ღალატი - ამ სიტყვის პირველივე ბგერაზე სხვის საწოლში არალეგალურად შემძვრალი წყვილი წარმოგვიდგება.
თუმცა, მე ლოგინის მიღმა არსებულ უფრო დიდ ღალატზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას.
ღალატი - მეგობრობაში
ღალატი - საქმეში
ღალატი - ნდობაში
ადამიანისთვის ყველაზე დიდი მისია მათ შორის ნდობის მოპოვებაა, მისი შენარჩუნება, ადგილის დამკვიდრება და პასუხისმგებლობა.
ნდობა იწყება ოჯახიდან, სადაც ვიზრდებით. ვიზრდებით ისეთები, როგორი გარემოც არის ოჯახში.
არის შემთხვევები, სადაც გზასაცდენილი დედისა და მამის შვილები მისაბაძი ადამიანები ხდებიან საკუთარი ქცევითა და აზროვნებით. ისინი უპირისპირდებიან ყველა უარყოფითს და იბრძვიან საზოგადოებაში ინტეგრაციისა და განვითარებისთვის. მიზანდასახული ადამიანები ყოველთვის აღწევენ იმას, რაც სურთ (მთავარია, არ უღალატონ).
პასუხისმგებლობა - ამ სიტყვის ცნობიერება იწყება მაშინ, როცა გარემოს შემეცნებას იწყებენ, - როგორ გარემოში იზრდებიან, როგორია მათი კლასელების, კურსელების, კოლეგების სანაცნობო წრე და უჩნდებათ სურვილი და პასუხისმგებლობა საკუთარ თავთან - დაიმკვიდრონ ადგილი უკეთესებს შორის.
მეგობრობა - წინა ორისგან განსხვავებით, ეს კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე დგას, ვინაიდან პირველი ორი აუცილებელია და გარდა ამისა, არავის უნდა შენთან მეგობრობა, თუ არ აკმაყოფილებ განსაზღვრულ კრიტერიუმებს:
რა გვჭირდება მეგობრობისთვის? - ნდობა, ნიჭი, კომუნიკაბელურობა, ინტელექტი, რელიგიისა და რასიზმის მიმართ სრული თავისუფლება და სოლიდარობა, კონკრეტული სოციალური ფენის (დამაკმაყოფილებელი საფეხური), განათლება, მოხერხებულობა, მატერიალური კეთილდღეობა და გარეგნობაც კი...
ამ სამ მნიშვნელოვან მესიჯს ტყუპისცალივით დასდევს „რისკი“ და ღალატი.
რისკი იმისა, რომ იბრძოლო, აირჩიო და შეცდე არჩევანში. - ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებით დაკმაყოფილებული ადამიანების ნდობის მოსაპოვებლად, გაარღვიო ეს ძვირად ღირებული ფუფუნების ჯაჭვი. დიდი ალბათობით და ბევრი შრომის შედეგად, შესაძლოა, ამ ჯაჭვში აღმოჩნდე მთავარი მაკავშირებელი რგოლი, თუმცა გარეგანი დათვალიერებით სულაც არ უხდებოდე არსებულ რგოლებს.
არიან ადამიანები, რომლებიც საუკეთესო მეგობრები არიან, მათ უყვართ გულწრფელად, სურთ მეორე ადამიანის კეთილდღეობა, წარმატება, მაგრამ ამას ვერ აღიარებენ ხმამაღლა, რადგან ისინი ვერ უზრუნველყოფენ მისთვის ხელსაყრელი პირობების მოთხოვნებს.
ასე მარტივად მივყავართ რისკს ღალატთან - რას მივიღებთ სანაცვლოდ? - ვინარჩუნებთ ჩვენ მიერ მოპოვებულ მაღალმატერიალურ ემოციებს, გულწრფელობას, მიღებულ გამოცდილებას, მაგრამ ვკარგავთ ნდობას ... ნდობის დაკარგვა იმედგაცრუების ის საფეხურია, რასაც სასოწარკვეთილებამდე მიჰყავს ადამიანი და აქედან იწყება სულიერი დაცარიელება. მიზეზი - (გამოიყენეს, ისარგებლეს, მოატყუეს, რაც ჯამში უდრის ღალატს).
მერე უკვე ლაბირინთებში იხლართება ჭეშმარიტებასთან მისასვლელი გზა. მერე ჩნდება კითხვები, რა შედეგი მოაქვს სიკეთეს, გულწრფელობას, სიყვარულს, გულშემატკივრობას, დახმარებას?!.
პრინციპი - „რაც ხდება, ღვთის ნებაა“, ვერაფერი ნუგეშია იმედგაცრუებული ადამიანისთვის და იწყება ახალი გზის ძიება - მაგრამ სად არის ეს გზა?
- ტაძარში?
- შემორჩენილ ძველ მეგობრებში?
- ოჯახში?
იმედგაცრუებით, ტკივილით და ღალატით გამოწვეულ სევდას არცერთი მიმართულებით არ მიჰყავს ადამიანი. და ყველაფერი აქ სრულდება (სასოწარკვეთილი ადამიანის ცნობიერებაში რაც ხდება, ამის ბევრი ვერსია არსებობს).
ღალატი, უბრალოდ, ეს არის უმარტივესი გზა - გაანადგურო ადამიანი.
პრობლემა ერთია - ღალატი პანფობიის ჭრილში - რაც თავის მხრივ, ნიშნავს მუდმივ შიშს (თვითონაც არ იცის რა აშინებს, რა უნდა).
იხილეთ ასევე: ნანიკოს ბლოგი: „ნახმარი ქალი“ - დედა განათხოვარი სარძლოს წინააღმდეგ