ბოლო პერიოდში „კომედი შოუს“ მსახიობმა და „ვანოს შოუს“ მუსიკალური ბენდის ხელმძღვანელმა თამუნა ლეკვეიშვილმა იმიჯი შეიცვალა, წონაშიც დაიკლო და არაჩვეულებრივადაც გამოიყურება.
წარმატებულ კარიერასთან ერთად, თამუნას პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი რიგზე აქვს - მუსიკოსი მეუღლე გიგი ოქროპირიძე და სამი შვილი ჰყავს. მსახიობს შვილებზე, ოჯახსა და თავის მოვლაზე ვესაუბრეთ.
- იქიდან გამომდინარე, რომ „ვანოს შოუ“ ივლისის ბოლომდე ეთერშია, მეც და ბავშვებსაც თბილისში გვიწევს ყოფნა, აგვისტოში ჯერ ბაკურიანის ხეობაში ვაპირებთ წასვლას, შემდეგ ზღვაზე გადავინაცვლებთ - შეკვეთილში გვინდა ბავშვები წავიყვანოთ.
- ახლა რამდენი წლისანი არიან შენი შვილები?
- უფროსი, ანუ ნინი არის 7 წლის, ნიკოლოზი - 5, ელენე-3.
- ნინისთვის პირველი სასწავლო წელი დასრულდა, როგორ გაიარეთ ეს ახალი ეტაპი?
- როცა ბავშვი შედის პირველ კლასში, მასთან ერთად ალბათ ყველა მშობელი ნერვიულობს და მეც არ ვიყავი გამონაკლისი, ვღლეავდი, როგორ შეეგუებოდა სკოლას, სწავლის საკითხი როგორ იქნებოდა და ა.შ. მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ სკოლა ნინის ცხოვრებაში ძალიან კარგად შემოვიდა. ნიუტონის თავისუფალ სკოლაში დადის, სადაც სწავლების მეთოდი ბავშვების ფსიქოლოგიაზე მორგებულია, თამაშ-თამაშით ასწავლიან და ეს ყველაფერი რასაკვირველია პატარებზე კარგად აისახება. შედეგად, ნინის ძალიან შეუყვარდა სკოლაში სიარული, მეტიც, უკვე ენატრება კიდეც. ნიკოლოზი და ელენე ჯერ ისევ ბაღში რჩებიან.
- თამუნა, პროფესიული თვალსაზრისით ძალიან დაკავებული ხარ, ვინ გეხმარება ბავშვების საკითხში და რამდენად იცლი საოჯახო საქმეებისთვის?
- ძიძა მეხმარება ყველაფერში. დილით სამ ბავშვთან ერთად ჩემი მომზადება სამსახურში წასასვლელად, ძალიან რთული ამბავია, ამიტომ დილიდანვე მოდის ძიძა და მეხმარება, მის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა. რაც შეეხება საოჯახო საქმეებს, ვაკეთებ იმდენად, რამდენადაც ამის დრო მრჩება, ვინც მუშაობს და ამავდროულად ჰყავს ოჯახი, ყველა გამიგებს და მიხვდება რასაც ვგულისხმობ.
- სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სამ ბავშვზე ზრუნვა და მათზე ყურადღების გადანაწილება, ადვილი ნამდვილად არ არის. შენ როგორც მშობელი, რას გამოჰყავხარ მდგომარეობიდან ბავშვებთან მიმართებაში და ზოგადად, როგორია შენი მიდგომა შვილების აღრზდის საკითხზე?
- ნამდვილად არ მივეკუთვნები იმ მშობლების კატეგორიას, შვილებს კუთხეში დადგომით რომ სჯიან, არ მიყვარს თავხედი ბავშვები და ყოველთვის ვცდილობ, ჩემს შვილებს ავუხსნა, რას აშავებენ და არა მოწოდებებით გავაკეთებინო ის, რაც მე მინდა. აი, მდგომარეობიდან რას გამოვყავარ, იცი? რომ ვეძახი რომელიმეს, ესმის და არ მპასუხობს, ამ დროს ძალიან ვბრაზდები და ხმას ვუწევ, ესაა ჩემი გაბრაზება. ალბათ არც ერთი ბავშვი არ გაზრდილა ამის გარეშე. სამი ბავშვი ერთ სახლში ნიშნავს იმას, რომ სახლი ყოველთვის არეულია და არასდროს ლაგდება, მით უმეტეს რომ პატარები ძალიან ცელქები არიან. გარდა ამისა, როცა სადმე გვინდა წაყვანა-გასერინება, ერთ-ერთს ხომ არ წაიყვან და დანარჩენებს ხომ არ დატოვებ? უნდა წაიყვანო ყველა, ეს კი ადვილი არაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა დახურულ სივრცეში, თუნდაც კონცერტზე მიგვყავს. ამას წინათ კამერული მუსიკის კონცერტზე წავიყვანეთ სამივე, მაგრამ ბავშვები არიან და სულ ჩუმად ვერ ჩერდებიან, იციან, რომ არ უნდა ისაუბრონ, ჩუმად იყვნენ, მაგრამ მაინც არ გამოდის ისე, როგორც უფროსებს გვინდა... ხშირად ვიწვევთ დამსწრე საზოგადოების უკმაყოფილებას, მათიც მესმის, მაგრამ სულ სახლში ხომ არ დავტოვებ?! მიუხედავად ამ უხერხულობისა, მაინც დავდივართ და შეგვაქვს ხმაური, სადაც შევდივართ. ვფქირობ, რომ აქედან, ამ ასაკიდანვე უნდა მიეჩვიონ სხვადასხვა ღონისძიებაზე სიარულს და მუსიკის მოსმენას, ამიტომაც მეც და ჩემი მეუღლეც, როცა დრო გვაქვს, ვცდილობთ ვატაროთ ასეთ საღამოებზე. გაგრძელება + ფოტო