მოდა მდედრობითი სქესის წარმომადგენლების სტიქიაა, იშვიათად თუ შეხვდებით ქალს, რომელსაც არ აინტერესებს ეს სფერო, ქალების ძირითადი ნაწილისთვის ცხოვრება მოდის გარეშე "უღიმღამოა"...
სწორედ ასე ახასიათებს რუსკა მაყაშვილი მსოფლიოს, მოდის გარეშე, თუმცა, როგორც აღმოჩნდა მას არც აქსესუარები უყვარს და უბრალოდ კედებში ბევრად უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, ვიდრე მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელში.
- როგორი იქნებოდა მსოფლიო მოდის გარეშე?
- უღიმღამო...
- დაასახელეთ ყველაზე მოდური ადამიანი მსოფლიოში.
- რთულია გამოარჩიო, ძალიან ბევრი არიან, მე ყველაზე მეტად ქეით მოსი მომწონს.
- ეთანხმებით იმ აზრს, რომ ყველა ქალი ლამაზია, უბრალოდ ზოგს სილამაზის წარმოჩენის უნარი არ აქვს, ანუ თავს არ უვლის?
- ყველა ქალი ლამაზი ნამდვილად არ არის, მაგრამ არსებობენ ქალები, რომლებიც ლამაზები არიან და სილამაზის წარმოჩენის უნარი არ აქვთ...
-სამოსი, რომელიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ყველა ქალს გარდერობში?
- ეს ინდივიდუალურია რა თქმა უნდა, მაგრამ ალბათ კარგი ჯინსი ყველასთვის აუცილებელია. დანარჩენი დამოკიდებულია იმაზე, ვისთვის რა არის უფრო პრაქტიკული, ზოგს სპორტული სტილი აქვს ზოგს - კლასიკური, ზოგი შარვალში უკეთ გრძნობს თავს, ზოგი - კაბაში, მაგრამ ყველასთვის აუცილებელია კარგი, ლურჯი ჯინსი გარდერობში.
- ლამაზ სხეულში ლამაზი სულია?
- არა, რა თქმა უნდა! ძალიან ბევრ ლამაზ სხეულში ყველაზე მახინჯი და მდაბიო სულებიც არსებობს...
- ქალისთვის ყველაზე ბედნიერი წლები როდისაა?
- ყველა შეიძლება იყოს ბედნიერი წელი, აბსოლუტურად ყველა...
- ქალი ყველაზე მოდური არის როცა...
- როცა შეყვარებულია (იცინის).
- როგორ ფიქრობთ, რა განსხვავებაა მოდურობასა და გემოვნებას შორის? საერთოდ, არის განსხვავება?
- რაც მოდაშია, ხშირ შემთხვევაში შეიძლება არ გიხდებოდეს ადამიანს, ამიტომ გემოვნება ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
- რომ არა კაცები, ქალი მოდას თუ აყვებოდა თქვენი აზრით?
- რა თქმა უნდა აყვებოდა, აუცილებლად!
- თუ გაქვთ ფერი, რომელსაც არ ღალატობთ?
- კი, მაქვს ფერი, რომელსაც არ ვღალატობ, ეს არის შავი. არ ვიცი ქართველობას დავაბრალო თუ რას, მაგრამ ჩემთვის ყველაზე კომფორტული მაინც შავი ფერია.
- ფიტნესი რა როლს ასრულებს თქვენს და ზოგადად 21 საუკუნის ადამიანის ცხოვრებაში?
- ჩემს ცხოვრებაში ფიტნესი არც ისე დიდი რაოდენობითაა, მაგრამ, როდესაც ფორმიდან ვვარდები მივმართავ ხოლმე... საქართველოში, ვფიქრობ ახლა საკმაოდ მოდურია ფიტნესი, თუმცა ძირითადად სელფების გადასაღებად მიმართავენ ხოლმე (იცინის)...
- სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო, სტერეოტიპია თუ არა? რას ფიქრობთ ამაზე?
- არა, სილამაზე მსხვერპლს არ მოითხოვს...
- შეცვლიდით რამეს თქვენს გარეგნობაში?
- ადრე კი, ახლა - არა.
- მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელზე უფრო თავდაჯერებული ხართ თუ უბრალოდ კედებში?
-უბრალოდ კედებში.
- რომელია თქვენი საყვარელი აქსესუარი?
- აქსესუარებთან ძალიან ცუდი დამოკიდებულება მაქვს, საყურეები, ბეჭდები და სამაჯურები არ მიყვარს... ხშირ შემთხვევაში ვერ ვხმარობ ხოლმე სამკაულებს, ჩანთებს იმიტომ ვატარებ, რომ მჭირდება, გარდა ამისა ყოველთვის მიკეთია ჯვარი, ახლა უკვე ნიშნობის ბეჭედი და ერთადერთი, საათი შეიძლება გავიკეთო ხოლმე, ძალიან იშვიათად.
მერიემ კაკაურიძე
იხილეთ ასევე:
<div style="padding: 0px; margin: 0px; font-family: bpg_mrgvlovani; color: #000000; font-size: 14px;">ვის ნაჩუქარ ბეჭედს ატარებს მარიშკა ჯავახაძე ყოველთვის? - " ყველა ქალშია სილამაზე, მთავარია მისი წარმოჩენა შეგეძლოს..."</div>
<div style="padding: 10px; margin: 0px; color: #000000; font-family: Arial, Helvetica, sans-serif; font-size: 14px;"></div>