საქმე №109. თავი 42. მძევალი, ანუ შვილი, დედის სანაცვლოდ
საქმე №109. თავი 42. მძევალი, ანუ შვილი, დედის სანაცვლოდ
1 / 2
Next
ყველაზე მეტად, გეგას სახლში მისვლის და ელენეს დანახვის ეშინოდა ხერგიანს. ეშინოდა, რომ ისევ მოუწევდა იმავეს გადატანა, რაც ერთხელაც არ ჰქონდა ჯერ ბოლომდე გადატანილი. ეშინოდა, რომ ისევ ვერაფერს გააკეთებდა, როცა ქალი მისგან შორს ყოფნას მოისურვებდა. ისევ ვერ შეეწინააღმდეგებოდა, როცა ეტყოდა, რომ შვილი მის გამო მოსტაცეს. ისევ ვერ შეძლებდა რამის გაკეთებას და საბოლოოდ გადაიჩეხებოდა იმ უფსკრულში, საკუთარივე ხელით რომ გაითხარა საგულდაგულოდ.

ყბებს ერთმანეთზე აჭერდა გამწარებული და ვერაფრით ახერხებდა გონების მოკრებვას. ვერც მამის მზერას უძლებდა, თვალებგაშტერებული რომ იყურებოდა მანქანის ფანჯრიდან და სიტყვას არ ძრავდა.

არაფერი იცოდნენ მშობლებმა. საქმის კი არა, ელენესა და დემნას დაშორების შესახებაც არაფერი იცოდა ვინმემ, თავად ამ ორის გარდა. საერთოდ არ საუბრობდნენ ამ თემაზე. არც იმ მუქარებზე და უკუღმა დატრიალებულ ცხოვრებაზე. ერთხელაც არ უკითხავს ვახოს, რა იყო ამის მიზეზი. არც ერთხელ მოუთხოვია პასუხი იმისთვის, რაც უსიტყვოდ იცოდა, რომ მისი შვილის ბრალი იყო. არ სჭირდებოდა ვინმესგან ამის მოსმენა, ერთი შეხედვითვე შეატყო ყველაფერი, მაგრამ მაშინაც კი არ უთქვამს რამე. ახლა კი... ახლა უმცროს ხერგიანს უნდოდა, თუნდაც ყველანაირი ლანძღვა მოესმინა მისგან, ოღონდ ასეთი სიჩუმით არ დაესაჯა მამას.

– ნინას და გეგას სახლში უნდა წავიდეთ. – ბოლოს, ისევ თვითონ დაარღვია სიჩუმე.

– შვილო, აგვიხსნი ბოლოს და ბოლოს, რა ხდება? – ამოიტირა მანჩომ. ძალიან დაღლილი იყო უკვე ამ გაურკვევლობით.

– გთხოვ, დედა, ახლა არა...

– აბა, როდის?! – დაიგრგვინა ვახომ. – როდის, დემნა, რომ მოვკვდებით შენზე ნერვიულობით, მერე მოხვალ საფლავებთან და იქ მოგვიყვები ყველაფერს?!

– მამა...

– საკმარისია უკვე! გავიგეთ ყველამ, რაღაც საშინელებაში რომ გაეხვიე. ერთხელაც არ ამოგვიღია ხმა. ერთხელაც არ მიკითხავს შენთვის რამე. ერთხელაც არ უსაყვედურია დედაშენს ამის გამო შენთვის! მაგრამ ახლა მართლა საკმარისია!

– ლილუ გაიტაცეს, მამა... – გახედა ისე, აგრძნობინა, ახლა სხვა რამეზე ფიქრიც კი რომ არ შეეძლო, არამცთუ ლაპარაკი.

და ეცადა, ყველანაირი ხმა დაებლოკა გონებაში, სანამ დანიშნულების ადგილამდე არ მივიდოდნენ. ფიზიკურად არ შეეძლო რამის მოსმენა. გაგიჟდებოდა ბოლოს. მეტს ვეღარ გაუძლებდა და ისე გადაიწვებოდა, ისე გაეთიშებოდა ტვინი, უმოქმედობით დასჯიდა საკუთარ თავს. ახლა კი, ეს ყველაზე ნაკლებად სჭირდებოდათ. ერთადერთი, რაც უნდა გაეკეთებინა, ის იყო, რომ შვილი ეპოვა და შემდეგ თუნდაც საკუთარი სიცოცხლის გაღება დასჭირვებოდა საამისოდ, საბოლოოდ მოეშორებინა ის კიბო ოჯახისთვის, ასე სწრაფად რომ ავრცელებდა მეტასტაზებს და ყველაფერს ჭამდა.

შენელებული კადრივით ხედავდა ყველაფერს, გეგას სახლის კარზე რომ დააკაკუნა. პირი უშრებოდა და ხელები მუშტად ჰქონდა შეკრული, იმდენად ეშინოდა ყველაფრის გამეორების. მთელ სხეულს დაეპატრონა ეს საშინელი გრძნობა და მხოლოდ ღმერთმა უწყის, რის ფასად უჯდებოდა თითოეული ნაბიჯის გადადგმა იმ ოთახისკენ მიმავალს, სადაც ლენა ელოდებოდა...

– დემნა! – მაგრამ სრულიად საპირისპირო რეაქცია რომ მიიღო,
You must have Flash Player installed in order to see this player.
უფრო კონკრეტულად კი, მისი დანახვისთანავე ატირებული ცოლი, ძლიერად ჩაეკრა და ხელები მოხვია, ცოტა არ იყოს, დაიბნა კიდეც...
– ვიპოვი... – ერთ სიტყვად უთხრა ყველაფერი, რის გაგებასაც ამ ოთახში მყოფთაგან მხოლოდ ეს ორნი შეძლებდნენ.
– ვიცი. – და ელენეს ხმაც არასდროს ყოფილა ასეთი მტკიცე აქამდე. მთელი არსებით სჯეროდა იმის, რასაც ამბობდა და წამითაც არ აყენებდა ეჭვქვეშ იმას, რომ დემნა მართლა ყველაფერს გააკეთებდა ლილუს საპოვნელად.
– არ დაურეკავთ, არც შეტყობინება გამოუგზავნიათ, არც წერილი. მოსასმენებიც კი არ მოუხსნიათ. – ანგარიში ჩააბარა გეგამ.
უკვე აღარავინ ერიდებოდა ამ თემაზე საუბარს სხვების თანდასწრებით. ნინა წინ და უკან დადიოდა გაუჩერებლად, ბოლთას სცემდა და ლაპარაკიც კი არ შეეძლო, იმდენად ღელავდა. ეს მისთვის ნერვიულობის გამოვლინების უმაღლეს ფორმას წარმოადგენდა და პატარა სანდროც კი ხვდებოდა, რამდენად ცუდად იყო ყველაფერი.
1 / 2
Next
კომენტარები (1)
ტატა
როგორ მომწონს ეს ისტორია.ცოტა დიდი თავი უკეთესი იქნებოდა :)
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ძირს ბეგბედერი!
10:37 / 20-09-2017
დედის ღელვა, რომელიც შვილს სასწავლებლად 250 კილომეტრით შორს უშვებს, ზღვის ტალღებად რომ იქცეს, ზვირთები, ალბათ, მთლიანად წალეკავდნენ ქალაქებს.
ნანიკოს ბლოგი: სკოლის დაწყების წინ ბებიას აღარ უთქვამს - „ნელათაი იყავითო“...
11:22 / 15-09-2017
დილით, სკოლისკენ მიმავალი მომღიმარი მშობლების და პატარების გვერდით, ბებია-ბაბუებიც შევნიშნე.
ნანიკოს ბლოგი: ადამიანის განადგურების მარტივი გზა - ღალატი
13:43 / 07-09-2017
ღალატი - ამ სიტყვის პირველივე ბგერაზე სხვის საწოლში არალეგალურად შემძვრალი წყვილი წარმოგვიდგება.
როგორ მოვუაროთ თმას? რჩევები  ქართველი ბლოგერისგან
11:24 / 07-09-2017
სულ მალე 2 წელი გავა იმ დღის შემდეგ, რაც დავქორწინდი და უკვე შორეულ წარსულად მეჩვენება ის დღეები, მონატრებულ შეყვარებულთან შეხვედრამდე საათებს რომ ვითვლიდი...
„მარცხი მაღალ ქუსლებზე” - ერთი მარტივი ხრიკი, რომელიც საშინელი დისკომფორტისგან გიხსნით
12:41 / 26-08-2017
წარმოგიდგენიათ რა მოხდება, თუნდაც მხოლოდ ერთი დღით, როლები რომ გავუცვალოთ კაცებს? ძმებს, ქმრებს ან შეყვარებულებს, სულ ერთია ვინ იქნება, ვერც ერთი კაცი ვერ გაართმევს თავს ამ რთულ მისიას, ისე, როგორც ქალი აკეთებს ამას.
როგორ გამოვიყურებოდეთ თვალისმომჭრელად მაკიაჟის გარეშეც... სასწაულმოქმედი ნიღბის რეცეპტი
13:21 / 23-08-2017
რატომღაც ქალები ფეხსაცმელს ორ კატეგორიად ყოფენ - გამოსასვლელი (ლამაზი, ელეგანტური, უმეტეს შემთხვევაში, მაღალქუსლიანი) და კომფორტული (ესპადრელები, ბოტასები ან სხვა ნებისმიერი სპორტული სტილის კედები).
შოშიას ბლოგი: რატომ გვიყვარს ის მამაკაცები, რომლებიც გვძულს?!
12:38 / 21-08-2017
ალბათ, მოგისმენიათ უნივერსალური ფრაზა: "ცხოვრებაში ყველაფერი ხდება", რომელიც თითქმის ნებისმიერ სიტუაციას ერგება. მისი გამოყენება წარმატებით შეგვიძლია მაშინაც, როცა საკუთარი უმწეობით გულაჩუყებულებს გამხნევება გვჭირდება და მაშინაც, როცა რაიმე ფაქტს ან მოვლენას ახსნას ვერაფრით ვუძებნით.
შოშიას ბლოგი: რატომ ვავალდებულებთ უფალს, რომ ყოველთვის გვიშველოს?!
14:31 / 19-08-2017
გარდა იმისა, რომ საკუთარ სულში ჩაღრმავებისა და ერთგვარი განწმენდისთვის საუკეთესო დროა.
შოშიას ბლოგი: საიდუმლო, რომელიც ორმა ქალმა სამარეში ჩაიტანა...
13:32 / 13-08-2017
სანამ ამ ბლოგის დაწერას გადავწყვეტდი, ბევრი ვიფიქრე. არ ვიცოდი და ზუსტად არც ახლა ვიცი, სწორად ვიქცევი თუ არა, რადგან საიდუმლოს ნაწილობრივ გათქმა მიწევს, საიდუმლოსი, რომელიც ორმა ქალმა სამარეში ჩაიტანა.
ვინ არის ბლოგერი, რომელმაც ელისი საოცრებათა სამყაროდან თანამედროვეში გადმოიყვანა
19:32 / 11-08-2017
"ვინ ვარ მე, ემოციური, მეოცნებე, ეგოისტი, საინტერესო, ბავშვური, ჯიუტი, უპრინციპო. აი, ასეთი ვარ, მგონი ძალიან კარგი ადამიანი, რომელშიც არის ცუდიც.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი