იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო ერთი ქვრივი მეფე, რომელსაც სამი ვაჟი ჰყავდა და საგარეო საქმეების გარდა, საშინაოშიც შესანიშნავად ერკვეოდა.
როგორც ჩანს, მეფე კარგად ხვდებოდა, რომ სამეფო ოჯახიც კი ვერ იქნებოდა სრულყოფილი – ქალის გარეშე. ამიტომ, თავის უფლისწულებს უხმო, მშვილდ-ისარი უბოძა და ასეთი პირობა წაუყენა: სამივეს რიგ-რიგობით უნდა გაეტყორცნა ისარი და სადაც დაერჭობოდა, იქ უნდა ეპოვათ საცოლეები.
უფროს და შუათანა ძმებს „გაუმართლათ“ და ლამაზი ცოლები ერგოთ. უმცროსმა კი დიდხანს სდია თავის ისარს, რომელიც მაინცდამაინც ჭაობში ჩავარდა. ისარს არც მეტი, არც ნაკლები – ჭაობის მწვანე ბაყაყი დაეპატრონა და პრინცის ცოლობასაც გამოკრა ხელი.
მაგრამ ზღაპარი აქ არ დასრულებულა. უფროსი და შუათანა ძმების ცოლები უვარგისი დიასახლისები გამოდგნენ. ხოლო ბაყაყი – მოჯადოებული პრინცესა აღმოჩნდა, რომელიც სახლის საქმეებში გადასარევად ერკვეოდა. მას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდებოდა იმისთვის, რომ ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე დაეწკრიალებინა სახლ-კარი და სამზარეულო. რასაც შეეხებოდა, ყველაფერი სისუფთავისგან ბრწყინავდა და ლაპლაპებდა.
ხომ იცით, ამბობენ, არ არსებობს ზღაპარი და ლეგენდა, რომელსაც სიმართლის მარცვალი არ ურევიაო. ვინ იცის, იქნებ ის ბაყაყ-ქალა რაიმე ჯადოსნური სითხის საიდუმლო რეცეპტსაც ფლობდა, რომლის რამდენიმე წვეთიც საკმარისი იყო, რომ ყველაფერს სისუფთავისგან დაეწყო კამკამი?
ვინ იცის…
აი, ჩემი და მწვანე ბაყაყის პირველი შეხვედრა კი ერთ-ერთ მაღაზიაში შედგა, სადაც საყოფაცხოვრებო საშუალებების საყიდლად შევედი. პირველად, მისი საუცხოო სურნელი ვიგრძენი, რომელიც რამდენიმე კომპონენტისგან შედგებოდა: ალოე ვერა, ნუშის რძე, ფორთოხალი, ლიმონი, ლავანდა, ყურძენი… მინდა გითხრათ, ძალიან გამძაფრებული ყნოსვამაქვს და მძაფრ სუნებზე მომენტალურად მტკივდება თავი. მაშინვე ალერგია მეწყება: თვალები და ცხვირის წვერი მექავება და გიჟივით მაცემინებს. თვალები დავხუჭე და კიდევ ერთხელ შევისუნთქე ეს საამო სურნელი. პირველი აზრი, რაც ჩემს გონებაში გაჩნდა, იყო: – „როგორ, არ დამაცემინა?!“
ამას ვიზუალური კონტაქტი მოჰყვა. დახლზე დასკუპებულ მწვანე ბაყაყუნას დავაკვირდი, შემდეგ ხელითაც შევეხე. წარმოშობით გერმანელიაღმოჩნდა. სახელად – „ფროში“ ჰქვია, 31 წლისაა და ჩემსავით ჩაციკლულია სისუფთავეზე. გერმანიის ქალაქ მაინცში დაბადებულა და მაშინვე გადაუწყვეტია, სისუფთავეზე ზრუნვა მისი მთავარი საქმიანობა ყოფილიყო.
ჩვენ ერთმანეთს პირველივე დღიდან გავუგეთ. მის გარეშე ჩემი ცხოვრება ძალიან უსუფთაო იქნებოდა…
თუ მას ოჯახში შემოუშვებთ, სიბინძურე სამუდამოდ უნდა დაივიწყოთ! არც ალერგია დაგემართებათ და არც ცემინებით მოკვდებით. აი, სამზარეულოში გაპარპაშებული ცხიმის ლაქები კი ნამდვილად გაგინაწყენდებიან, რადგან „ფროში“ მათი დაუძინებელი მტერია!
ჩამჯდარ ჭუჭყს და ნადებს წამში გააქრობს! და რაც მთავარია, მის საპოვნელად სულაც არ მოგიწევთ ისრის გატყორცნა. საკმარისია, უბრალოდ უახლოეს ჰიპერმარკეტში შეხვიდეთ და მწვანე ბაყაყი იკითხოთ. ან, უფრო გაგიმარტივებთ საქმეს და „ფროშის“ ფეისბუქის გვერდს გაგაცნობთ, რომ უკეთ გაერკვეთ მის შესაძლებლობებში.
P.S. თუ ბაყაყი იმდენად შეგიყვარდათ, რომ მისი კოცნა მოგინდათ, სპეციალური, განსაკუთრებით მგრძნობიარე და პრობლემური კანის მქონე ადამიანებისთვის განკუთვნილი „ფროში“ შეარჩიეთ. დამიჯერეთ, ხელთათმანებიც კი აღარ დაგჭირდებათ!
წყარო: teasblogi