ვჭორაობ... არასოდეს, არ მაინტერესებს ეს სფერო. ბევრი საქმე მაქვს და საინტერესო ცხოვრება.
ვეძებ სპონსორებს
ვგრძნობ უამრავ რაღაცას...
ვდარდობ, როდესაც ჩემი სამშობლოდან შორს ვარ.
ვემალები აბეზარ თაყვანისმცემლებს (მამაკაცებზე მაქვს საუბარი).
ვიცი რომ არაფერიც არ ვიცი...
მჭამს... არაფერი.
არ მაინტერესებს... სხვისი ცხოვრება.
ვკარგავ... ყველაფერს, რაც დასაკარგია.
მიკვირს... რატომ ბოროტდებიან ადამიანები.
მახსოვს... ყველაფერი მახსოვს, უბრალოდ, ბევრ რაღაცას არ ვიხსენებ.
უარვყოფ... ქოლესტერინიან საკვებს და საერთოდ, ბევრი ჭამა აბერებს.
ვინახავ... საიდუმლოს, თუ გამანდეს.
ვივიწყებ... რაც და ვინც დასავიწყებელია. ანუ ნაგავს ვყრი აუცილებლად.
ვმალავ... თუ ვმალავ, მაშინ აქაც ვერ დავწერ... ვმალავ და
შემიძლია... ფსიქოთერაპიის და საესტრადო ვოკალის კურსების მაღალი დონის მასტერკლასის ჩატარება.
ვნანობ... რასაც ვნანობ, ნება მომეცით, მხოლოდ მოძღვარს გავანდო.
მეშინია... არაფრისაც არ მეშინია, ტანკისტი ვიყავი ომამდე.
ვტირი... სიხარულით.
ვემტერები... უნებისყოფობას.
ვპატიობ... შეცდომებს.
ვიცინი... რადგან კარგი იუმორი მაქვს და პოზიტივია.
ვნატრობ... იმას, რაც რეალურად ახდება.
მიხარია... ჩემი და ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანების ბედნიერება და წარმატებები.
მაინტერესებს... ის, რაც მხოლოდ ჩემ გარშემო ხდება, სხვის ცხოვრებაში არ ვერევი, თუ არ მთხოვეს თავად.
მრცხვენია... რისიც მრცხვენია, არ ვაკეთებ.
ვერიდები... გოიმებს, შეუგნებლებს, ჭორიკნებს, ბოროტებს, ბოღმებს. მათ საყურადღებოდ, ეს ყველა თვისება აბერებს
ვუხეშობ... როდესაც ცხვირს ყოფენ ჩემს ცხოვრებაში უადგილოდ, დაუპატიჟებლად შემოდიან და წასვლა აღარ სურთ.
ვუსმენ... კარგ მუსიკას, საღ აზრს, ქადაგებას, ადამიანებს, კარგი მსმენელი ვარ.
ვხარჯავ... ენერგიას და ფულს, როცა მაქვს.
ვყოყმანობ... რაიმეს თხოვნაზე, თუნდაც, ჩემი კონცერტის სპონსორობის.
მძულს... ლენინი...... და ბრბო......
მწყინს... როდესაც გენიას ებრძვიან.
მსიამოვნებს... როდესაც დასაფასებელს აფასებენ, ამას ბევრი კონტექსტი აქვს.
მენატრება... მონაკო...
ვკამათობ... არ ვკამათობ, ყველას თავისი აზრი აქვს, ამიტომ ენერგიას არ ვხარჯავ.
მიყვარს... ღმერთი, შვილი, მეგობრები, სიცოცხლე, მზე ზღვა, მოგზაურობა, სიყვარული.
ვოცნებობ... არ ვოცნებობ, ვმოქმედებ, ოცნება დროის კარგვაა.
ვეჭვიანობ... არ ვარ ეჭვიანი.
ვალამაზებ... სამყაროს და სამყარო მე!
დავცინი... არავის.
ვაიგნორებ... ქაჯებს, მატყუარებს, უზრდელებს, შურიანებს, მტრებს.
ვიტყუები... ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, ამიტომ, გამონაკლისების გარდა, არ ღირს მოტყუება, იშვიათი გამონაკლისების გარდა.
მსურს... მოხდეს რეალიზება ჩემი სურვილების.
გირჩევთ.... მიხედეთ თქვენს ცხოვრებას.. რადგან დრო - გადის.
ჟურნალი "...და ქალი" (არქივიდან)
იხილეთ ასევე: მწუხარება ეკა და ნუკა კვალიაშვილების ოჯახში - ”უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი”