ვის ნაჩუქარ ბეჭედს ატარებს მარიშკა ჯავახაძე ყოველთვის? - " ყველა ქალშია სილამაზე, მთავარია მისი წარმოჩენა შეგეძლოს..."
ვის ნაჩუქარ ბეჭედს ატარებს მარიშკა ჯავახაძე ყოველთვის? - " ყველა ქალშია სილამაზე, მთავარია მისი წარმოჩენა შეგეძლოს..."
როგორც აღმოჩნდა, ბარბარიკა მანტკავას როლის შემსრული ულამაზესი, გემოვნებიანი და დახვეწილი მსახიობი სპორტულ სტილს ანიჭებს უპირატესობას. გაინტერესებთ მარიშკა ჯავახაძის შეხედულებები მოდასა და სილამაზეზე? ვის ნაჩუქარ ბეჭედს ატარებს ის მუდამ თან, და რისი პოვნაა ყოველთვის მის ჩანთაში შესაძლებელი? გაეცანით ბლიც-ინტერვიუს.

- დაასახელეთ სამი ყველაზე მოდური ადამიანი…
- ჯიჯი ჰადიდი, სარა ჯესიკა პარკერიდა მაკა ჩიჩუა.

- ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ ყველა ქალი ლამაზია უბრალოდ ზოგს სილამაზის წარმოჩენის უნარი არ აქვს?
-კი, ვეთანხმები... ყველა ქალშია სილამაზე, მთავარია მისი წარმოჩენა შეგეძლოს...

-სამი სამოსი, რომელიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ქალს გარდერობში...
-კარგი ხარისხის ჯინსი, შავი კლასიკური მოსაცმელი და პატარა შავი კაბა.

-ლამაზ სხეულში ყოველთვის ლამაზი სულია?

-არ არის აუცილებელი...

- ქალი ყველაზე სექსუალური და მიმზიდველი რომელ ასაკშია?
- ჩემი აზრით, ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს და ყველა ასაკში შეიძება იყოს ქალი მიმზიდველი.

- ქალი ყველაზე მოდურია, როცა...

- როცა, კომფორტულად გრძნობს თავს იმ სამოსში, რაც აცვია.

- როგორ ფიქრობთ, რა განსხვავებაა მოდურობასა და გემოვნებას შორის?
-მოდურობასა და გემოვნებას შორის? არასდროს მიფიქრია, ალბათ მოდურიც და გემოვნებიანიც ისაა, ვისაც აცვია ის, რაც უხდება...

-რომ არა კაცები, ქალი მოდას აყვებოდა?
- რა თქმა უნდა, მე მგონია, რომ ქალი პირველ რიგში ქალს ეპრანჭება და მერე კაცს...

- გაქვთ ფერი, რომელსაც არასდროს ღალატობთ?
-კი, ვარდისფერი.

-მოვლილი ქალის თქვენეულ ფორმულას ხომ არ გაგვიმხელდით?
-ფორმულა არ ვიცი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ალბათ ჯანსაღი კვება და დღეში ორი ლიტრი წყალი.

-ადრე ამბობდნენ, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო, ახლა კი სიტყვა მსხვერპლი ფულმა ჩაანაცვლა, როგორ ფიქრობთ მატერიალური მდგომარეობა სილამაზესთან კავშირშია?
-არა, იმიტომ რომ არაერთხელ გამიგია ბებიებისგან, რომ სახლის პირობებშიც შესაძლებელია თავის მოვლა... ასე რომ, სულაც არაა წარმოუდგენელი არ გქონდეს ფული და გამოიყურებოდე მიმზიდველად.

-მაღალქუსლიან ფეხსაცმელებში უფრო თავდაჯერებული ხართ თუ უბრალოდ კედებში?

-გააჩნია სად მივდივარ, მე ზოგადად კედები მაცვია
You must have Flash Player installed in order to see this player.
ხოლმე და უფრო ხშირად სპორტულ სტილს ვანიჭებ უპირატესობას, მაგრამ მაგალითად ოპერაში, კედებით ნამდვილად ვერ ვიქნები თავდაჯერებული.

- რომელია თქვენი საყვარელი აქსესუარი და რამე მოგონებას ხომ არ უკავშირდება ის?
-ჩემი საყვარელი აქსესუარია დედაჩემის მეგობრის ნაჩუქარი ოქროს ბეჭედი. ჩემს სამეგობროში ვართ ხუთი გოგო და ხუთივეს ასეთი ბეჭდები გვაქვს...

- ხშირად ის რაც ქალის ჩანთაში დევს მის ხასიათს ასახავს, რისი პოვნაა შესაძლებელი ყოველთვის თქვენს ჩანთაში?
- ჩემს ჩანთაში ყოველთვის შეიძლება ტუჩის დამატენიანებელი ბალზამის ნახვა.

მერიემ კაკაურიძე

კომენტარები (6)
მარი
ნან და ჟოსეფინა დანარჩენი კომენტარებიც შენი იქნება კარგად დააკვირდი!!!ისე ვინაა ეს ქალი არ ვიცი და არც მაინტერესებს!
ნან
ჩცდ-ში ბარბარიკას საქციელს ნაპოლეონის ცნობილი გამონათქვამი უხდება"ქალის სიწმინდე მე თოვლს მაგონებს.ის სუფთაა,თეთრია მაგრამ მალე დნება".
ქალი ნაცი
ეს ქალი ახალგაზრდა ნაცია, მამალი ნაცი. ეს მოგწონთ ამ ქალში?
დეა
ძალიან ღრმა და ყოვლისმომცველი ინტერვიუა.
რა მოგწნთ ამ ქალის ვერაფერი გავიგე
არანაირი +
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
12:19 / 16-08-2017
ზაფხულის ცხელ დღეებში ყველა ცდილობს, ქალაქს თავი დააღწიოს და საკუთარ თავს მშვიდი თუ აქტიური დასვენება მოუწყოს
22:18 / 28-06-2017
მსახიობმა მარიშკა ჯავახაძემ სოციალურ ქსელში გიგი უგულავასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
მამა პეტრეს ემოციური სიტყვები ცოლისადმი
11:18 / 14-09-2017
მამა პეტრემ ცოლს - ნინო ვეკუას, მისი ექვსი შვილის დედას, ემოციური სიტყვებით მიულოცა დაბადების დღე. ალბათ, ბევრი ცოლი ისურვებდა ასეთ სიტყვებს ქმრისგან:
 როგორ შეიცვალა მაკა ზამბახიძის ცხოვრება მას შემდეგ, რაც ის ჯანსაღი ცხოვრების წესს იცავს
14:24 / 11-09-2017
ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა თანამედროვე ცხოვრების განსაკუთრებული ტრენდია.
რაზე უჭირს უარის თქმა ყველაზე მეტად ნუკი კოშკელიშვილს? - "სულ ერთია, დავინახავ თუ არა, ნარკომანივით მეწყება კანკალი!"
11:36 / 29-08-2017
ხშირად ქალებს, რომელთა ყურებაც სიამოვნებას გვანიჭებს, დიდი სირთულეების გადალახვა უწევთ სასურველი მიზნის მისაღწევად.
„აქსესუარებთან ძალიან ცუდი დამოკიდებულება მაქვს“ - რა როლს თამაშობს მოდა რუსკა მაყაშვილის ცხოვრებაში
15:37 / 26-07-2017
მოდა მდედრობითი სქესის წარმომადგენლების სტიქიაა, იშვიათად თუ შეხვდებით ქალს, რომელსაც არ აინტერესებს ეს სფერო, ქალების ძირითადი ნაწილისთვის ცხოვრება მოდის გარეშე "უღიმღამოა"...
რა უცნაური ჩვევა აქვს კრისტი ყიფშიძეს? - " როცა პროდუქტს შევიძენ და გავხსნი აუცილებლად ვსუნავ..."
15:34 / 25-07-2017
მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მომხიბლავად მიიჩნევენ "სავსე" ფორმებს, ხშირ შემთხვევაში სუსტ გოგონები უფრო დიდი ყურადღების ობიექტები ხდებიან.
"ვინც მუშაობს და ამავდროულად ჰყავს ოჯახი, ყველა გამიგებს..." - როგორ ჩადგა ფორმაში 3 შვილის დედა თამუნა ლეკვეიშვილი
21:42 / 17-07-2017
ბოლო პერიოდში „კომედი შოუს“ მსახიობმა და „ვანოს შოუს“ მუსიკალური ბენდის ხელმძღვანელმა თამუნა ლეკვეიშვილმა იმიჯი შეიცვალა, წონაშიც დაიკლო და არაჩვეულებრივადაც გამოიყურება.
"ვერავინ დამაჯერებს, რომ კიტრი კანს უშველის" - შორენა ბეგაშვილის სილამაზის ფორმულა
16:32 / 17-07-2017
მდედრობითი სქესის წარმომადგენლების ფსიქოლოგია ისეა მოწყობილი, რომ ისინი ღრმა ბავშვობიდანვე იწყებენ სხეულზე ზრუნვას, ინტერესდებიან ტუჩსაცხებით, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით და ა.შ.
"ვერიდები გოიმებს, ჭორიკნებს, ბოღმებს" - რას ნანობს ეკა კვალიაშვილი
11:51 / 07-07-2017
ვჭორაობ... არასოდეს, არ მაინტერესებს ეს სფერო. ბევრი საქმე მაქვს და საინტერესო ცხოვრება.
"ბევრად მარტივია ჩვეულებრივი გოგოსთვის მეორე ნახევრის პოვნა, ვიდრე ჩემთვის..." - ნინი ბადურაშვილი კარიერასა და პირადზე
21:12 / 03-07-2017
მას შემდეგ, რაც მომღერალი ნინი ბადურაშვილი "პრაიმ შოუს" ერთ-ერთი წამყვანი გახდა, ბავშვობის ოცნება აისრულა და ამ დიდ გამოწვევას სიამოვნებით დათანხმდა.
  „მეორედ თუ შემომთავაზებენ, უარყოფით როლს აღარ დავთანხმდები!“ - ვინ არის გრიზელდა?
16:40 / 27-06-2017
მსახიობი ლია სულუაშვილი 50 წელია სცენაზე დგას. განსახიერებული აქვს ასზე მეტი როლი. ამავდროულად, მესხეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია, მაგრამ ისეთი რისხვა საზოგადოებისგან არასდროს დაუმსახურებია, როგორც „ჩემი ცოლის დაქალებში“ გამოჩენისთანავე მოხდა.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი