მსახიობი გიორგი ტაბიძე მაყურებელმა "ჩემი ცოლის დაქალებიდან", ჩიკას შვილის, სანის როლით გაიცნო და ძალიან შეიყვარა.
გოგონები არ ფარავენ მსახიობისადმი ინტერესს. გულშემატკივრები დაინტერესებულები არიან, როგორი გოგონები ხიბლავს "სანის". როგორც აღმოჩნდა, თაყვანისმცემლები პირადადაც ეკონტაქტებიან გიორგის და გაცნობის ინიციატივას იჩენენ. რას ფიქრობს ამაზე თავად მსახიობი, მოსწონს თუ არა გოგონების მხრიდან ინიციატივა და საერთოდ, როგორი გოგონები მოსწონს მას? ამ და სხვა კითხვებს ის თავად პასუხობს www.marao.ge-ს მკითხველისთვის.
- რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალის ვიზუალში? რას აქცევთ ყველაზე დიდ ყურადღებას?
- დიდ ყურადღებას ვაქცევ თვალებს, მომწონს, ქალს როცა განსხვავებული ფერის თვალები და თვალის ჭრილი აქვს.
- დაალაგეთ შემდეგი კომპონენტები თქვენი პრიორიტეტულობის მიხედვით:
ა) ინტელექტი
ბ) ვიზუალი
გ) იუმორის გრძნობა
დ) ხასიათი
- ბ) ვიზუალი, ა) ინტელექტი, დ) ხასიათი და გ) იუმორის გრძნობა.
- რა გაღიზიანებთ ქალში ყველაზე მეტად?
- ზედმეტი აქტიურობა მაღიზიანებს. ვერასდროს ვიურთიერთებ გოგოსთან, რომელსაც თავზე დიდი წარმოდგენა აქვს.
- მას შემდეგ, რაც პოპულარული გახდით, ხშირად იჩენენ გოგონები ინიციატივას თქვენთან ურთიერთობისთვის? გწერენ, გაცნობის სურვილს გამოხატავენ?
-კი, ძალიან ხშირად მწერენ და მირეკავენ კიდეც (იცინის). მიკვირს, საიდან აქვთ ჩემი ნომერი. ვცდილობ, ყველას მოკლედ გავცე პასუხი, ურთიერთობას არ ვაგრძელებ.
- რატომ, ზოგადად არ მოგწონთ, როცა ურთიერთობაში ქალი დომინირებს თუ უბრალოდ ინტერესს კარგავთ, როცა ინიციატივას სხვა იჩენს?
- ბევრნი არიან და ყველასთან ურთიერთობას ვერც შევძლებ (იცინის).
- ამბობენ, რომ ზოგიერთ მამაკაცს აშინებს და აკომპლექსებს ძლიერი და ჭკვიანი ქალები. ამაზე რას იტყვით?
- მე არასდროს მქონია მსგავსი შემთხვევა, პირიქით, მომწონს ძლიერი და ჭკვიანი ქალები.
- როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს ქალმა, რომ კაცისთვის ყოველთვის სასურველი დარჩეს?
- არ მიფიქრია ამ თემაზე, მაგრამ ალბათ, ერთგული და ზომიერად ყურადღებიანი უნდა იყოს, კაცს უნდა აგრძნობინოს, რომ მის გარდა არავინ უნდა.
მერიემ კაკაურიძე
"ჩცდ"-ის ქასთინგზე 3-ჯერ ვერ მივიღე როლი" - აქვს თუ არა საერთო მსახიობ ანა ჯავახიშვილს თავის გმირთან

"ქალთევზაშვილებივით ერთნაირ ტანსაცმელს არ ვიცვამთ" - როგორ მოხვდა წყალტუბოელი ტყუპი ძმა "ჩემი ცოლის დაქალებში"

"ფაქტობრივად, ღამეებს ავტობუსში ვატარებ..." - "ტონი ოჩიგავას" რეალური ცხოვრება

როგორ მოირგო შინაბერა "დოშკას" როლი ნანა შონიამ