რაც უფრო მეტად ვცდილობ, ლამაზად გამოვიყურებოდე, მით უფრო ნაკლებად სასურველია შედეგი.
მარტივად რომ ვთქვა, სახლში, დაუვარცხნელი თმითა და “ჩუსტებით” უფრო სასიამოვნო შესახედი ვარ ხოლმე, ვიდრე სოლიდური ტანსაცმლით, თვალისმომჭრელი ვარცხნილობითა და მკვეთრი მაკიაჟით.
ამოიცანით საკუთარი თავი? და ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენისთვის სახეზე, ყველაზე თვალშისაცემ ადგილას ამოსულ მუწუკზე რა აზრის ხართ? ნუთუ ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ განგიცდიათ ეს მარცხი?
ყველაფერი ასე დაიწყო - ბანკეტის წინა საღამო იყო, ოთახში დავფუსფუსებდი, სარკის წინ ვტრიალებდი, ადგილს ვერ ვპოულობდი. მახსენდებოდა სკოლის პერიოდში რამდენნაირად წარმოვიდგენდი ხოლმე დღეს, რომელიც სულ რამდენიმე საათში დადგებოდა. რა მალე გადის დრო, არა? ის რაც გგონია რომ შორი მომავალია, შეუმჩნევლად მოგეპარება და ერთ დროს ყველაზე რეალურ აწმყოს ისე მოულოდნელად აქცევს შორ წარსულად, გააზრებასაც ვერ მოასწრებ.
გადავწყვიტე ბოლოჯერ მომერგო საღამოს კაბა და აქსესუარები. მაღალქუსლიან ფეხსაცმელში ჩავდგი ფეხი, სარკეს მივუახლოვდი, თითქოს ყველაფერი კარგადაა და... რას ვხედავ?! სახეზე თეთრთავიანი წითელი წერტილი გამომსვლია. ცხვირიდან მარჯვენა მხარეს, ღაწვზე. ერთი შეხედვით, შეიძლება სასაცილოდაც მოგეჩვენოთ ე.წ. მუწუკის გამო ამგვარი აღელვება, მაგრამ თუ ერთხელ მაინც გაგჩენიათ ისეთი განცდა, თითქოს საკუთარ ბავშვობას ღალატობდით, ჩემი გაგება არ გაგიჭირდებათ. ყველა გოგო ოცნებობს, სკოლის გამოსაშვებ საღამოზე მიმზიდველად გამოიყურებოდეს და თუნდაც უკვე წამოზრდილს, ინტერესები და მისწრაფებები რადიკალურად შეცვლილი ჰქონდეს, ეს ვალდებულებად ქცეული და ცნობიერებაში მყარად გამჯდარი ბავშვური ნატვრა, უფლებას არ მისცემს წარსულის მეს იმედები გაუცრუოს.
ამბობენ, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობსო და გაინტერესებთ სად ვიპოვე ამ პრობლემის გადაჭრის გზა? დაბრკოლების გადალახვაში, არც მეტი, არც ნაკლები, ნიორი დამეხმარა.
საკმარისია შუაზე გაჭრილი ნიორი გამონაყარზე, წაისვათ ძილის წინ და დილით როცა სახეს ჩამოიბანთ აღმოაჩენთ, რომ თქვენი მღელვარების მიზეზი თითქმის გაუჩინარდა. მუწუკი იმდენად დაპატარავდება, რომ სრულყოფილებისთვის მსუბუქი "მეიქ აფიც" საკმარისი იქნება.
გთავაზობთ ასევე ნიორით სახის გაწმენდის ხერხს:
ნივრის გამოყენების უჩვეულო ხერხები, რომელთა შესახებ ბევრს არც კი სმენია