მსახიობი შორენა ბეგაშვილი წელიწად-ნახევრის წინ დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. მისი ქალიშვილი ევა ბარბაქაძე ფანჯრიდან გადავარდა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.
შორენას თქმით, მან დიდი სირთულეები უკვე გადალახა და სხვა დანარჩენი სასაცილოდ ეჩვენება.
"სირთულეები ჩემი ცხოვრების თანმდევია, ყოველთვის ყველაფერზე მაკრიტიკებდნენ. ვთქვი, ქურქები მიყვარს-მეთქი და გამაკრიტიკეს; ბრილიანტები მიყვარს-მეთქი და ვაიმე, ეს როგორ ვთქვი თურმე. შეყვარებული მყავს-მეთქი და ყველამ გაიკვირვა, გამაკრიტიკეს. ისეთი ქალი მანახა, ვისაც ეს ყველაფერი არ მოსწონს და გავჩუმდები.
მადლობა ღმერთს, ჩემი წარმატება იმ ხალხზე არ არის დამოკიდებული, ვინც ტალახს მესვრის. თუმცა მადლობა მათ, რომ არა ისინი, ასეთი შემართება და სტიმული არ მექნებოდა. გაგრძელება
რას იპოვით შორენა ბეგაშვილის ჩანთაში: "ერთ ჩანთას ქალი ვერასდროს აირჩევს..."