სახლი თბილისში, სადაც მოკლეს ედვარდ მუნკის მუზა დაგნი
სახლი თბილისში, სადაც მოკლეს ედვარდ მუნკის მუზა დაგნი
სასტუმრო "გრანდ ოტელის" ბურუსით მოცული საიდუმლო

ზედ მშრალ ხიდთან, ხიდის ქუჩა #1-ში, ცნობილი სასტუმრო - "გრანდ ოტელი", ერთ დროს მშვიდად განაგრძობდა ქართველი თუ უცხოელი სტუმრების მიღებას. ბაროკოული ეკლექტიზმის სტილში აშენებული სასტუმრო კლასიცისტურ ელემენტებს შეიცავს.

მისი გრძივი ფასადი ხიდის ქუჩას მიუყვებოდა. მდინარე მტკვარს კი ლამაზი, ხისრიკულებიანი თბილისური აივნებით გადმოჰყურებდა. მაშინ მტკვარი ჯერ კიდევ მშრალი ხიდის ქვეშ მიედინებოდა. XX საუკუნის 30-იან წლებში მტკვრის ტოტი დაშრა, ხიდი კი შემორჩა და მას "მშრალი ხიდი" დაერქვა.

იმ პერიოდის სასტუმროებში ერთი წესი
არსებობდა: სასტუმროს მეპატრონეს, გამქირავებელს არ ჰქონდა უფლება, რომ ერთ ნომერში შეეშვა წყვილი, ქორწინების დამადასტურებელი მოწმობის ნახვის გარეშე. სასტუმრო "გრანდ ოტელის" რეგისტრატორმა ერთადერთხელ დაარღვია წესი და საბუთების ნახვის გარეშე გააფორმა ახალგაზრდა წყვილი...

რამოდენიმე ხნის შემდეგ სასტუმროში იარაღის გასროლის ხმა გაისმა. ეს იყო 1901 წლის 23 მაისი.

26 მაისს გამოცემული გაზეთი "კავკაზი" იტყობინება: "გრანდ ოტელის" ნომერში დიდი ხანია ბინადრობს ვარშავის გუბერნიის მემამულე ვლადისლავ ემერიკი. ერთი თვის წინ ემერიკი სამშობლოში გაემგზავრა და ორ კვირაში დაბრუნდა. თან ახლდა მანდილოსანი და მისი 5 წლის ვაჟი.

ემერიკმა მანდილოსანი თავის დად გაასაღა და ისე ჩაასახლა სასტუმროში, რომ მისი დოკუმენტები არ წარმოადგინა. ქალბატონი აღმოჩნდა დაგნი პშიბიშევსკა, პოლონელი მწერლის, სტანისლავ პშიბიშევსკის მეუღლე. იმ საბედისწერო 23 მაისს ემერიკმა ბავშვი გამოიყვანა დედის ნომრიდან და ნაცნობს მიაბარა.

თვითონ დაგნი პშიბიშევსკასთან დაბრუნდა და კარი ჩაკეტა. მალე ოთახიდან წყვილი გასროლა გაისმა. კარი შეამტვრიეს. პოლიციელებს თვალწინ საზარელი სურათი წარმოუდგათ: ლოგინზე სისხლის გუბეში იწვა მსხვერპლი, - დაგნი პშიბიშევსკა. შუბლზე ნატყვიარი აჩნდა. საწოლის ახლოს, ხალიჩაზე იწვა ემერიკი, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა"...

მოკლული დაგნი იუელ პშიბიშევსკა - 34 წლის იყო. ის ულამაზესი ნორვეგიელი ქალი გახლდათ, რომელიც ცნობილი გახდა, როგორც დიდ ხელოვანთა შთაგონების წყარო - ედვარდ მუნკის, ავგუსტ სტრინდბერის, კნუტ ჰამსუნგის მუზა. დაგნი უკრავდა ფორტეპიანოზე, წერდა ლექსებსა და პიესებს. ის ევროპული ბოჰემის სული და გული იყო.
დაგნი იუელი (1867 – 1901)
ბერლინში ცხოვრების პერიოდში ის ხშირად სტუმრობდა ღვინის სარდაფ "შავ გოჭს", სადაც თავს იყრიდნენ ბომონდის ნიჭიერი წარმომადგენლები - მხატვრები, პოეტები, მუსიკოსები... დაგნის გულის დაპყრობას არაერთი მამაკაცი ცდილობდა. დაგნი ნორვეგიულად "ცისკრის ვარსკვლავს" ნიშნავს. ის ამ სახელს ნამდვილად ამართლებდა.

ერთ საღამოს ცნობილი ნორვეგიელი მხატვარი ედვარდ მუნკი თავის მეგობრებთან ერთად "შავ გოჭს" სტუმრობდა. ლუდს მიირთმევდა და ხელოვნებაზე საუბრობდა, როდესაც კარი ახალგაზრდა ქალმა შემოაღო, მის მაგიდას მიუახლოვდა, დაჯდა და ღვინით სავსე ბოკალი ერთი მოსმით გამოსცალა. სწორედ ამ საღამოს შემდეგ დაარქვეს მას "ბოჰემის დედოფალი".

ექსტრავაგანტურად გამოწყობილი დაგნი ყველასგან განსხვავდებოდა. მომაჯადოებელ ღიმილს უხვად აფრქვევდა და მომენტალურად ატყვევებდა ირგვლივ ყველას.

დაგნი მუნკის მუზა გახდა. მას უკვე აღარ შეეძლო სხვა ქალის დახატვა და ყველა ტილოზე, ნებისმიერი ქალის პორტრეტს მას ამსგავსებდა. მოგვიანებით "შავ გოჭში" მუნკმა დაგნის შვედი მწერალი, ავგუსტ სტრინდბერგი გააცნო. ავგუსტსაც თავდავიწყებით შეუყვარდა დაგნი, მაგრამ მისგან უარი მიიღო. სწორედ ავგუსტისაგან გაიცნო დაგნიმ მომავალი ქმარი, ცნობილი პოლონელი მწერალი-სიმბოლისტი სტანისლავ პშიბიშევსკი.

დაგნის მეუღლე ედვარდ მუნკზე ეჭვიანობდა და ერთხელაც ის დუელში გამოიწვია, სადაც ტყვია მარჯვენა ხელში მოახვედრა და დამცინავად უთხრა: "აბა, ახლა ხატე, თუ ბიჭი ხარ!" მუნკმა მაინც შეძლო გაეგრძელებინა დაზიანებული ხელით ხატვა. დაგნისა და სტანისლავის ურთიერთობა კი არ აღმოჩნდა ბედნიერი...
სტანისლავ ფშიბიშევსკი და დაგნი იუელი
მათ ორი შვილი შეეძინათ. დაგნის ქმარი ხშირად ღალატობდა. დაგნიმ ის მიატოვა, მაგრამ ბოლოს მაინც დაუბრუნდა. 33 წლის იყო, როდესაც სტანისლავის მეგობარს, ვლადისლავ ემერიკს შეუყვარდა. მას თბილისში საწარმოები ჰქონდა და ცოლ-ქმარი სტუმრად თავისთან მიიწვია. სტანისლავმა თავისი ცოლი და 5 წლის ვაჟიშვილი ემერიკს გააყოლა და დაპირდა, რომ თვითონ და მისი ქალიშვილი მოგვიანებით შეუერთდებოდნენ.
დაგნი იუელი
ასე აღმოჩნდა დაგნისთვის ის დღე საბედისწერო, როდესაც თბილისის სასტუმრო "გრანდ ოტელში" შედგა ფეხი...

ემერიკმა ორი წერილი დატოვა: ერთი დაგნის მეუღლის, ხოლო მეორე მისი 5 წლის ვაჟიშვილის სახელზე. არც ერთ წერილში მკვლელობის მიზეზი არ ჩანს. სტანისლავისთვის განკუთვნილ წერილში ის წერდა: "მე გავაკეთე ის, რაც შენ უნდა გაგეკეთებინა.

მე ვკლავ იმ მომენტში, როცა ის ამას ყველაზე ნაკლებად მოელის"... ეს სიტყვები საკმაოდ უცნაურად ჟღერდა გამოძიებისთვის. არსებობდა ვერსიაც, რომ ემერიკს მკვლელობა სტანისლავმა შეუკვეთა.

მეორე, 5 წლის ზენონისთვის დატოვებულ წერილში ეწერა: "ის, პირველი დედოფალი, შენს წინაშე იყო მოთვინიერებული და მიაჩნდა, რომ შენ იყავი მთელი მისი ცხოვრების გამართლება"...

დაგნი იუელი იყო მუდამ თავგადასავლების მაძიებელი ქალი. მისი სიკვდილის შემდეგ სტანისლავ პშიბიშევსკი მისდამი მიძღვნილ წერილში "როცა მზე ჩადის", წერს: "მისთვის სილამაზე, სიამაყე და გულწრფელობა ტრაგედია აღმოჩნდა. ის იყო ულამაზესი ყვავილი, რომელიც იშვიათად იფურჩქნება, მაგრამ განწირულია გასათელად".

დაგნი იუელი დაკრძალულია კუკიის სასაფლაოზე.

დამნი იუელის ძველი საფლავი კუკიაზე, 1901 წ.
აი, ასეთ სევდიან ისტორიას ინახავს ახლა უკვე დროისაგან გაცვეთილი შენობა, რომელიც ხიდის ქუჩა #1-ში დგას და სანახევროდ შემორჩენილი, ლამაზი ხისრიკულებიანი თბილისური აივნებით გადაჰყურებს სამანქანო ტრასას...

თეა ინასარიძე
ჟურნალი "და ქალი"
(ნოემბრის ნომერი)
კომენტარები (11)
გურამ
დაგნი გადმოსვენებულია კუკიის სასაფლაოს შესასვლელში არსებლ მცირე პანთეონში. წმ. ნინოს ეკლესიის ნინა მდებარე ტერიტორიაზე
ანანო
მაგარია.დიდი მადლობა:)
ირა
დიდი მადლობა ასეთი ისტორიისთვის ძალიან საინტერესო და ამავდროულა შოკი
ბექა
თეა გენიოსი ხარ უძლიერესი
გელა
უმაგრესი პოსტია! საღოლ...
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
პაემანის დღიურები. ეპიზოდი 13. სწორი გადაწყვეტილება
14:08 / 18-04-2018
ტელეფონი მირეკავდა და გავთიშე. ახლა არც შუშასთან ლაპარაკის სურვილი მაქვს და არც ექვსი ნომრის გახსენების.
პაემანის დღიურები. ეპიზოდი 12. ჯოკერი
11:55 / 11-04-2018
სამსახურში ვარ. ჯერ საცდელი ვადით ამიყვანეს, თუმცა ვიცი, რომ ადვილად გავართმევ თავს და თან მგონია, რომ ეს ტერმინი - „საცდელი ვადა“ - ჩემ დასაშინებლადაა.
როგორ ვიყიდოთ ბედნიერება 1 ლარად?
12:44 / 04-04-2018
თუ აქამდე ფიქრობდით, რომ ბედნიერებისთვის აუცილებლად ბევრი ფულია საჭირო, თქვენ ცდებოდით!
პაემანის დღიურები. ეპიზოდი 11. მოულოდნელი შეხვედრა
11:30 / 04-04-2018
სადღაც ოთხი საათი ხდებოდა, როცა ჩემს ოთახში შევედი. სანამ ექვსი ნომერი იყო ჩემთან, ვგრძნობდი, როგორი დაღლილი ვიყავი.
პაემანის დღიურები. ეპიზოდი 10. საქველმოქმედო სექსი
11:41 / 28-03-2018
- მდაა… პირველად აღმოვჩნდი ასეთ სასიამოვნო გაურკვეველ შარში, როგორც ახლა ვარ და ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის - სესი, გავა დრო და შენ ორ მამაკაცს შეხვდები და საერთოდ არანაირი მორალის ძარღვი არ შეგერხევა შუბლზეო, - ალბათ, განვრისხდებოდი.
„ბავშვების ზოოპარკი“ - ხუთი ტყუპი დის ტრაგიკული ისტორია
14:50 / 27-03-2018
ერთი გული ხუთი ახალშობილისთვის: ტყუპების სევდიანი ისტორია
გზა ფრესკიდან პრეზერვატივამდე, ანუ თამარ მეფის შიში, რომელიც ახალმა თაობამ გაამართლა
10:18 / 26-03-2018
"1195 წელს შამქორისკენ მიმავალ ლაშქარს საქართველოს მეფე ფეხშიშველი მიუძღოდა წინ."
"ფეისბუქი" რომ გაქრეს...
12:43 / 23-03-2018
ისღა დაგვრჩენია, "ფეისბუქის" პანაშვიდებზე ვიაროთ და ცუკერბერგს დაკარგულ "შვილობილთან" ერთად, გაღატაკებაც მივუსამძიმროთ.
ინგლისელები დიდ ხუთშაბათს მოწყალების დღეს ეძახიან - სხვადასხვა ქვეყნის სააღდგომო ტრადიციები
10:12 / 23-03-2018
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ევროპის ქვეყნებში განსხვავებული და საინტერესო ტრადიციები აქვთ. აი, რამდენიმე, ჩვენი აზრით, ყველაზე ორიგინალური.
პაემანის დღიურები. ეპიზოდი 9. დაუგეგმავი სექსი
11:04 / 21-03-2018
ბევრი არ უვლია შუშას და უძებნია, სად დაგველია ჩაი. მალე მივედით საჩაიეში. იქაურობა ვინტაჟურად იყო გაფორმებული, როგორც თბილისის კაფეების უმრავლესობა.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30