ნანუკა ჟორჟოლიანი: როცა მახსენდება, რომ ზაფხული მოდის, თავისთავად მეძლევა მოტივაცია, რომ გავიხადო, სირცხვილი არ იყოს...
 ნანუკა ჟორჟოლიანი: როცა მახსენდება, რომ ზაფხული მოდის, თავისთავად მეძლევა მოტივაცია, რომ გავიხადო, სირცხვილი არ იყოს...
ყველა ქალს სურს, სტანდარტული, სექსუალური ფორმები ჰქონდეს, მაგრამ მოდელის ფიგურის შენარჩუნება არც ისე მარტივია. განსაკუთრებით რთულია გაუმკლავდე ზედმეტ კილოგრამებს, როცა საქმე საქმიან ქალბატონებს ეხებათ. გადატვირთული რეჟიმი, არასწორი კვება, უძილობა, ბევრი საქმე, სამსახური და ისევ სამსახური, ნამდვილად არ მიეკუთვნება მიმზიდველი ფიგურისთვის ხელისშემწყობ ფაქტორებს. ჩვენ დიეტასა და დიეტისთვის საჭირო მოტივაციაზე ნანუკა ჟორჟოლიანს ვესაუბრეთ.

- ხართ თუ არა ფასტ-ფუდების მოყვარული?

- არა, ვფიქრობ, კარგი იქნება, ყველამ ამოიღოს კვების რაციონიდან ე.წ. ფასტ ფუდები, იმიტომ, რომ ცელულიტებს აჩენს.

- პროდუქტის შეძენის დროს აქცევთ თუ არა
ყურადღებას ეტიკეტზე მითითებულ დეტალებს, მაგალითად, გენმოდიფიცირებულია თუ არა ესა თუ ის საკვები, როდისაა დამზადებული და ა.შ?

- არა, მსგავს დეტალებს არ ვაქცევ ხოლმე ყურადღებას. თუმცა, ყოველთვის ვუკვირდები, რამდენ კალორიას შეიცავს და რა რაოდენობითაა შაქარი ამა თუ იმ პროდუქტის შემადგენლობაში. ძირითადად, ყურადღებას ვაქცევ შაქრის შემცველობას.

- ჭამის მადა განსაკუთრებით ძლიერდება ხოლმე შებინდებისას ან გვიან ღამით, თუმცა ამას არც ისე სახარბიელო შედეგები აქვს. თქვენ გიყვართ გვიან ღამით წახემსება?

- არა, გვიან ღამით არ ვჭამ ხოლმე, იმიტომ, რომ ჩემი წონა არ ითვალისწინებს "ღამით წახემსების სტანდარტებს". რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არის, მაგრამ სიმართლე გითხრათ, აღარ მახსოვს, ბოლოს როდის ვჭამე გვიან ღამით.

- ხშირად დიეტობთ?

- სულ ვდიეტობ.

- ხომ არ გახსენდებათ ყველაზე ეფექტური დიეტა თქვენი პრაქტიკიდან?

- ჰერბალაიფის დიეტაა ყველაზე კარგი და ეფექტური დიეტა მათ შორის, რომლებიც გამომიცდია. სამსაათიანი კვების ჯანსაღი რეჟიმი აქვს.

- არსებობს რამე დიეტა, რომლითაც არასდროს შეეცდებით ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლას?
- აბებს არ დავლევ არასდროს.


- რომელია თქვენთვის გამორჩეული, საყვარელი მავნე პროდუქტი, რომელზე უარის თქმაც ყველაზე მეტად გიჭირთ?

- ძალიან მიყვარს ყველიანი მაკარონი, ხაჭაპური, პური.. და საერთოდ, ცომეულზე უარის თქმა მიჭირს ძალიან.

- რთულია სიამოვნებაზე უარის თქმა, როცა დიეტაზე ხართ. რა გაძლევთ მოტივაციას?

- ამ ბოლო დროს ზაფხულია ჩემი მოტივატორი. როცა მახსენდება, რომ ზაფხული მოდის, თავისთავად მეძლევა მოტივაცია, რომ გავიხადო, სირცხვილი არ იყოს. გააჩნია, ხან რა მაძლევს მოტივაციას, ხან - რა.

- რას ურჩევდით ქალბატონებს, რომლებსაც სურთ ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლა, მაგრამ არ ჰყოფნით ნებისყოფა, სად უნდა ეძებონ მოტივაცია?

- მოტივაცია თუ არ აქვთ, ძალიან კარგი, ჭამონ რამდენიც უნდათ! თუ გახდომა არ უნდათ, უკეთესია, უფრო ძლიერები იქნებიან.


მერიემ კაკაურიძე

კომენტარები (7)
ვერმიშელი
როგორც გამიგია, სწორად მოხარშული მაკარონი არ ასუქებს-სოფი ლორენმა ბრძანა ერთხელ.
დავითი
ვახ კაცოო, ამ პარაშუტისტმა არ აგვიოხრა ვენახები??? (ეს ის პარაშუტისტია ბევრჯერ რომ ჩამოვარდა გაუხსნელი პარაშუტით).
ნია
რეცეპტი დადე რა,ყველიანი მაკარონის ისე გემრიელად ახსენებ მაინტერესებს როგორ აკეთებ
ნატალი
ნანა, ნუ მოგვკალით რა თქვენი წუწუნით. ეტყობა კარგად გაქვთ დაცდილი. გაატოკე შენი ქმარი და მოატანინე სარჩო შვილებისათვის. თუ ქმარი არ გყავს ან გყავს, მაგრამ უვარგისია, შენ თვითონ გატოკდი. ასეა კი!!!!! ჩემი ბედოვლათი ქმრისათვის რომ მეყურებინა, კარგად იქნებოდა ჩემი და ჩემი შვილების საქმე.!!
manana
კიდე ეს ნანულა კაცო?
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
16:47 / 10-06-2017
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, ინსტაგრამზე ფეხბურთელ რომა ჭანტურიასთან ერთად, გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
22:53 / 06-12-2016
ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილმა მარიამ გეგუჩაძემ რამდენიმე დღის წინ ექსმინისტრ ლევან ყიფიანის შვილთან, დათი ყიფიანთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.
14:23 / 19-09-2016
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი საქმეში თავით გადაეშვა - გადაღებები, შეხვედრები, აქტიური ცხოვრების რეჟიმი. 37 წლის ასაკში თავისუფალი ქალის სტატუსი აქვს და უკან მოიტოვა ცხოვრების რთული ეტაპი. ტაბუდადებულ თემაზე - ერეკლე კოდუასთან დაშორებაზე ტელეწამყვანმა ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
14:25 / 12-10-2015
"ნიჭიერის" ახალი სეზონის შესარჩევი ტურები დაიწყო! "რუსთავი 2"-მა გადაწყვიტა, მაყურებელი გაეოცებინა და ჟიურიში ახალი წევრი - რუსკა მაყაშვილი - დაამატა.
11:08 / 24-09-2015
ქველმოქმედი, ბიზნესმენი, კომუნიკაბელური, ემოციური, გულახდილი და მზრუნველი დედა – ასეთია დღეს ერეკლე კოდუას ყოფილი მეუღლე ნინო ენუქიძე.
12:32 / 23-09-2015
ნანუკა ჟორჟოლიანი და ირაკლი კოდუა ერთმანეთს გაშორდნენ, - ამის შესახებ ინფორმაცია ტელეწამყვანმა გამოცემა "სარკესთან" ინტერვიუში დაადასტურა.
17:32 / 14-09-2015
ახალი სასწავლო წელი დღეს დაიწყო. სკოლაში წავიდნენ ცნობილი ადამიანების შვილებიც.
11:59 / 09-09-2015
ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი და საავტორო გადაცემის, "ნანუკას შოუს" წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი პოპულარობის პიკზეა. იგი სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჟურნალისტია და მთავრობის მიმართ მწარე კრიტიკას ხშირად გამოთქვამს ხოლმე. მისი "ფეისბუქის" სტატუსები ყოველთვის განხილვის თემა ხდება.
10:44 / 16-06-2015
ნანუკა ჟორჟოლიანი სტიქიის ზონაში კადრებს იღებდა, სწორედ ამ დროს მასა და ერთ-ერთ მოხალისეს შორის მწვავე კამათი გაიმართა.
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
როგორ იღებდნენ ფილმს საქართველოს პირველ პრეზიდენტზე - უცნობი ფაქტები "ხიბულაზე" და ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი ოვაშვილთან
16:12 / 14-11-2017
რეჟისორ გიორგი ოვაშვილის "ხიბულა" ქართული პრემიერისთვის ემზადება. ეს არის ფილმი საქართველოს პირველ პრეზიდენტზე - ზვიად გამსახურდიაზე.
როგორ მიიღოთ მკერდის ის სასურველი ფორმა, რომელზეც ოცნებობთ? - რუსეთში მოღვაწე ქართველი პლასტიკური ქირურგის, ნოდარ იოსელიანის ინტერვიუ
11:40 / 10-11-2017
ძუძუთი კვება და მამოპლასტიკა! მოქმედებს თუ არა ძუძუთი კვება უარყოფითად მკერდის ფორმაზე და შესაძლებელია თუ არა ფორმის გამოსწორება?
ბიორკის დაუვიწყარი კონკურსი და იღბლიანი მსმენელის ისტორია, რომელიც კონცერტს უფასოდ დაესწრო
12:50 / 09-11-2017
ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსის, ბიორკის მოსასმენად თბილისს მსმენელები სხვა ქვეყნებიდაც ეწვივნენ.
73 შეკითხვა ანა ვენტურთან
15:16 / 03-11-2017
Vogue-ის რედაქტორი ანა ვენტური 68 წლისაა! გთავაზობთ ვიდეოინტერვიუს ყველაზე მოდურ ქალბატონთან.
რას ყვებოდა ლიკა ქავჟარაძის პირველი ქმარი მსახიობზე 18 წლის წინანდელ ინტევრიუში
10:20 / 19-10-2017
ჟურნალ "სარკის" არქივში ინახება ლიკა ქავჟარაძისა და მისი პირველი ქმრის, სანდრო თაქთაქიშვილის ინტერვიუ, რომელიც 2000 წლის თებერვალშია ჩაწერილი.
ექსკლუზივი: ქართველი ირინა შეიკი მაღალჩინოსანზე დაქორწინდა
11:33 / 06-10-2017
ქართველი ირინა შეიკი - ვიქტორია კოჩეროვა გათხოვდა. მისი რჩეული ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ლევან კინწურაშვილი გახლავთ.
რა თემაზე ალაპარაკდა ილო ბეროშვილი პირველად საჯაროდ
10:36 / 04-10-2017
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია.
მამა პეტრეს ემოციური სიტყვები ცოლისადმი
11:18 / 14-09-2017
მამა პეტრემ ცოლს - ნინო ვეკუას, მისი ექვსი შვილის დედას, ემოციური სიტყვებით მიულოცა დაბადების დღე. ალბათ, ბევრი ცოლი ისურვებდა ასეთ სიტყვებს ქმრისგან:
 როგორ შეიცვალა მაკა ზამბახიძის ცხოვრება მას შემდეგ, რაც ის ჯანსაღი ცხოვრების წესს იცავს
14:24 / 11-09-2017
ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა თანამედროვე ცხოვრების განსაკუთრებული ტრენდია.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30