რა უჩვეულო ნივთის პოვნა შეიძლება მარიშკა ჯავახაძის ჩანთაში და რაზე უჭირს უარის თქმა ყველაზე მეტად მსახიობს
რა უჩვეულო ნივთის პოვნა შეიძლება მარიშკა ჯავახაძის ჩანთაში და რაზე უჭირს უარის თქმა ყველაზე მეტად მსახიობს
მარიშკა ჯავახაძემ გვიამბო, სად შოპინგობს, როგორ ახერხებს ყოველთვის ფორმაში ყოფნას და რა გზებს მიმართავს განწყობის გასაუმჯობესებლად, როცა უგუნებოდაა. როგორც აღმოჩნდა, მას ცხარე და მჟავე საკვები უყვარს და გვიან ღამით წახემსებასაც არ ერიდება. ის ამბობს, რომ მეორადი ტანსაცმლის შეძენა სათაკილოდ არ მიაჩნია. ასევე, მარიშკამ გაგვიზიარა თავისი აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს იდეალური ქალი.

-ქალის №1 ვალდებულებად რა მიგაჩნიათ?

- ვაი, რატომ კონკრეტულად ქალის (იღიმის)? ქალსა და კაცს, ორივეს ერთნაირი ვალდებულებები აქვს და ეს ვალდებულება, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია. ყველა
ადამიანს თავისი პირადი ვალდებულება აქვს.

- როგორ ფიქრობთ, რისი გაკეთებაა ყველაზე მნიშვნელოვანი სილამაზის შესანარჩუნებლად?

- სწორი კვება, საკმარისი ძილი, 2 ლიტრი წყალი. ჯერჯერობით ასეა, მოგვიანებით, ასაკში, ალბათ პროფესიონალების დახმარება დამჭირდება.

- სად შეიძლება შეიძინო გემოვნებიანი და ხარისხიანი სამოსი ეკონომიურად?

- ნიუ-იორკში სეილზე (იღიმის), თუმცა ბოლო დროს საქართველოშიც შემოდის საკმაოდ კარგი და ეკონომიური ბრენდები.

- ონლაინშოპინგზე რა აზრის ხართ?

- ონლაინშოპინგის დიდი მოყვარული ვარ, თითქმის ყველაფერს ვიწერ. დიდ სიამოვნებას მანიჭებს სახლში ჩაის ჭიქით ჯდომა და თან შოპინგი.

- მეორადი ტანსაცმელი შეგიძენიათ ოდესმე?

-ალბათ, არა, არ მახსოვს... თუმცა არა იმიტომ, რომ მეთაკილება. უბრალოდ, აურის ტარების მჯერა და მგონია, რომ სხვისი ნაცვამი ტანსაცმლის აურა ჩემზე გადმოვა. მაგრამ ძალიან თუ მომეწონა, ალბათ, უარს არ ვიტყვი.

- ქართველი დიზაინერების სამოსს იცვამთ ხოლმე?

- რამდენიმე კაბა მაქვს და ძალიან მომწონს. ამ ბოლო დროს განსაკუთრებით მომწონს და მეამაყება ჩვენი დიზაინერები.

- როგორ ახერხებთ ყოველთვის ფორმაში ყოფნას, ვარჯიშობთ, სწორად იკვებებით თუ გენეტიკის დამსახურებაა?

-არა, დიეტაზე, საბედნიეროდ, არ ვყოფილვარ... ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის ფორმაში ვარ, ბევრი რამეა ჩემს სხეულში, რაც არ მომწონს, თუმცა წონის პრობლემა არ მაქვს და ეს გენეტიკის დამსახურებაა, მამის მხრიდან. ისე, ჭამა მიყვარს, განსაკუთრებით, ღამე.

- არსებობს რამე გზა, რომლითაც არასდროს შეეცდებით ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლას?

- კი, შიმშილით და გასახდომი ტაბლეტებით. ორივე ძალიან მავნეა ორგანიზმისთვის.

- რომელია თქვენთვის გამორჩეულად საყვარელი მავნე პროდუქტი, რომელზეც უარის თქმა ყველაზე მეტად გიჭირთ?

- ალბათ, ჩიფსები... და ცხარე და მჟავე საკვები, ტკბილი არ მიყვარს.

- როცა უგუნებოდ ხართ, მდგომარეობიდან გამოსასვლელად?

- ასეთ დროს ყველაზე მეტად დედასთან საუბარი მეხმარება. თუ დედა შინ არაა, მაშინ წიგნს ვკითხულობ.

- ყველაზე მოულოდნელი ნივთი თქვენს ჩანთაში?

- ჩანთაში მხოლოდ იმ ნივთებს ვდებ, რომლებიც მჭირდება. არ მიყვარს არაორგანიზებული და მოუწესრიგებელი, არეული ჩანთები. თუმცა "მაკდონალდსის" კეტჩუპის შეკვრას ხშირად დავატარებ ჩანთით (იცინის).

- თქვენი აზრით, როგორია იდეალური ქალი?

- ჩვენს საზოგადოებაში ქალისგან ბევრს ითხოვენ, ცოლი უნდა იყოს მეოჯახე და ამასთან ერთად, უნდა გამოიყურებოდეს უნაკლოდ, ყოველთვის მოწესრიგებული უნდა იყოს. ჩემთვის კი, პირადად, იდეალური ქალი ბუნებრივი ქალია. ქალი, რომელიც არ თამაშობს და კომფორტშია საკუთარ თავთან.

მერიემ კაკაურიძე



ვის ნაჩუქარ ბეჭედს ატარებს მარიშკა ჯავახაძე ყოველთვის? - " ყველა ქალშია

სილამაზე, მთავარია მისი წარმოჩენა შეგეძლოს..."

ვის ნაჩუქარ ბეჭედს ატარებს მარიშკა ჯავახაძე ყოველთვის? -



კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
12:19 / 16-08-2017
ზაფხულის ცხელ დღეებში ყველა ცდილობს, ქალაქს თავი დააღწიოს და საკუთარ თავს მშვიდი თუ აქტიური დასვენება მოუწყოს
16:17 / 17-07-2017
როგორც აღმოჩნდა, ბარბარიკა მანტკავას როლის შემსრული ულამაზესი, გემოვნებიანი და დახვეწილი მსახიობი სპორტულ სტილს ანიჭებს უპირატესობას.
22:18 / 28-06-2017
მსახიობმა მარიშკა ჯავახაძემ სოციალურ ქსელში გიგი უგულავასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
"ჩემი ქმარი ოცნების ასრულებაში დამეხმარა", - ანუკი არეშიძის ინტერვიუ ამერიკულ Forbes-თან
11:22 / 13-12-2017
"ჩემი ქმარი ძალიან დამეხმარა, ოცნება ამესრულებინა. ახლა კი ვცდილობ, გამოვიყენო შანსი და სხვა ქალებისა და ბავშვებისთვის ბევრი რამ გავაკეთო", - ამის შესახებ კახა კალაძის ცოლმა ანუკი არეშიძემ ამერიკულ ჟურნალ Forbes-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ჩემი მაგალითი  ქართველ ქალებსაც მისცემს იმის განცდას, რომ არასდროს არის შვილის ყოლა გვიანი" - თეა წულუკიანი პატარა მერიკოს შესახებ
13:07 / 10-12-2017
საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი გადაცემაში "რა დროს ძილია" საკუთარ შვილთან, რვა თვის მერიკოსთან ერთად გამოჩნდა. ბუნებრივია, მინისტრთან საუბრის ერთ-ერთი თემა, პატარა მერიკოს ამ ქვეყნად მოვლინებასაც შეეხო.
"გაცილებით უფრო კარგი წელიწადი გვექნება!" - მიშა ცაგარელი მშობლებზე, შვილებზე, ოჯახურ იდილიაზე...
12:57 / 10-12-2017
"ვითვალისწინებდი შვილების ფსიქოტიპს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და იმ დროს ვარჩევდი, რომელიც ამა თუ იმ საქმისთვის უფრო სასიკეთო პერიოდი იყო...
როგორ ზრუნავს გარეგნობაზე ნინი ონიანი
10:10 / 05-12-2017
ყველა ქალი უნიკალური და განსხვავებულია, თუმცა მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს ბევრი საერთო თვისება გვაკავშირებს.
გაიცანით ჰოლივუდის ვარსკვლავების ქართველი ფიტნეს ინსტრუქტორი
14:37 / 02-12-2017
კოკა ლანჩავა 9 წელია, ამერიკაში ცხოვრობს და ცნობილი ფიტნესდარბაზების ქსელის - Equinox-ის მწვრთნელია.
"ყველაფერი ერთად დამატყდა თავს, მარტო ვიყავი" - ნათია თოდუას წარმატების გზა
14:32 / 02-12-2017
"სრულიად უცხო ადამიანები მიდგანან მხარში და მეხმარებიან"
23 წლის ქართველი ფსიქოლოგის მიერ შექმნილმა ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებმა საზოგადოების ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა
14:20 / 01-12-2017
ქართულ ბაზარზე ახალი, ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები გამოჩნდა, რომელმაც საზოგადოების დიდი ყურადღება და მოწონება დაიმსახურა.
"ქალმა არასდროს უნდა შესწიროს სიყვარულს რაღაც" - როგორ გადალახეს შორენამ და ევამ რთული პერიოდი
19:58 / 29-11-2017
მსახიობი შორენა ბეგაშვილი წელიწად-ნახევრის წინ დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. მისი ქალიშვილი ევა ბარბაქაძე ფანჯრიდან გადავარდა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.
"ვერ დაველოდები წარსულს, როდის დავდგები ისევ ფეხზე... მთელი გულით გთხოვთ, არ დამთრგუნოთ!" - როგორია ნინი დარბაიძის დღევანდელი დღე
13:15 / 26-11-2017
"აივნიდან, 25 მეტრის სიმაღლიდან გადმოვვარდი და, მადლობა ღმერთს, ცოცხალი ვარ, რა მაქვს საწუწუნო, ძალიან იღბლიანი ვარ, ზუსტად ვიცი, რომ გავივლი და გავხდები ისეთი, როგორიც ვიყავი.
თემურ წიკლაური თავის ბავშვობაზე, ოჯახურ იდილიასა და უდიდეს ტკივილზე
16:54 / 24-11-2017
"ვმღეროდით და ხალხისთვის ბედნიერება მოგვქონდა როგორც საქართველოში, ისე მთელ დედამიწაზე.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31