როგორ ზრუნავს გარეგნობაზე ნინი ონიანი
როგორ ზრუნავს გარეგნობაზე ნინი ონიანი
ყველა ქალი უნიკალური და განსხვავებულია, თუმცა მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს ბევრი საერთო თვისება გვაკავშირებს. იცით, ყველაზე საინტერესო რა არის? ყველაზე მეტად სხვა ქალებს არაორდინარულობით ვემსგავსებით. ჩვენ ძალიან მოგვწონს თავის მოვლა, შოპინგი, ყურადღების ცენტრში ყოფნა. ნინი ონიანმა ამ და სხვა რამდენიმე "ქალურ კითხვაზე" გვიპასუხა.

- რისი გაკეთება მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვნად სილამაზის შესანარჩუნებლად?

- ჯანსაღი ცხოვრების წესი. ვარჯიში, სწორი კვება და ბევრი წყალი. ნუ, რა თქმა უნდა, თუ დავახმართ ნაირნაირ სასიამოვნო პროცედურას, ძალიან კარგი იქნება.

- რა სიხშირით სტუმრობთ სილამაზის სალონებს? და ყველაზე
ხშირად რომელი მომსახურებით სარგებლობთ?

- მანიკიურს ვიკეთებ ძალიან ხშირად. ფრჩხილები სულ მოწესრიგებული უნდა მქონდეს. ასევე, თუ სადმე მივდივარ, ვიკეთებ თმას...

- მაკიაჟს ყოველდღიურად იკეთებთ?

- არა. თუ საჭიროება არ არის, მხოლოდ ტუჩსაცხით და თვალის ტუშით შემოვიფარგლები.

- არის რამე აქსესუარი, რომლის გარეშეც არასდროს გადიხართ გარეთ?

- დიახ, საათი და სათვალე.

- შეგიძლიათ გაიხსენოთ, ბოლოს როდის იშოპინგეთ და დაახლოებით რა დაგიჯდათ ეს სიამოვნება?

- გუშინ ვიშოპინგე, ვიყიდე პალტო და გამოსასვლელი კაბა. რა დამიჯდა, არ ვიცი, მე არ გადამიხდია.

- ტანსაცმლის შეძენის დროს ბრენდს უფრო დიდ ყურადღებას აქცევთ თუ მოდელს?

- მოდელს და იმას, თუ როგორ გამოვიყურები, რასაც ვირჩევ, იმ სამოსში.

- კვებას რამდენად დიდ ყურადღებას აქცევთ? დიეტაზე ყოფილხართ?

- კვებას დიდ ყურადღებას ვაქცევ, მაგრამ თავს არაფერს ვუკრძალავ. დიეტაზე არ ვყოფილვარ. ერთადერთხელ, მშობიარობის შემდეგ, უბრალოდ, ნახშირწყლები ამოვიღე რაციონიდან.

- არსებობს რამე გზა, რომლითაც არასდროს შეეცდებით ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლას?

- ჩემთვის წონაში მომატებაა მიუღებელი. ყველაზე მარტივი გზა ჯანსაღი ცხოვრების წესია... არავითარი ქირურგიული ჩარევა.. ნუ შევჭამთ ბევრს და არ გავსუქდებით.

- როგორ ფიქრობთ, არის თუ არა კავშირი ადამიანის გარეგნობასა და შინაგან სამყაროს შორის?

- არის, მაგრამ ყოველთვის არა.

- მკითხავთან ყოფილხართ ოდესმე?

- ვყოფილვარ, კი, თუმცა არ მჯერა. დიდი ხნის წინ იყო, არ მახსოვს, რა მითხრა.

- თქვენი აზრით, ქალისთვის ყველაზე დიდი სირთულე რა არის?

- მარტოხელა დედობა.

- როცა უგუნებოდ ხართ, რას აკეთებთ ხოლმე მდგომარეობიდან გამოსასვლელად?

- მუსიკას ვუსმენ ან ფილმს ვუყურებ.

-როგორი უნდა იყოს იდეალური ქალი, თქვენი აზრით?

- იდეალური ქალი არ არსებობს, არც კაცი და ზოგადად, არაფერი არ არსებობს იდეალური.

მერიემ კაკაურიძე



რისი პოვნა შეიძლება ყოველთვის ნინი ონიანის ჩანთაში და რას შეცვლიდა ის

საკუთარ გარეგნობაში?

რისი პოვნა შეიძლება ყოველთვის ნინი ონიანის ჩანთაში და რას შეცვლიდა ის საკუთარ გარეგნობაში?



კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
11:40 / 01-06-2017
სექსუალურ და მიმზიდველ მოდელს, ნინი ონიანს მოდასა და სილამაზეზე ვესაუბრეთ. მან ასევე გაგვიზიარა თავისი შეხედულებები ქალურ ბედნიერებასა და მოვლილი ქალის თავისებურ ფორმულაზე.
20:29 / 17-08-2016

''კომედი შოუს'' მსახიობმა ნინი ონიანმა სოციალურ ქსელში ფოტოები ატვირთა წარწერით - ახლად დაქორწინებულები. ნინი მისი რჩეულის სახელს და გვარს არ ამხელს. ერთ-ერთ კომენტარში ვკითხულობთ, რომ ყველაფერს ნანუკა ჟორჟოლიანს მოუყვება გადაცემაში.

ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
"ჩემი ქმარი ოცნების ასრულებაში დამეხმარა", - ანუკი არეშიძის ინტერვიუ ამერიკულ Forbes-თან
11:22 / 13-12-2017
"ჩემი ქმარი ძალიან დამეხმარა, ოცნება ამესრულებინა. ახლა კი ვცდილობ, გამოვიყენო შანსი და სხვა ქალებისა და ბავშვებისთვის ბევრი რამ გავაკეთო", - ამის შესახებ კახა კალაძის ცოლმა ანუკი არეშიძემ ამერიკულ ჟურნალ Forbes-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ჩემი მაგალითი  ქართველ ქალებსაც მისცემს იმის განცდას, რომ არასდროს არის შვილის ყოლა გვიანი" - თეა წულუკიანი პატარა მერიკოს შესახებ
13:07 / 10-12-2017
საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი გადაცემაში "რა დროს ძილია" საკუთარ შვილთან, რვა თვის მერიკოსთან ერთად გამოჩნდა. ბუნებრივია, მინისტრთან საუბრის ერთ-ერთი თემა, პატარა მერიკოს ამ ქვეყნად მოვლინებასაც შეეხო.
"გაცილებით უფრო კარგი წელიწადი გვექნება!" - მიშა ცაგარელი მშობლებზე, შვილებზე, ოჯახურ იდილიაზე...
12:57 / 10-12-2017
"ვითვალისწინებდი შვილების ფსიქოტიპს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და იმ დროს ვარჩევდი, რომელიც ამა თუ იმ საქმისთვის უფრო სასიკეთო პერიოდი იყო...
რა უჩვეულო ნივთის პოვნა შეიძლება მარიშკა ჯავახაძის ჩანთაში და რაზე უჭირს უარის თქმა ყველაზე მეტად მსახიობს
10:25 / 05-12-2017
მარიშკა ჯავახაძემ გვიამბო, სად შოპინგობს, როგორ ახერხებს ყოველთვის ფორმაში ყოფნას და რა გზებს მიმართავს განწყობის გასაუმჯობესებლად, როცა უგუნებოდაა.
გაიცანით ჰოლივუდის ვარსკვლავების ქართველი ფიტნეს ინსტრუქტორი
14:37 / 02-12-2017
კოკა ლანჩავა 9 წელია, ამერიკაში ცხოვრობს და ცნობილი ფიტნესდარბაზების ქსელის - Equinox-ის მწვრთნელია.
"ყველაფერი ერთად დამატყდა თავს, მარტო ვიყავი" - ნათია თოდუას წარმატების გზა
14:32 / 02-12-2017
"სრულიად უცხო ადამიანები მიდგანან მხარში და მეხმარებიან"
23 წლის ქართველი ფსიქოლოგის მიერ შექმნილმა ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებმა საზოგადოების ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა
14:20 / 01-12-2017
ქართულ ბაზარზე ახალი, ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები გამოჩნდა, რომელმაც საზოგადოების დიდი ყურადღება და მოწონება დაიმსახურა.
"ქალმა არასდროს უნდა შესწიროს სიყვარულს რაღაც" - როგორ გადალახეს შორენამ და ევამ რთული პერიოდი
19:58 / 29-11-2017
მსახიობი შორენა ბეგაშვილი წელიწად-ნახევრის წინ დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. მისი ქალიშვილი ევა ბარბაქაძე ფანჯრიდან გადავარდა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.
"ვერ დაველოდები წარსულს, როდის დავდგები ისევ ფეხზე... მთელი გულით გთხოვთ, არ დამთრგუნოთ!" - როგორია ნინი დარბაიძის დღევანდელი დღე
13:15 / 26-11-2017
"აივნიდან, 25 მეტრის სიმაღლიდან გადმოვვარდი და, მადლობა ღმერთს, ცოცხალი ვარ, რა მაქვს საწუწუნო, ძალიან იღბლიანი ვარ, ზუსტად ვიცი, რომ გავივლი და გავხდები ისეთი, როგორიც ვიყავი.
თემურ წიკლაური თავის ბავშვობაზე, ოჯახურ იდილიასა და უდიდეს ტკივილზე
16:54 / 24-11-2017
"ვმღეროდით და ხალხისთვის ბედნიერება მოგვქონდა როგორც საქართველოში, ისე მთელ დედამიწაზე.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31