არაკეთილსინდისიერ დამქირავებელს არაერთი ადამიანის საქმიანი ინტერესები ემსხვერპლა.
მათ შორის არიან ქართველი სელებრითებიც, რომლებსაც კუთვნილი ანაზღაურების მიღება სხვადასხვა მეთოდით ან დიდი ხნის ლოდინის შემდეგ უწევთ.
ზუზუ ბეჟაშვილი - მსახიობი
მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი თაღლითობის მსხვერპლი სულ ცოტა ხნის წინ გახდა. მას ნინო ჩხეიძის ტელევიზიაში წამყვანობა შესთავაზეს, რამდენიმე გადაცემა ჩაწერა და კუთვნილი ანაზღაურება დღემდე არ მიუღია. ზუზუმ ამის შესახებ საჯაროდ განაცხადა, მაგრამ ფაქტზე არანაირი რეაგირება არ მომხდარა. "არ ამიღია ის თანხა. მომატყუა ვინმე გიორგი ჯაფარიძემ, რომელიც გადაცემას აკეთებდა "აფხაზეთის ხმაზე". ჩემ გარდა, თურმე ბევრი ადამიანი ჰყავს მოტყუებული" - გვითხრა ზუზუმ.
თამუნა მუსერიძე - ტელეწამყვანი
"ადრე უფრო ხშირად ვხდებოდი მოტყუებული, ახლა ცოტა მოწესრიგდა ჩვენს სფეროში ეს საკითხი. განსაკუთრებით ცუდად მახსენდება ერთი შემთხვევა: რამდენიმე წლის წინ კახეთში, ღია ცის ქვეშ ტარდებოდა ახალი წლის კონცერტი. დაგვიკავშირდა ერთ-ერთი რეჟისორი, რომლის გვარსაც შეგნებულად არ დავასახელებ, მე და მომღერლებს შემოგვთავაზა გარკვეული სახის პირობები და წავედით კახეთში. როცა კონცერტი დასრულდა, აღმოჩნდა, რომ არც ერთი ორგანიზატორი აღარ იყო იქ, გაიპარნენ და დავრჩით მშივრები, ტრანსპორტის გარეშე ახალი წლის ღამეს კახეთში. დიდი ამბავი მოჰყვა ამ ფაქტს, სახლში მიდიოდნენ მასთან ფულის ასაღებად, ზოგს კლიპი გადაუღო უფასოდ და ა.შ. ახლა დარეგულირდა ცოტა ეს საკითხი, კონტრაქტები ფორმდება და თანხის ნაწილს წინასწარ მირიცხავენ". გაგრძელება