”ოქროს ადელი” – ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული პორტრეტის საინტერესო ისტორია
”ოქროს ადელი” – ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული პორტრეტის საინტერესო ისტორია
ეს გახლავთ ისტორია, რომელშიც არის სიყვარული და სიძულვილი, ღალატი და შურისძიება, დევნა და მსხვერპლშეწირვა. ამ ისტორიას მორალი არ გააჩნია – რა მორალი უნდა ჰქონდეს ისტორიას, სადაც მონაწილეობს გენიოსი გუსტავ კლიმტი, საბედისწერო ქალი ადელ ბლოხ-ბაუერი, 135 მილიონი დოლარის ღირებულების ტილო, ადოლფ ჰიტლერი, ჯორჯ ბუში-უმცროსი, აშშ-ის მთავრობა და ავსტრიელი ხალხი? საუბარია გუსტავ კლიმტის ტილოზე ”ადელ ბლოხ-ბაუერის პორტრეტი”, ან ”ოქროს ადელი”.


ყველაფერი კი ასე დაიწყო:

1
1904 წელი. ფერდინანდ ბლოხ-ბაუერი მოკირწყლულ ტროტუარზე სეირნობდა, მხიარულ მელოდიას სტვენდა, ხანდახან ჩერდებოდა და თავაზიანად ესალმებოდა შემხვედრებს.

ფერდინანდს უკვე
ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონდა. თავიდან, რა თქმა უნდა, მისი მოკვლა სურდა, მაგრამ ებრაულ ოჯახებში არ არის მიღებული ცოლების დახოცვა ღალატისთვის. განქორწინებაც არ შეეძლო – ებრაულ ოჯახებში არ არის მიღებული განქორწინება. განსაკუთრებით, ისეთ ოჯახებში, როგორიც ფერდინანდსა და ადელს ჰქონდათ – ავსტრიის ებრაული დიასპორის ელიტურ ოჯახებში. ასეთ ოჯახებში სამუდამოდ ქორწინდებიან. ფული ფულთან მიდის, კაპიტალი – კაპიტალთან. ეს ქორწინება ორივე მხარის მშობლებმა აკურთხეს. ადელის მამა, მორიც ბაუერი, მსხვილი ბანკირი, ავსტრიის ბანკირების ასოციაციის თავმჯდომარე, დიდხანს ეძებდა თავისი ქალიშვილებისთვის შესაფერის სასიძოებს, და შეარჩია ძმები, ფერდინანდი და გუსტავ ბლოხები, რომლებიც შაქრის წარმოებით იყვნენ დაკავებულნი და რამდენიმე საწარმოს ფლობდნენ.

2
ქორწილში მთელი ვენა დაპატიჟეს, კაპიტალების შერწყმის შემდეგ კი ორივე ოჯახი ბლოხ-ბაუერი გახდა. ახლა ევროპაში შაქრის უმსხვილესი მწარმოებელი, ფერდინანდ ბლოხ-ბაუერი ქუჩაში მისეირნობდა და გრძნობდა, თუ როგორ ეზრდებოდა თავზე მდიდრული ატლასის ცილინდრის ქვეშ რქები. მთელი ქალაქი მისი ცოლისა და მხატვარ გუსტავ კლიმტის რომანს განიხილავდა. ფერდინანდს რამდენიმე ღამე არ ეძინა, სანამ არ მოიფიქრა, თუ როგორ ეძია შური.

3
ადელ ბლოხ-ბაუერი

მიუხედავად იმისა, რომ ადელივით განათლებული და ნაკითხი არ იყო, ფერდინანდმაც იცოდა რაღაც. მაგალითად, ის, რომ ძველმა ინდიელებმა შეყვარებულების დასაშორებლად ერთმანეთს მიაჯაჭვეს ისინი და იქამდე გააჩერეს, სანამ ერთმანეთი არ შესძულდათ ისევე ძლიერ, როგორც უყვარდათ.

ეს იდეა ძილში მოუვიდა. დაესიზმრა, რომ მისი შაქრის იმპერია დაიმსხვრა შაქრის პატარა ნატეხებად, პატარა კაცუნებმა ყველაფერი დაიტაცეს, ფერდინანდს კი მხოლოდ მისი ცოლის პორტრეტი შერჩა.

ის კლიმტს ადელის პორტრეტს შეუკვეთავს! დაე, 100 ესკიზი გააკეთოს, სანამ გული არ აერევა ადელზე! დიდხანს ვერ გაძლებს – მას მენატურეებისა და საყვარლების ხშირად გამოცვლა სჭირდება, სხვაგვარად დაიხრჩობა. 14 უკანონო შვილი ჰაერიდან კი არ მოსულა! დაე, ხატოს ეს პორტრეტი რამდენიმე წელი! დაინახოს ადელმა, თუ როგორ ქრება კლიმტის გრძნობა. მიხვდეს, ვისზე გაცვალა ფერდინანდ ბლოხ-ბაუერი!

განშორებასაც ვერ შეძლებენ. კონტრაქტი – სერიოზული საქმეა. მასში კი ჯარიმაა, რომელიც კონტრაქტის თანხას ათეულობით აღემატება. ფერდინანდი იოლად გააკოტრებს კლიმტს.
4
საკოლექციო მონეტა ”ადელის” ფრაგმენტებით, ნომინალი – 50 ევრო, საბაზრო ღირებულება – 505 ევრო.

5
ფერდინანდმა ადელის პორტრეტის შეკვეთა გადაწყვიტა და სახელიც შეურჩია: ”ადელ ბლოხ-ბაუერის პორტრეტი”. ხელისუფლებისგან განებივრებული კლიმტი ძალიან მოდური და მოთხოვნადი მხატვარი იყო. მისი ტილოები კაპიტალდაბანდების სარფიანი საშუალება გახლდათ. ფერდინანდს ეს ძალიან კარგად ესმოდა. გაგრძელება
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
პაემანის დღიურები. ეპიზოდი 13. სწორი გადაწყვეტილება
14:08 / 18-04-2018
ტელეფონი მირეკავდა და გავთიშე. ახლა არც შუშასთან ლაპარაკის სურვილი მაქვს და არც ექვსი ნომრის გახსენების.
პაემანის დღიურები. ეპიზოდი 12. ჯოკერი
11:55 / 11-04-2018
სამსახურში ვარ. ჯერ საცდელი ვადით ამიყვანეს, თუმცა ვიცი, რომ ადვილად გავართმევ თავს და თან მგონია, რომ ეს ტერმინი - „საცდელი ვადა“ - ჩემ დასაშინებლადაა.
როგორ ვიყიდოთ ბედნიერება 1 ლარად?
12:44 / 04-04-2018
თუ აქამდე ფიქრობდით, რომ ბედნიერებისთვის აუცილებლად ბევრი ფულია საჭირო, თქვენ ცდებოდით!
პაემანის დღიურები. ეპიზოდი 11. მოულოდნელი შეხვედრა
11:30 / 04-04-2018
სადღაც ოთხი საათი ხდებოდა, როცა ჩემს ოთახში შევედი. სანამ ექვსი ნომერი იყო ჩემთან, ვგრძნობდი, როგორი დაღლილი ვიყავი.
პაემანის დღიურები. ეპიზოდი 10. საქველმოქმედო სექსი
11:41 / 28-03-2018
- მდაა… პირველად აღმოვჩნდი ასეთ სასიამოვნო გაურკვეველ შარში, როგორც ახლა ვარ და ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის - სესი, გავა დრო და შენ ორ მამაკაცს შეხვდები და საერთოდ არანაირი მორალის ძარღვი არ შეგერხევა შუბლზეო, - ალბათ, განვრისხდებოდი.
„ბავშვების ზოოპარკი“ - ხუთი ტყუპი დის ტრაგიკული ისტორია
14:50 / 27-03-2018
ერთი გული ხუთი ახალშობილისთვის: ტყუპების სევდიანი ისტორია
გზა ფრესკიდან პრეზერვატივამდე, ანუ თამარ მეფის შიში, რომელიც ახალმა თაობამ გაამართლა
10:18 / 26-03-2018
"1195 წელს შამქორისკენ მიმავალ ლაშქარს საქართველოს მეფე ფეხშიშველი მიუძღოდა წინ."
"ფეისბუქი" რომ გაქრეს...
12:43 / 23-03-2018
ისღა დაგვრჩენია, "ფეისბუქის" პანაშვიდებზე ვიაროთ და ცუკერბერგს დაკარგულ "შვილობილთან" ერთად, გაღატაკებაც მივუსამძიმროთ.
ინგლისელები დიდ ხუთშაბათს მოწყალების დღეს ეძახიან - სხვადასხვა ქვეყნის სააღდგომო ტრადიციები
10:12 / 23-03-2018
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ევროპის ქვეყნებში განსხვავებული და საინტერესო ტრადიციები აქვთ. აი, რამდენიმე, ჩვენი აზრით, ყველაზე ორიგინალური.
პაემანის დღიურები. ეპიზოდი 9. დაუგეგმავი სექსი
11:04 / 21-03-2018
ბევრი არ უვლია შუშას და უძებნია, სად დაგველია ჩაი. მალე მივედით საჩაიეში. იქაურობა ვინტაჟურად იყო გაფორმებული, როგორც თბილისის კაფეების უმრავლესობა.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30