხვია ხელები და მეტი დამაჯერებლობისთვის, თავიც დაიქნია. – უბრალო თემა ხომ არ არის!
– ჰო, ჩაი უმნიშვნელოვანესია! განსაკუთრებით, თუ პროფესიონალი აყენებს.
– ხომ არ დაგვეყენებინა? – ჩაეცინა და მოწყვეტით აკოცა ქვედა ტუჩზე.
– შეგეხო?
– ბატონო? – სიცილით გამოსწია თავი უკან. აი, ამას კი ნამდვილად არ ელოდა!
– მოგეკარა?! – ელენე კი, ისეთი სერიოზული იყო, ვერც კი დაეჭვდებოდით, თუ ხუმრობდა.
– საწოლზე მიმაბა და გამაუპატიურა!
– ხელებს მოვამტვრევ! – გაუღიმა სარკასტულად და შემდეგ ისე სწრაფად აკოცა, გააზრებაც არ აცადა.
საშინელი მესაკუთრე იყო. ზოგჯერ ისე სერიოზულად იმუქრებოდა, ნამდვილად არ გაგიკვირდებოდათ, თუ შეასრულებდა კიდეც. ჯიუტიც იყო და რამეზე თუ იტყოდა, რომ მისი იყო, ვეღარაფრით გადაათქმევინებდით შემდეგ. ახლაც, ხომ იცოდა, დემნა მის გასაბრაზებლად რომ ეუბნებოდა ამ ყველაფერს. წამითაც არ დაეჭვებულა, რომ რამე შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ იმის გახსენებაზეც კი, როგორი მზერით უყურებდა დეა, როგორ ისწორებდა კაბის დეკოლტეს ან როგორ ეფლირტავებოდა, ტვინში სისხლი ექცეოდა და თავისუფლად შეეძლო, რამე დაეშავებინა.

– არ გაბედო და მეორედ ჩემ თვალწინ სხვას აღარ ეფლირტავო! – წაისისინა ისე, არც მოშორებია ქმრის ტუჩებს.
– ანუ შენგან მოშორებით შემიძლია? – დემნამ კი, მართალია, ჩაიფხუკუნა, თუმცა სულ გაუქრა სიცილის ხასიათი, ქალის ხელების შეხება რომ იგრძნო ქამრის შესაკრავთან.
– მე გაგაფრთხილე! – კიდევ ერთხელ მტკიცედ წარმოთქვა ლენამ და შემდეგ აღარც გაკვირვებია, ხერგიანმა ერთი მარტივი მოძრაობით, ცალი ხელით რომ შემოისვა წელზე და აჩქარებული ნაბიჯებით გაემართა საძინებლისკენ...
1 / 2
Next
კომენტარები (1)
ნინო
რა სიდებილეააა. ძლივს ჩავამთავრე, მეგონა ბოლომდე რამე მაინც იქნებოდა საინტერესო.ინდურ უაზრო სერიალ.
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
შოშიას ბლოგი: ლიკა ქავჟარაძის დაბრუნება რომ შემეძლოს!..
13:29 / 12-10-2017
რომ შემეძლოს, მივიდოდი ლიკასთან, წყნარად ჩამოვუჯდებოდი საწოლის კიდეზე და მორიდებით ვკითხავდი: რით გატკინეთ ყველაზე მეტად?!
როგორ ვაქციოთ პირველი კოცნა დაუვიწყარ მოგონებად?
11:36 / 12-10-2017
პირველი კოცნა ყველა ადამიანისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია ცხოვრებაში.
შოშიას ბლოგი: შეეშვით ადამიანს, რომელიც შვილის სიკვდილის შემდეგაც ვერ მოინელეთ!
12:27 / 04-10-2017
ამის თქმას არ ვაპირებდი... - თქვენ მაიძულეთ...ასე მწვავედ გამოხატვა არ მინდოდა - თქვენ მიბიძგეთ...
ნანიკოს ბლოგი: მე ყოველთვის ვიცავდი მამაკაცს, ჩემზე ძლიერს და ამას წესები მავალდებულებდა
11:01 / 03-10-2017
"არის სტატისტიკა, სადაც ნათლად ჩანს, რომ საქართველოდან წასული ემიგრანტების მხოლოდ 9% არის ქალი. დანარჩენი - მამაკაცია გადახვეწილი, ისინი გზავნილების უდიდესი ნაწილის შემომტანები არიან.
შოშიას ბლოგი: ამას წინათ კაფეში წყვილის ჩხუბს შევესწარი...
11:37 / 02-10-2017
… ამჯერადაც, როგორც ყოველთვის, უჩვეულო ამბის თხრობას ჩვეულებრივ დავიწყებ: ამას წინათ უხერხულ და უსიამოვნო სცენას შევესწარი, როცა მე და ჩემმა მეგობარმა ერთ პატარა კაფეში ყავის დასალევად და სასაუბროდ შევიარეთ. ჩვენ გვერდითა მაგიდასთან წყვილი სადილს შეექცეოდა.
„გოგონა-აქლემი“: ელა ჰარპერის ნამდვილი ისტორია
14:52 / 29-09-2017
ელა 1870 წელს, ტენესის შტატში (აშშ) დაიბადა, ძალიან იშვიათი გენეტიკური დაავადებით, რის გამოც მისი მუხლები სხვა მხარეს იყო ამოტრიალებული.
„ვიცი, აღარ მოვიმატებ!“ - ეფექტური დიეტა ჟურნალისტისგან, რომელსაც  არ დაარღვევთ
10:24 / 28-09-2017
"ახლა ლეპოლდინოც ვერ იტყოდა,რომ ყველაფერი კარგადაა, რადგან ღამის 2 საათის მიუხედავად, მე ვჭამ...
"ფილტვებანთებული" ჭიანჭველას მოკლე ამბავი
19:54 / 25-09-2017
4-5 წლისას კალმის ჩარჩოში ჭიანჭველების ფერმა მქონდა "გაშენებული". ჩავუყრიდი პურის ნამცეცებს და გარედან ვუყურებდი, დაახლოებით იმ იდეით, "დათა თუთაშხიას" პერსონაჟი კასრში ვირთაგვებს კაციჭამიებად რომ ზრდიდა.
ანჩოს ძევჩატნიკის ძაააააალიან უცნაური ფინალი
10:37 / 25-09-2017
ანა ჩემი დაქალია, 25 წლის. მე ანჩოს ვეძახი, იმიტომ, რომ ნამდვილი ანჩოა. აბაშიძის ყველაზე ძერსკი კაფეებიდან, ყველაზე ძერსკი გოგონები რომ აკრიფო და ანჩოს გარშემო დააყენო, ანჩო მაინც ყველაზე ძერსკი იქნება.
ძირს ბეგბედერი!
10:37 / 20-09-2017
დედის ღელვა, რომელიც შვილს სასწავლებლად 250 კილომეტრით შორს უშვებს, ზღვის ტალღებად რომ იქცეს, ზვირთები, ალბათ, მთლიანად წალეკავდნენ ქალაქებს.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31