"ჩემი ქმარი ძალიან დამეხმარა, ოცნება ამესრულებინა. ახლა კი ვცდილობ, გამოვიყენო შანსი და სხვა ქალებისა და ბავშვებისთვის ბევრი რამ გავაკეთო", - ამის შესახებ კახა კალაძის ცოლმა ანუკი არეშიძემ ამერიკულ ჟურნალ Forbes-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, პირველ რიგში, არის დედა, შემდეგ ცოლი და სულ ბოლოს - დიზაინერი.
"საქართველოში ჯერ კიდევ არის ხალხი, ვისაც საკმარისი საჭმელი არ აქვს. მათ არ აინტერესებთ მოდა ან - დიდი პოლიტიკა, მათ მხოლოდ საკვები სჭირდებათ ოჯახებისთვის. დამნაშავედ ვიგრძნობ თავს, თუ ფოკუსირებული ვიქნები მხოლოდ საკუთარ თავსა და დიზაინერობაზე. ყოველთვის, როცა მაღაზიაში შევდივარ, ვგრძნობ ხალხის სითბოს. მათი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. რუსი სუპერმოდელი ნატალია ვოდიანოვა ჩემთვის საქველმოქმედო საქმიანობის ინსპირაციაა", - ამბობს არეშიძე ინტერვიუში.
თბილისის მერის მეუღლე აღნიშნავს, რომ საქართველოში დიზაინერობა ძალიან რთული და რისკიანია, რადგან ქვეყანაში არ არსებობს მაღალი ხარისხის ქსოვილების დამამზადებელი ფაბრიკები და ამიტომ მათი ჩამოტანა სხვა ქვეყნებიდან უხდებათ. ეს კი, ანუკის თქმით, მათ პროდუქციას ბევრად აძვირებს. გაგრძელება