სად არიან და რას საქმიანობენ "პა-სეანსის" გმირები დღეს
სად არიან და რას საქმიანობენ "პა-სეანსის" გმირები დღეს
"იყო პურის რიგები, სანთლის შუქი, ნავთქურები, მაგრამ ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი"

ნელ, მშიერ და სუსხიან 90-იანებში­ საზოგადოების გაღიმებას გადაცემა "პა-სეანსი" და მისი გმირები მაინც ახერხებდნენ. კორუფცია, ძველბიჭობა, ეკონომიკური პრობლემები - ეს "პა-სეანსის" გადაცემების თემათა მოკლე ჩამონათვალია... გავიდა ხანი და წლებთან ერთად "პა-სეანსის" გმირებიც გაქრნენ ეკრანიდან. საინტერესოა, რას საქმიანობენ და როგორ ცხოვრობენ დღეს ისინი.


"ბოლო ორი წელია­ ბინების ყიდვა-გაყიდვით ვარ დაკავებული"

ლევან ლელაშვილი: - პასეანსელები პოლიტექნიკურის სტუდენტები ვიყავით­. თავდაპირველად სტუდენტთა მოყვარულ თეატრ "მოდი-ნახეში" ვთამაშობდით. "პა-სეანსის" ავტორი და რეჟ­ისორი მამუკა ღლონტიც ჩვენთან სწავლობდა,
იცოდა, ვინ რისი გამკეთებელი ვიყავით და როდესაც მე-2 არხზე პაროდიული გადაცემის გაკეთება ჩაიფიქრა, დაგვიძახა. პირველი გადაცემა 1992 წლის აპრილში გავიდა, ცოტა ხანში უკვე ყველა გვცნობდა. ცხრა წელი ვიყავით ეთერში. მერე ყველაფერი დამთავრდა და ჩვენც დავიქსაქსეთ. ერთხანს ძველ "იბერიაში" მარკეტინგის განყოფილებაში ვმუშაობდი, რამდენიმე გადაცემაც გავაკეთე. შემდეგში მე და ირაკლი ფრანგიშვილს "იმედის დილაში" გვქონდა იუმორისტული რუბრიკა, მერე ლოტო მიმყავდა. ბოლო ორი წელია­ ბინების ყიდვა-გაყიდვით ვარ დაკავებული. სახლიდან ვმუშაობ, როგორც ჩვენი მინისტრები ამბობენ, თვითდასაქმებული ვარ.

"სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას სატელევიზიო პროექტში, მაგრამ..."

ალეკო თეთრაშვილი: - "პა-სენსში" ინსტიტუტიდან მოვხვდი. სინჯებზე მივედი და ამიყვანეს. ასე გავხდი მათე მელიავა - კაცი, რომელიც ყველაფერზე საუბრობდა ეკონომიკის გარდა. კიდევ ბევრი როლი განვასახიერე, მაგრამ რატომღაც "მერვეკლასელო" აიტაცეს განსაკუთრებით, კარგი კლიპებიც გადავიღეთ.
ახლა ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტისა და კულტურის დეპარტამენტში მთავარ სპეციალისტად ვმუშაობ. სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას რომელიმე სატელევიზიო პროექტში, მაგრამ... შარშან სერიალ=""მზარეულებში" ვითამაშე შეფ-მზარეულის როლი. "პა-სეანსი" ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი პერიოდი იყო. დღესაც მაჩერებენ ქუჩაში, თქვენი იუმორი გვენატრებაო, მთხოვენ ავტოგრაფს და სამახსოვროდ სელფებს იღებენ.

"პა-სეანსი" რომ გაგრძელებულიყო, უარს არ ვიტყოდი, სხვა პროექტზე კი, რა გითხრათ..."

ირინა შაყულაშვილი: - "პა-სეანსის" მერე ავეჯის სალონ "ბელუქსში" ვმუშაობდი. მერე დედა გავხდი. შემოთავაზება ტელევიზიიდან აღარ მქონია. "პა-სეანსი" რომ გაგრძელებულიყო, უარს არ ვიტყოდი, სხვა პროექტზე კი, რა გითხრათ... გაგრძელება
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
რა ასაკიდან უნდა ჭამოს ბავშვმა ყურძენი - რჩევები მშობლებს
0
0
0 /
0 წ
0
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
პაემანის დღიურები: ცნობილი ფეხბურთელის და უცნობი სესილის პირველი პაემანი
16:33 / 17-01-2018
პარასკევი დღეს გავიცანი ტიპი. ცნობილი ფეხბურთელი. ჰო და, კი მეცნო, მაგრამ მთელი საღამო კალათბურთელი მეგონა. მერე, დამშვიდობებისას კიდევ ერთხელ რომ ვახსენე, - კალათბურთი საინტერესო სპორტია-მეთქი, ცოტა გაღიზიანებულმა მითხრა, რომ ფეხბურთს თამაშობს...
როგორ შეხვდნენ პრეზიდენტები მომავალ ცოლებს - 10 სიყვარულის ისტორია
16:04 / 16-01-2018
ბევრს ჰგონია, რომ პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით კი, პრეზიდენტებს, არ აქვთ საკმარისი ემოციები სიყვარულისთვის და აიგნორებენ ქვეყნის პირველი პირების ადამიანურ მხარეებს.
ჰაიგეიტი - სასაფლაო ლონდონში, სადაც დღემდე იგრძნობა ვიქტორიანული სული
13:05 / 13-01-2018
ჰაიგეიტი - ვიქტორიანული ეპოქის ყველაზე ცნობილი და პოპულარული სასაფლაოა ინგლისში. იგი 1839 წელს გაიხსნა და დღემდე ნაწილობრივ მოქმედია.
სახლი თბილისში, სადაც მოკლეს ედვარდ მუნკის მუზა დაგნი
11:48 / 13-01-2018
სასტუმრო "გრანდ ოტელის" ბურუსით მოცული საიდუმლო
ახალ წლებზე ახდენილი სასწაული და სამზარეულოში მხსნელად მოვლენილი ბაყაყი
10:57 / 12-01-2018
ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როცა დამაჯერეს, რომ შობა-ახალი წელი ჯადოსნური პერიოდი იყო, როდესაც სასწაულები ხდებოდა.
”ოქროს ადელი” – ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული პორტრეტის საინტერესო ისტორია
14:31 / 11-01-2018
ეს გახლავთ ისტორია, რომელშიც არის სიყვარული და სიძულვილი, ღალატი და შურისძიება, დევნა და მსხვერპლშეწირვა.
ვინ იყო ოპერის მოჩვენება?
21:26 / 07-01-2018
1908 წლის მარტში, “გრანდ ოპერის” გვირაბების შემოწმების დროს, მუშებმა ერთი კედელი მოანგრიეს, რომელიც მეზობელ სარდაფში გასასვლელ გზას ბლოკავდა. კედლის მიღმა ადამიანის ჩონჩხი იპოვეს…
ყველაზე უცნაური ქალების ისტორიები-"ორთავა ბულბული", "გოგონა-აქლემი" და "ოთხფეხა ჟოზეფინა"
22:20 / 05-01-2018
ჩვენს მკითხველს ძალიან მოეწონა საინტერესო ისტორიები მსოფლიოში ყველაზე უცნაური ქალების შესახებ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ერთ სტატიაში შეგვეკრიბა ისინი.
დასარეცხი ჭურჭლის მთა და ლაქები, ანუ რამდენიმე დღე მამაკაცის ცხოვრებიდან
12:38 / 27-12-2017
მოკლედ, ასეთი ამბავია!ჩემი ცოლი წინასაახალწლოდ სამსახურიდან ერთი კვირით მივლინებაში გაუშვეს. დავრჩი მარტო! - სრული თავისუფლება!
“როცა ნაძვის ხე ჩვენი ყურადღების ცენტრში იყო, ის ბარაქის ხეს რთავდა" - ბებიას მეთოდი, როგორ შემოვიტანოთ ოჯახში დოვლათი
10:46 / 25-12-2017
ჯერ კიდევ ბავშვობაში მახსოვს, როგორ უვლიდა ბებია ყვავილებს. მათ არც ახალ წელს ივიწყებდა - როცა ჩვენი ყურადღების ცენტრში ნაძვის ხე იყო, ის ბარაქის ხეს რთავდა.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი