ჩვენს მკითხველს ძალიან მოეწონა საინტერესო ისტორიები მსოფლიოში ყველაზე უცნაური ქალების შესახებ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ერთ სტატიაში შეგვეკრიბა ისინი.
სიამის ტყუპი - "ორთავიანი ბულბულის" ამბავი
მილი და კრისტინ მაკოები შავკანიანი მონების ჯეიკობისა და მონემი მაკოის მრავალრიცხოვან ოჯახში 1851 წლის 11 ივლისს გაჩნდნენ. ტყუპი ერთმანეთთან ზურგის ქვედა ნაწილით იყო შეზრდილი. გოგონების დაბადება იყო სასჯელი - მონები ვერ გაიჩერებდნენ ოჯახში ბავშვებს, რომლებიც მუშაობაში შეუშლიდნენ ხელს.
10 თვის ტყუპი მონათმფლობელმა გაყიდა. ისინი ხელიდან ხელში გადადიოდნენ, სანამ მდიდარი მეწარმის, ჯოზეფ სმიტის ხელში არ მოხვდნენ. სწორედ მან აღმოაჩინა, რომ გოგონები
იდეალურად მღეროდნენ. მათი ნიჭი და ფიზიკური განსხვავება უამრავი ადამიანის ყურადღებას იპყრობდა.
მათ ველურებივით აღიქვამდნენ. გოგონებს ხშირად სთხოვდნენ სამოსის გახდას, რათა მათი შეერთების ადგილი ენახათ.
გოგონებმი ისეთი პოპულარულები გახდნენ, რომ ერთხელ ისინი მოიტაცეს კიდეც... წაიკითხეთ სრულად
ტეხასელი ოთხფეხა გოგონა
მოხეტიალე ცირკი - „საიდშოუ“ - პირველად ინგლისში მეჩვიდმეტე საუკუნეში გამოჩნდა. იმ პერიოდში ფიზიკურად განსხვავებული ადამიანები მაყურებლების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდნენ. საცირკო სფეროში ყველაზე პოპულარული ქალი კი ოთხფეხა ჟოზეფინა იყო.
ჟოზეფინა მირტლ კორბინი გაორმაგებული თეძოებითა და ოთხი ფეხით დაიბადა. ორი მომცრო ზომის ფეხი ჩვეულებრივი ფეხების შუა ჰქონდა ამოზრდილი და ისე გამოიყურებოდა, თითქოს კაბის ქვეშ ჟოზეფინა ბავშვს მალავდა.
ჟოზეფინა 25 წლის უილიამისა და 34 წლის ნენსის ოჯახში დაიბადა. ცოლ-ქმარი ისე ჰგავდა ერთმანეთს - ორივე ცისფერთვალება და ქერა იყო, რომ ექიმებს
ეჭვი გაუჩნდათ მათ ნათესაურ კავშირზე, მაგრამ წყვილმა ნათესაურ კავშირზე არაფერი იცოდა.
ფიზიკური სხვაობის გარდა, ჯოზეფინა თანატოლებისგან არაფრით გამოირჩეოდა. ჯანმრთელი და ძლიერი ბავშვი იყო.
13 წლიდან მოხეტიალე ცირკს მიეკედლა. იმდენად პოპულარული გახდა, რომ სხვა ცირკების ზოგიერთი შოუმენი მსახიობ ქალებს აიძულებდა, ხელოვნური ფეხები მიემაგრებინათ. წაიკითხეთ სრულად

„გოგონა-აქლემი“: ელა ჰარპერის ნამდვილი ისტორია
ელა 1870 წელს, ტენესის შტატში (აშშ) დაიბადა, ძალიან იშვიათი გენეტიკური დაავადებით, რის გამოც მისი მუხლები სხვა მხარეს იყო ამოტრიალებული. სიარული მხოლოდ ოთხ კიდურზე შეეძლო. ეს კი ნიშნავდა, რომ მისი ბედი უკვე თავიდანვე იყო გაწერილი - ელა ცირკში მოხვდა.
ელა უილიამ და მინერვა ჰარპერების ოჯახში დაიბადა. წყვილს უკვე ჰყავდა 4 შვილი. ელა ტყუპ ძმასთან ერთად მოევლინა სამყაროს.
მშობლებმა უმალვე შენიშნეს, რომ გოგონას რაღაც სჭირდა. დააავადებას მუხლის სახსრების რეკურვაცია ეწოდება. სამწუხაროდ, ადამიანები, ვისაც ეს დაავადება აწუხებს, ვერტიკალურ მდგომარეობაში ვერ მოძრაობენ და ოთხზე
უწევთ გადაადგილება: ხელისგულებითა და ტერფებით იატაკზე.
ეჭვგარეშე იყო - ასეთი დეფექტით ელა ცირკში უნდა წასულიყო. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, სწორედ ცირკმა მისცა მას ცხოვრებისეული სტარტი. 12 წლის ასაკში მან ქვეყნის გარშემო გასტროლებზე დაიწყო სიარული შოუთი Harris' Nickle Plate, სადაც არა მხოლოდ აკრობატები და სპილოები გამოდიოდნენ, არამედ უჩვეულო გარეგნობის მქონე ადამიანებიც. ელას კვირაში 200$-ს უხდიდნენ, რაც დღევანდელ 5000$-ს უდრის. უზარმაზარი თანხაა!
გასტროლების დროს ელამ მეტსახელი „გოგონა-აქლემი“ მიიღო. ასე უწოდებდნენ მას მაყურებლები, სარეკლამო პლაკატებზეც სწორედ ეს სახელი იყო გამოსახული. მასზე წერდნენ, როგორც მომხიბვლელ გოგონაზე, რომელსაც სხეულის ნაწილები და სიარულის მანერა აქლემს მიუგავს. ელას ხელს უწყობდა ისიც, რომ სასიამოვნო გარეგნობა ჰქონდა: ლამაზი სახისა და უჩვეულო სიარულის მანერა საოცარ კონტრასტს ქმნიდა და ყურადღებას იპყრობდა. წაიკითხეთ სრულად