ანა ჩემი დაქალია, 25 წლის. მე ანჩოს ვეძახი, იმიტომ, რომ ნამდვილი ანჩოა. აბაშიძის ყველაზე ძერსკი კაფეებიდან, ყველაზე ძერსკი გოგონები რომ აკრიფო და ანჩოს გარშემო დააყენო, ანჩო მაინც ყველაზე ძერსკი იქნება.
საოცარი გემოვნება აქვს. პარიზის მოდის კვირეულზე რომ გაუშვა, ნებისმიერი ფეშენ ბლოგერი თავისიანად მიიღებს.
ანჩო თანამედროვე გოგოა, თუმცა ეს მხოლოდ გარეგნულად.
ნამდვილი ანჩო კი ერთი ჩვეულებრივი ანაა, ქართული ტრადიციები სულში აქვს გამჯდარი, ბოიფრენდი კი არა, ყური ვერ გავახვრეტინეთ დაქალებმა ორჯერ.
გარდა ამისა, ანჩო რომანტიკოსია. დღესაც ისევე დაფრინავენ მის მუცელში პეპლები, როგორც 10 წლის წინ და დარწმუნებული ვარ, 30 წლის მერეც ასე იფრენენ.
ამ თვის ბოლოს ანჩო თხოვდება. დათოს მიჰყვება ცოლად.
სამწუხაროდ ან საბედნიეროდ, მომავალი ქმარი პეპლებმა კი არა, ანჩოში მცხოვრებმა ანამ შეარჩია.
დათო კარგი ბიჭია, საშუალოზე მეტად განათლებული, საშუალოზე მეტად წარმატებული და საშუალოზე მეტად სიმპათიურიც კი, მაგრამ სადაქალოს მაინც არ მოგვწონს, იმიტომ, რომ დათოა და არა დათი, დათკა, დათუნა და მით უმეტეს, არც დეივიდი.
ანჩომ არ იცის, რომ დათო ჩვენი ოცნების სიძე არ არის. მიუხედავად ამისა, ანჩოს ძევჩატნიკი გრანდიოზულად დავგეგმეთ, სპეციალური მაისურები, ბუშტები... საქმეში ერთად ჩავერთეთ გოგონები ანჩოს სხვადასხვა სადაქალოდან. იმდენად ვგულშემატკივრობდით ანჩოს, რომ მისი კლასელი თათია და მისი კურსელი ლიკა, რომლებიც ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ, ძევჩატნიკისთვის მაიკების დასაბრენდად ერთად წავიდნენ.
ძევჩატნიკის წინა ღამეს წვეულების დეტალებს ვარკვევდით თბილისის ერთ-ერთ მყუდრო კაფეში, როცა ერთ ჩვენს დაქალს მოულოდნელი კითხვა გაუჩნდა.
- ბიკინი-შმიკინი გაკეთებული გაქვს? - დაინტერესდა ნანუკა.
- არა.
- ვაახ ჩემი - შუბლზე ხელი მიირტყა ნატამ.
- მოიცა, ეგ არაა პრობლემა, Wi-Fi-ს პაროლი მითხარით ან ვინმე შედით ჰოთსეილზე ტელეფონიდან, ძაან მაგარ ვაუჩერს ვუყიდი ახლა მე ამას, - საქმიანად დაიწყო ცქმუტვა ნანუკამ. მე ინსტინქტურად მივაწოდე ჩემი ტელეფონი.
მობილურის ეკრანზე თითების რამდენჯერმე გასრიალების შემდეგ ნანუკამ გემრიელად გაიღიმა და პომპეზურად გადმოგვხედა ყველას.
- გეუბნები, ბედია, ირინა ბიბილაურის კლინიკაში 80%-იანი ფასდაკლება აქვთ, - თქვა და მობილურის ეკრანი ჩვენკენ მოატრიალა. წარწერები ვერავინ გავარჩიეთ. ამიტომ ნანუკამ ხმამაღლა დაიწყო კითხვა.
- ეპილაციაზე SOPRANO ICE 2017 წლის დიოდის ლაზერით როგორი ფასდაკლებებია, მომისმინეთ, პროსტა!
...და ნანუკა მოჰყვა ყველა ჩამოთვლილი ზონის და ფასდაკლების კითხვას მთელი ენთუზიაზმით. ისეთი აღფრთოვანებული იყო, ქალაქის ერთ-ერთი საუკეთესო კლინიკაში, SOPRANO ICE 2017 წლის დიოდის ლაზერით ეპილაციის გაკეთება ასე იაფად შეგვეძლო, რომ ყველა გულისყურით ვუსმენდით ფასების ჩამონათვალს.
- აუ, მეც მინდა მაგათი ვაუჩერი - ანჩო სულ დაავიწყდა ფასდაკლებით მოხიბლულ ნატას.
- აუუუ, მეც! ისე, ხო არ გვეყიდა ერთი ვაუჩერი და ვაფშე ჯგუფურად წავიდეთ და გავპრიალდეთ ხვალ ყველა ძევჩატნიკისთვის?
- მე არ მინდა - გააპროტესტა ანჩომ.
- რატომ არ გინდა?
- რავი, მეშინია.
- მომისმინე, ანჩო, ეს როგორი ეპილაციაა, იცი? უმტკივნეულო, უსაფრთხო, ეფექტური, სწრაფი, კომფორტული, არ აქვს რუჯის შეზღუდვა, აღიქვამს ნებისმიერი ფერის თმას და კანს, არ ჩნდება პიგმენტური ლაქები, არ იწვევს კანის დამწვრობას და არც თმის ჩაბრუნებას. მაინც გეშინია?
-კარგი ხო, წამოვალ.
***
მეორე დღეს მართლა ჯგუფურად მივედით ირინა ბიბილაურის კლინიკაში და ჯგუფურად გავთავისუფლდით ზედმეტი თმისგან. მერე გამოვიპრანჭეთ და დავირაზმეთ იმ ლაუნჯისკენ, სადაც მაგიდა გვქონდა დაჯავშნილი.
ბევრი დავლიეთ, ბევრი ვიცეკვეთ და კიდევ უფრო ბევრი სელფი გადავიღეთ. მერე ფეისბუქფრენდებს ამ სელფებით ვირტუალური კედლები ავუჭრელეთ და ბოლოსკენ ცოტა მოვიწყინეთ.
ნასვამმა და მოწყენილმა საპატარძლომ მოინდომა, სახლში მარტო არ წასულიყო და სასიძოს მისწერა, მომაკითხეო. სიძის პასუხმა დააგვიანა და როცა მესიჯი, როგორც იქნა, მოვიდა, ანჩოს ისე ჩამოერეცხა სახე, სჯობდა, არც მოეწერა.
თურმე, დათო ძმაკაცებთან ერთად ფეხბურთს უყურებდა და საცოლის თხოვნას, დავკონკრეტდები და, მთვრალი საცოლის თხოვნას, კიდევ უფრო დავკონკრეტდები და, თხოვნას იმის შესახებ, რომ სახლამდე მიეცილებინა, დათომ უარით უპასუხა.
ანჩოს გული დასწყდა, გოგოებმა ცეცხლზე ნავთის დასხმისგან თავი შევიკავეთ და ისე დავიშალეთ, ანჩოს მაინც არ გაუგია, რომ დათო ჩვენი ოცნების სიძე არ იყო.