"აივნიდან, 25 მეტრის სიმაღლიდან გადმოვვარდი და, მადლობა ღმერთს, ცოცხალი ვარ, რა მაქვს საწუწუნო, ძალიან იღბლიანი ვარ, ზუსტად ვიცი, რომ გავივლი და გავხდები ისეთი, როგორიც ვიყავი.
მთელი გულით გთხოვთ, არ დამთრგუნოთ, არ მაგრძნობინოთ, რომ რამით განვსხვავდები თქვენგან, რომ ბევრ რაღაცაში შეზღუდული ვარ, რომ კიდურები არ მემორჩილება, გთხოვთ, ამას ნუ მაგრძნობინებთ, ეს მე ისედაც ვიცი. მეც თქვენნაირი ადამიანი ვარ, უბრალოდ ჩემი ნერვები დროებით ვერ ასრულებენ თავის ფუნქციას... მალე აღდგება და მეც ვიხტუნავებ. ფაკულტეტი ფსიქოლოგიური ავირჩიე, რადგან მინდა ძლიერი ფსიქიკა მქონდეს, რომ ჩემმა
მდგომარეობამ არ მაჯობოს და არ გამაგიჟოს..." - წლების წინ ნინუცა დარბაიძის ამ გულღია წერილმა სოციალური ქსელი ააფეთქა... თუ როგორია ნინი დარბაიძის დღევანდელობა, ამის შესახებ იგი თავად გვესაუბრება...
- ცხოვრება ბრძოლაა, მიზნისკენ სწრაფვა, განვითარება... რომ დავფიქრდეთ, სხვა გზა არც მაქვს! თუ მინდა, რომ რამეს მივაღწიო, ან ძლიერი უნდა ვიყო, ან უბრალოდ დავნებდე და ვიწვე, მომიარონ და გავხდე მცენარე, რომელიც სილამაზისთვის უდევთ სახლში. ამას უკვე თავად ირჩევ გინდა იყო მცენარე თუ ადამიანი... ეს დრო უკან არ დამიბრუნდება და ამიტომ სისულელე იქნება მე თუ იმას დაველოდები როდის გავივლი! ვცდილობ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვიყენო აქ და ახლა. ნამდვილად არ ვფიქრობ იმაზე როდის ვისწავლი სიარულს, რომც ვიფიქრო, ამით ვერაფერს შევცვლი! ვარჯიში მჭირდება, რომ დავდგე და ამას ისედაც ვაკეთებ პარალელურად...
- მუდამ პოზიტიური ხართ, ძალიან კარგი გარეგნობის და თაყვანისმცემლებიც მრავლად გყავთ...
გაგრძელება + ფოტო