იარაღი, ცრემლები და მოჩვენებები: ქვრივი ვინჩესტერის წყევლა
იარაღი, ცრემლები და მოჩვენებები: ქვრივი ვინჩესტერის წყევლა
გასაკვირი არ არის, რომ მოჩვენებებიანი სახლები ტურისტული მარშრუტების ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია. მისტიკური ისტორიები, რომლებიც დაკავშირებულია ამა თუ იმ ღირსშესანიშნაობასთან, მას პოპულარობას მატებს.

ყოფილი მფლობელის სული, რომელიც ღამღამობით დაბორიალობს სასტუმროში, არ აშინებს სტუმრებს, არამედ აიძულებს მათ კიდევ ერთი-ორი ღამით დარჩენას.

ასეთი შენობები ნამდვილად არსებობს!
უფრო მეტიც, ორი ასეთი სახლი ცნობილი მწერლის, სტივენ კინგის ნაწარმოებების შთაგონებაც გახდა. – „ნათება“ და „წითელი ვარდი“ – ეს ორი ნაწარმოები, რომლის გენიალური ეკრანიზაციაც ალბათ ყველას გინახავთ, რეალურ ისტორიებზეა დაფუძნებული.

ვინჩესტერების მისტიკური სახლი რეალური ისტორიით



XIX
საუკუნის 50-იან წლებში, ოლივერ ფიშერ ვინჩესტერმა, რომელიც წარსულში მამაკაცის ტანსაცმლის წარმატებული მწარმოებელი იყო, იარაღის შექმნა დაიწყო. მისი თოფები და სხვა იარაღები დიდი მოთხოვნით იყიდებოდა, რამაც შემქმნელს მსოფლიო აღიარება და მილიონები მოუტანა, ხოლო მის ოჯახს – წყევლა.

ყოველ შემთხვევაში, ასეთი ვერსია წამოაყენა მედიუმმა, რომელიც ვინჩესტერის ცოლმა ინახულა. მან ძალიან მოკლე დროში დაკარგა ქმარი, დედამთილი და ერთადერთი ქალიშვილი.



მედიუმმა სარას მეუღლის, ოლივერ ვინჩესტერის სული გამოიძახა, რომელმაც აუწყა, რომ მათ ოჯახს უბედურება მოჩვენებებმა დააწიეს, რომლებიც ვინჩესტერის ფირმის იარაღებით იქნენ მოკლულნი. ქალბატონი სარას ქმრის სულმა, მოჩვენებებისაგან თავის დასაღწევად, ცოლს ურჩია, რომ საცხოვრებლად სხვა შტატში გადასულიყო და აეშენებინა უზარმაზარი სახლი, რომელსაც ექნებოდა ძალიან ბევრი ოთახი. ეს იმისთვის, რომ მოჩვენებებს გზა აბნეოდათ და სახლის ლაბირინთებში დაკარგულიყვნენ.

"შენ იცოცხლებ მანამ, სანამ ჩაქუჩების ხმა არ შეწყდება!"



მშენებლობა არასოდეს არ უნდა დამთავრებულიყო, რადგან როგორც კი ჩაქუჩების ხმები შეწყდებოდა, სარა მაშინვე მოკვდებოდა.

მისის ვინჩესტერმა მედიუმის რჩევა შეასრულა. სახლი დაუსრულებლად შენდებოდა და იცვლებოდა. ერთიმეორის მიყოლებით ჩნდებოდნენ ჭერში მიმავალი კიბეები, კარები, რომლებიც არსად არ გადიოდა. გაურკვეველი დანიშნულების ტიხრები და ვიწრო და გველებივით დაკლაკნილი კორიდორები, სადაც გაჭირვებით თუ გადაადგილდებოდა ადამიანი. ზედა სართულის ზოგიერთი კარი პირდაპირ გარეთ იღებოდა. დაუკვირვებელი სტუმარი შეიძლება ეზოში გადავარდნილიყო. კედლებში საიდუმლო კარ-ფანჯრები იყო დატანილი, საიდანაც შესაძლებელი იყო შეუმჩნევლად თვალთვალი მეზობელ ოთახებში.







ყველა კიბე, ერთის გარდა, 13 საფეხურისაგან შედგებოდა. დიდ ოთახებში 13 ფანჯარა იყო. ყოველ ღამე, სახლში გონგის ხმა ისმოდა და ქალბატონი სარა „განსაკუთრებული ოთახისაკენ“ მიემართებოდა. მას ღრმად სწამდა, რომ მის სახლში მოჩვენებები ბინადრობდნენ. მათი მსხვერპლი რომ არ გამხდარიყო, სარა ყოველ ღამე იცვლიდა საძინებელ ოთახს.






სარა ვინჩესტერი 1922 წლის სექტემბერში, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას მთელი ქონება მშენებლობაში ჰქონდა დახარჯული. ანდერძი, რომელიც დაწერა, 13 ნაწილად დაჰყო და 13-ჯერ გადაწერა. ავეჯი მის ნათესავს, მარიანს ერგო, ხოლო სახლის შესახებ ანდერძში არც ერთი სიტყვა არ იყო ნახსენები.







ამჟამად ვინჩესტერების მისტიკურ სახლში 150 ოთახია. თუ ჯერ არ გინახავთ სტივენ კინგის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმი „წითელი ვარდი“, აუცილებლად ნახეთ!


თეა ინასარიძე
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ექსკურსია „ნიკორას“ ხორცის საწარმოში: როგორ მზადდება ხორცპროდუქტები
14:03 / 13-12-2017
ძეხვი და სოსისი - ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც ეს ორი პროდუქტი განსაკუთრებულად არ უყვარს.
მეგობრები სატრაბახოდ, ანუ ბოდიში, შენ წელს კაი ტიპი არ ხარ!
09:54 / 08-12-2017
ოდესმე მიუტოვებიხართ? შუა გზაში... იღლიაში ამოჩრილი მოგონებებით... ვერც წინ მიდიხარ, ვერც უკან...
მე სამარცხვინო ბიჭი ვარ!..
11:57 / 06-12-2017
მე სამარცხვინო ბიჭი ვარ, აი, შენსა და შენი მახინჯი საზოგადოების შექმნილ ყველა სტერეოტიპს რომ ვამსხვრევ, ისეთი…
"მათ ცხოვრება არ აცადეს. დედებთან დამშვიდობებაც კი არ დასცალდათ. ბავშვები უბრალოდ სკოლაში წავიდნენ..."
10:38 / 04-12-2017
ასეთ ამბებს სიტყვები არ ჰყოფნის, მაგრამ დუმილი იმ კედელზე დადებული კიდევ ერთი აგურია, 20-მდე ახალგაზრდა რომ მიეფარა და ვერავინ ვერაფერი დაინახა, ან არავინ არაფერი...
5 თანამედროვე პრინცი, რომლებსაც შეგიძლიათ ცოლად გაჰყვეთ
15:24 / 01-12-2017
თეთრ რაშზე... კი არა და, თეთრლიმუზინიან პრინცზე ვინ არ ოცნებობს? ყველა გოგონას ერთხელ მაინც დასიზმრებია და წარმოუდგენია თავი კონკიად, თუმცა ეს მხოლოდ ზღაპრული ჯადოსნობა გვგონია.
ბებიას რჩევა რომ არა, კიდევ დიდხანს მომიწევდა სიარული შავ-თეთრი ცხვირით და ფერიმჭამელებით "გაფერადებული" შუბლით
15:35 / 29-11-2017
გარდატეხის ასაკში გამონაყარი ყველას აწუხებს, მაგრამ ჩემი კანი ვერა და ვერ "გარდატყდა" და შავმა წერტილებმა სარკეში ჩახედვა შემაძულა.
ზღაპარი ცხადში, ანუ როგორ ვიპოვე ჩემი „სუპერ-ეკოლოგიური ბაყაყი“
13:56 / 22-11-2017
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო ერთი ქვრივი მეფე, რომელსაც სამი ვაჟი ჰყავდა და საგარეო საქმეების გარდა, საშინაოშიც შესანიშნავად ერკვეოდა.
უძინარი ქართველები გერმანიის აეროპორტში - "ამ ბლოგს აეროპორტიდან, ჰამაკის მსგავს რაღაცაში ჩავარდნილი ვწერ"
10:46 / 22-11-2017
ღამის 4 საათია და ყველაფერი რიგზეა, ასე იტყოდა ალბათ ლეპოლდინო, მე კი ვამბობ გერმანიის დროით ღამის პირველი საათია და საერთოდ არაფერი არაა რიგზე...
ქალური (ბ)ლოგიკა - "მამაკაცის წინდების კანონები", ანუ ”ნუთუ ყველა კაცი ერთნაირია?"
20:27 / 19-11-2017
ქმარი: - შენ ამ კაბით არ წახვალ კორპორატიულ წვეულებაზე!!!ცოლი: - სად დამიმალე? ახლავე გახსენი მუჭი და დამიბრუნე კაბა!
ქალური (ბ)ლოგიკა - რა სარგებლობა მოაქვს ღალატს?
15:44 / 19-11-2017
ქმარი: - მიყიდე საჩუქარი დაბადების დღისთვის?ცოლი: - აბა, რა ვქენი?.. მოიცა, ახლავე ჩავიცვამ!
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31