„მამაკაცები ჩვენი სამკაულები არიან...“ - მერაბ ამზოევის ულამაზესი მეუღლის სილამაზის ფორმულა
„მამაკაცები ჩვენი სამკაულები არიან...“ - მერაბ ამზოევის ულამაზესი მეუღლის სილამაზის ფორმულა
რომ ამბობენ, ლამაზი ქალი მამაკაცის სამკაულიაო, გაგიგიათ? ეს გამოთქმა ზუსტად შეეფერება მერაბ ამზოევსა და მის ულამაზეს მეუღლეს, სოფია ქავთარაძეს. ლამაზმანს ჩვენთან საუბრის დროს მამაკაცის სამკაულზე არაფერი უთქვამს, პირიქით კი, ქალის სამკაულად კარგი მამაკაცი დაასახელა. მომღერლის პოპულარობაში დიდი წვლილი მიუძღვის ცოლს, რომელმაც ეკრანზე გამოჩენისთანავე დიდი ყურადღება მიიქცია თვალისმომჭრელი ვიზუალით.

- რომ არა მოდა, როგორი იქნებოდა მსოფლიო ?
- უფერული.

- ლამაზ სხეულში ლამაზი სულია ?
- მე ვფიქრობ, რომ ყოველთვის არა.

- თქვენი ყოველდღიურობა მაკიაჟის გარეშე წარმოგიდგენიათ ?
- რა თქმა
უნდა, კი. სახეს დასვენება სჭირდება.

- ქალისთვის ყველაზე ბედნიერი წლები...
- ოცდაათიდან ორმოცდახუთ წლამდე, რადგან მაგ ასაკში სიამოვნება გაორმაგებულია. ქალი უფრო ჩამოყალიბებული და ჭკვიანია.

- ქალი ყველაზე მოდური არის, როცა..
- გვერდით ჰყავს ისეთი მამაკაცი, როგორიც უნდა და აკმაყოფილებს ფიზიკურად. კაცები ჩვენი სამკაულები არიან.

- რომ არა კაცები, ქალი მოდას აყვებოდა ?
- ქალების ორმოცდაათი პროცენტი იცვამს მეორე ქალის გულის გასახეთქად (იცინის). რა თქმა უნდა, რომ არა კაცები, ქალები მაინც მოდურად ჩაიცვამდნენ.

- გაქვთ ფერი, რომელსაც არ ღალატობთ?
- არა, არ მაქვს ფერები ამოჩემებული, ყოველთვის ვღალატობ.

- მოვლილი ქალის თქვენეულ ფორმულას ხომ არ გაგვიმხელდით ?
- მოვლილი და სუფთა კანი, მოვლილი და სუფთა თმა, მოვლილი და სუფთა ფრჩხილები, ტანზე გაცლილი ბეწვი, კარგი სუნამო და სუფთა ტანსაცმელი.

- ფიტნესი რა როლს ასრულებს თქვენს და ზოგადად 21-ე საუკუნის ადამიანის ცხოვრებაში ?
- ფიტნესი 21 სუკუნის აფეთქებაა. მეც მივყვები სისტემატიურად, კარგი ფორმები მომწონს.

- საყვარელსა და მავნე ჩვევას ხომ არ გაგვიმხელთ...
- საყვარელი ჩვევაა ცხენზე ჯირითი, ცუდ ჩვევას რაც შეეხება, ადამიანების ნერვების მოშლა მიყვარს, ხანდახან (იცინის).

-”სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო”, სტერეოპიტიპია თუ არა ? რას იტყვით თქვენი გამოცდილებიდან ამის შესახებ ?
- სილამაზე ფულს მოითხოვს და არა მსხვერპლს.

- შეცვლიდით რამეს საკუთარ გარეგნობაში და თუ შეცვლიდით რას ?
- ტატუს გავიკეთებდი. ძალიან მინდა, მაგრამ თავი ვერ მოვაბი, ნემსის მეშინია.

- მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელზე მეტად თავდაჯერებული ხართ თუ უბრალოდ კედებში ?
- მაღალ ქუსლიანებზე.

- რომელია თქვენი ყველაზე საყვარელი აქსესუარი და რაიმე მოგონებას ხომ არ უკავშირდება ?
- ყელსაბამი, უსასრულობის სიმბოლო, მეუღლემ მაჩუქა და ხუთი წელია მიკეთია.

- ის, თუ რა დევს ჩანთაში, ხშირად ქალის ხასიათს განსაზღვრავს. გაგვიმხელთ, რის პოვნა შეიძლება ყოველთვის, თქვენს ჩანთაში?
- საფულე და ტუჩსაცხი.

მერიემ კაკაურიძე

იხილეთ ასევე: რისი პოვნა შეიძლება ყოველთვის ნინი ონიანის ჩანთაში და რას შეცვლიდა ის საკუთარ გარეგნობაში?
რისი პოვნა შეიძლება ყოველთვის ნინი ონიანის ჩანთაში და რას შეცვლიდა ის საკუთარ გარეგნობაში?




კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
როგორ იღებდნენ ფილმს საქართველოს პირველ პრეზიდენტზე - უცნობი ფაქტები "ხიბულაზე" და ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი ოვაშვილთან
16:12 / 14-11-2017
რეჟისორ გიორგი ოვაშვილის "ხიბულა" ქართული პრემიერისთვის ემზადება. ეს არის ფილმი საქართველოს პირველ პრეზიდენტზე - ზვიად გამსახურდიაზე.
როგორ მიიღოთ მკერდის ის სასურველი ფორმა, რომელზეც ოცნებობთ? - რუსეთში მოღვაწე ქართველი პლასტიკური ქირურგის, ნოდარ იოსელიანის ინტერვიუ
11:40 / 10-11-2017
ძუძუთი კვება და მამოპლასტიკა! მოქმედებს თუ არა ძუძუთი კვება უარყოფითად მკერდის ფორმაზე და შესაძლებელია თუ არა ფორმის გამოსწორება?
ბიორკის დაუვიწყარი კონკურსი და იღბლიანი მსმენელის ისტორია, რომელიც კონცერტს უფასოდ დაესწრო
12:50 / 09-11-2017
ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსის, ბიორკის მოსასმენად თბილისს მსმენელები სხვა ქვეყნებიდაც ეწვივნენ.
73 შეკითხვა ანა ვენტურთან
15:16 / 03-11-2017
Vogue-ის რედაქტორი ანა ვენტური 68 წლისაა! გთავაზობთ ვიდეოინტერვიუს ყველაზე მოდურ ქალბატონთან.
რას ყვებოდა ლიკა ქავჟარაძის პირველი ქმარი მსახიობზე 18 წლის წინანდელ ინტევრიუში
10:20 / 19-10-2017
ჟურნალ "სარკის" არქივში ინახება ლიკა ქავჟარაძისა და მისი პირველი ქმრის, სანდრო თაქთაქიშვილის ინტერვიუ, რომელიც 2000 წლის თებერვალშია ჩაწერილი.
ექსკლუზივი: ქართველი ირინა შეიკი მაღალჩინოსანზე დაქორწინდა
11:33 / 06-10-2017
ქართველი ირინა შეიკი - ვიქტორია კოჩეროვა გათხოვდა. მისი რჩეული ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ლევან კინწურაშვილი გახლავთ.
რა თემაზე ალაპარაკდა ილო ბეროშვილი პირველად საჯაროდ
10:36 / 04-10-2017
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია.
მამა პეტრეს ემოციური სიტყვები ცოლისადმი
11:18 / 14-09-2017
მამა პეტრემ ცოლს - ნინო ვეკუას, მისი ექვსი შვილის დედას, ემოციური სიტყვებით მიულოცა დაბადების დღე. ალბათ, ბევრი ცოლი ისურვებდა ასეთ სიტყვებს ქმრისგან:
 როგორ შეიცვალა მაკა ზამბახიძის ცხოვრება მას შემდეგ, რაც ის ჯანსაღი ცხოვრების წესს იცავს
14:24 / 11-09-2017
ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა თანამედროვე ცხოვრების განსაკუთრებული ტრენდია.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30