ანა მარგველაშვილი სტერეოტიპებსა და ჩარჩოებს მიღმა, როგორია პრეზიდენტის ქალიშვილის ჩაცმის სტილი
ანა მარგველაშვილი სტერეოტიპებსა და ჩარჩოებს მიღმა, როგორია პრეზიდენტის ქალიშვილის ჩაცმის სტილი
თავისუფალი სულისკვეთების ადამიანია და სწორედ ეს მომწონს ანა მარგველაშვილში.
სტერეოტიპებსა და ჩარჩოებს მიღმა წარმომიდგენია პრეზიდენტის ქალიშვილი, რომელიც ხშირად ხვდება საზოგადოების ინტერესის ცენტრში, თუმცა არასდროს ცდილობს, მათი უმრავლესობის შეხედულებები დააკმაყოფილოს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს საზოგადოებრივ ასპარეზზე გაცილებით აქტიურია, სასაუბრო თემად მაინც სტილი ავირჩიეთ. არ მიკვირს, რომ უსმენს ჰიპ-ჰოპსა და რეპს, ხოლო სტილი, რომელიც მის სულისკვეთებას გამოხატავს – სპორტულია.

- ანა, როგორ იწყება თქვენთვის საქმიანი დღე?

- დილით ადრე ვდგები. ჯერ ბავშვს ვაჭმევ და მხოლოდ მას შემდეგ ვსაუზმობ. არც ჩვენი ძაღლისთვის
მავიწყდება საჭმლის მომზადება. ამასობაში ბავშვის ძიძა მოდის და შემიძლია სამსახურში წავიდე. მანამდე კი ძაღლს ვასეირნებ.

ჩაცმის საკითხი, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დგას. ჩემთვის ყველაზე კომფორტული სამოსი ჯინსი და თავისუფალი ზედაა. მაგრამ ხშირად საქმიანი შეხვედრები გვაქვს და ვცდილობ, შესაბამისი კოსტიუმი შევარჩიო. მაგალითად, კლასიკური სტილის შარვალი და პერანგი. ხშირად მამასთან ერთად მიწევს შეხვედრებზე სიარული და ასეთ დროსაც ეტიკეტს ვიცავ. საერთოდ, სხვადასხვა სტილის სამოსში შემიძლია თავი კომფორტულად ვიგრძნო. პრობლემას არ წარმოადგენს კლასიკური სტილის სამოსიც.

ვმუშაობ კომპანიაში Georgian Events. ძალიან შეკრული და მეგობრული გუნდი ვართ. ჩვენი კომპანია აწყობს ივენთებს, კორპორატიულ საღამოებს. ვთანამშრომლობთ ასევე თბილისის მოდის კვირეულთან. ჩემთვის საინტერესო და სახალისო საქმიანობაა. ყოველთვის სხვადასხვა დაკვეთას ვასრულებთ და მასზე მუშაობა მომწონს. საკმაოდ შრომატევადიცაა. ვერ ვიტყვი, რომ დატვირთული გრაფიკი არ მაქვს. ჯერჯერობით ეს სამუშაო მაქსიმალურად ერგება ჩემს ხასიათს. მომავალში რა საქმე გამიტაცებს, ჯერ არ ვიცი. ისე დავამთავრე. ჩემი ძირითადი პროფესიაც საინტერესო სფეროს უკავშირდება.

- რა გიქმნით სიმყუდროვეს დილით?
- დილით ნაკლებად ველტვი სიმყუდროვეს, უფრო საღამოს მჭირდება. ასეთ დროს მიყვარს შინ განმარტოება და მუსიკის მოსმენა. ვუსმენ ძირითადად ჰიპ-ჰოპსა და რეპს. არ ვუსმენ როკს.

- როგორ ირჩევთ სამოსს საქმიანი შეხვედრებისთვის; ყოველთვის ითვალისწინებთ ეტიკეტს?  
წაიკითხეთ სრულად და დაათვალიერეთ ფოტოები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
14:10 / 19-11-2017
ხორციანი ქალბატონები ხშირად წუწუნებენ, რომ უჭირთ სამოსის ერთმანეთისთვის შეხამება.
13:49 / 17-11-2017
გარეთ აცივდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საუკეთესო დროა, ქუდზე იფიქროთ.
15:52 / 16-11-2017
ორ კვირაში ზამთარი შემოაღებს კარს. ცივი დღეების გასახალისებლად და წინასაახალწლო განწყობის შესაქმნელად, გთავაზობთ საახალწლო მანიკიურის იდეებს.
14:04 / 15-11-2017
რა ჩავიცვა? ნებისმიერ ქალს ეს შეკითხვა ერთხელ მაინც დაუსვამს საკუთარი თავისთვის.
14:57 / 14-11-2017
სამსახურში წასვლამდე დილით ადრე ვიღვიძებთ და გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, გვსურს, რომ ელეგანტურად, მომხიბვლელად და ბრწყინვალედ გამოვიყურებოდეთ
11:14 / 14-11-2017
ქალს ხშირად უნდა გაიმრავალფეროვნოს ყოველდღიური რუტინა და ამას ხშირად ვარცხნილობის ან გარეგნობის შეცვლით აკეთებს. ახალი იმიჯი და კარგი განწყობა გარანტირებული გაქვთ, თუკი სწორად შეარჩევთ ვარცხნილობას და ამით ჩამოიკლებთ რამდენიმე ზედმეტ წელს.
13:38 / 12-11-2017
შეიძლება იდეალურად გამოიყურებოდეთ, თუ თქვენი პარამეტრები მოდელისას არ შეესაბამება? დიახ! სამოსის მოხდენილად ტარებას ჩვენ გასწავლით.
12:46 / 11-11-2017
ფრანგმა ქალებმა მოდური ჩაცმა რომ იციან, ფაქტია. ვისწავლოთ მათგან როგორ შევუხამოთ ერთმანეთს ნივთები, რომ უბრალო სამოსშიც კი ელეგანტურები გამოვჩნდეთ.
16:48 / 02-11-2017
ქუდი ქალის გარდერობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქსესუარია. შემოდგომა-ზამთრის სეზონი მის გარეშე წარმოუდგენელია.
10:24 / 02-11-2017
პარკა — იდეალური გადაწყვეტილებაა მათთვის, ვისაც პალტოში სცივა და არ უყვარს "დუტის" ქურთუკები.
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
როგორ იღებდნენ ფილმს საქართველოს პირველ პრეზიდენტზე - უცნობი ფაქტები "ხიბულაზე" და ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი ოვაშვილთან
16:12 / 14-11-2017
რეჟისორ გიორგი ოვაშვილის "ხიბულა" ქართული პრემიერისთვის ემზადება. ეს არის ფილმი საქართველოს პირველ პრეზიდენტზე - ზვიად გამსახურდიაზე.
როგორ მიიღოთ მკერდის ის სასურველი ფორმა, რომელზეც ოცნებობთ? - რუსეთში მოღვაწე ქართველი პლასტიკური ქირურგის, ნოდარ იოსელიანის ინტერვიუ
11:40 / 10-11-2017
ძუძუთი კვება და მამოპლასტიკა! მოქმედებს თუ არა ძუძუთი კვება უარყოფითად მკერდის ფორმაზე და შესაძლებელია თუ არა ფორმის გამოსწორება?
ბიორკის დაუვიწყარი კონკურსი და იღბლიანი მსმენელის ისტორია, რომელიც კონცერტს უფასოდ დაესწრო
12:50 / 09-11-2017
ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსის, ბიორკის მოსასმენად თბილისს მსმენელები სხვა ქვეყნებიდაც ეწვივნენ.
73 შეკითხვა ანა ვენტურთან
15:16 / 03-11-2017
Vogue-ის რედაქტორი ანა ვენტური 68 წლისაა! გთავაზობთ ვიდეოინტერვიუს ყველაზე მოდურ ქალბატონთან.
რას ყვებოდა ლიკა ქავჟარაძის პირველი ქმარი მსახიობზე 18 წლის წინანდელ ინტევრიუში
10:20 / 19-10-2017
ჟურნალ "სარკის" არქივში ინახება ლიკა ქავჟარაძისა და მისი პირველი ქმრის, სანდრო თაქთაქიშვილის ინტერვიუ, რომელიც 2000 წლის თებერვალშია ჩაწერილი.
ექსკლუზივი: ქართველი ირინა შეიკი მაღალჩინოსანზე დაქორწინდა
11:33 / 06-10-2017
ქართველი ირინა შეიკი - ვიქტორია კოჩეროვა გათხოვდა. მისი რჩეული ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ლევან კინწურაშვილი გახლავთ.
რა თემაზე ალაპარაკდა ილო ბეროშვილი პირველად საჯაროდ
10:36 / 04-10-2017
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია.
მამა პეტრეს ემოციური სიტყვები ცოლისადმი
11:18 / 14-09-2017
მამა პეტრემ ცოლს - ნინო ვეკუას, მისი ექვსი შვილის დედას, ემოციური სიტყვებით მიულოცა დაბადების დღე. ალბათ, ბევრი ცოლი ისურვებდა ასეთ სიტყვებს ქმრისგან:
 როგორ შეიცვალა მაკა ზამბახიძის ცხოვრება მას შემდეგ, რაც ის ჯანსაღი ცხოვრების წესს იცავს
14:24 / 11-09-2017
ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა თანამედროვე ცხოვრების განსაკუთრებული ტრენდია.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30