მდედრობითი სქესის წარმომადგენლების ფსიქოლოგია ისეა მოწყობილი, რომ ისინი ღრმა ბავშვობიდანვე იწყებენ სხეულზე ზრუნვას, ინტერესდებიან ტუჩსაცხებით, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით და ა.შ.
ზოგჯერ, ვიზუალზე ზრუნვა მოსაწყენი, უფრო სწორად კი დამღლელიც ხდება... ყველა ქალის ცხოვრებაშია ისეთი მომენტი, როცა ცდილობს ლამაზად გამოიყურებოდეს მნიშვნელოვან შეხვედრაზე და სწორედ მაშინ ვერ იხდენს სამოსს.
შორენა ბეგაშვილი ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება. როგორ ახერხებს ქართველი სექს-სიმბოლო ყოველთვის თვალისმომჭრელი იყოს, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
- შორენა, რა სიხშირით სტუმრობთ სილამაზის სალონებს?
-გაგიკვირდებათ და ძალიან იშვიათად, სალონში მხოლოდ მაშინ მივდივარ, როდესაც გადაღებები მაქვს.
- თავის მოვლის რა საშუალებებს იყენებთ? სახლის პირობებში მომზადებულ საცხებზე რა აზრის ხართ?
-არ ვიცი, ვერავინ დამაჯერებს, რომ კიტრი კანს უშველის. მე მშრალი კანი მაქვს და სულ მჭირდება დამატენიანებელი, ვფიქრობ სწორად შერჩეული სახის კრემი, ძალიან მნიშვნელოვანია. თავის მოვლის სხვა საშუალებებს რაც შეეხება, მანიკურის წასმაც ვიცი, თმის დავარცხნაც, წარბების გაკეთებაც, ყველაფერს ჩემით ვიკეთებ. სხვათაშორის, ხშირად მეკითხებიან, წარბებს რომელ სალონში იკეთებო, არავის სჯერა, რომ ჩემით ვიკეთებ (იცინის).
- არის რამე აქსესუარი, რომლის გარეშეც არასდროს გადიხართ გარეთ?
-არ ვიცი შეიძლება თუ არა ამას აქსესუარი ეწოდოს, თუმცა ჯვარის გარეშე არასდროს გავდივარ გარეთ და სახლშიც ყოველთვის მიკეთია.
- როგორ იკვებებით? დიეტაზე ყოფილხართ ოდესმე?
-დიეტების მოყვარული არ ვარ, მაგრამ ვარჯიში მიყვარს ძალიან, კვირაში ხუთი დღე ვვარჯიშობ. ხოლო წონას რაც შეეხება, ტკბილეული მიყვარს და ალბათ უფრო ხშირად ეგ მასუქებს, თორემ საჭმელებზე დიდად არ ვგიჟდები. გაგრძელება