ქრისტინე ქალთევზაშვილის როლით გაიცნო და შეიყვარა მაყურებელმა ანა ჯავახიშვილი. მსახიობი გვესაუბრა ოჯახის რელიქვიაზე - ბეჭედზე, რომელიც დედისგან და ბებიისგან გადმოეცა და ახლა ის ატარებს.
იგი მოგვიყვა, თუ რა უცნაური ნივთების პოვნა შეიძლება მის ჩანთაში და რა მიაჩნია სილამაზის შენარჩუნებისთვის უმთავრესად.
- როგორ ფიქრობთ, არის თუ არა კავშირი ადამიანის გარეგნობასა და შინაგან სამყაროს შორის?
- არ ვიცი, რთულია ამ თეორიის ცალსახად უარყოფა ან გაზიარება, ინდივიდუალურია, ყველა ადამიანი ხომ უნიკალურია.
- რისი გაკეთება მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვნად სილამაზის შესანარჩუნებლად?
- ჩემი აზრით, ბუნებრივობის შენარჩუნებაა მთავარი... ხშირად ღიმილი ალბათ ყველაზე კარგი წამალია.
- თავის მოვლის რა საშუალებებს იყენებთ ყველაზე ხშირად? სახლის პირობებში დამზადებულ საცხებზე რა აზრის ხართ?
- თითქმის არაფერს ვიყენებ, მხოლოდ ბავშვის კრემს ვხმარობ (იცინის).
- რა სიხშირით სტუმრობთ სილამაზის სალონებს და ყველაზე ხშირად რომელი მომსახურებით სარგებლობთ?
- ვაი (იცინის), სილამაზის სალონს იშვიათად ვსტუმრობ. ალბათ, ყველაზე ხშირად ფრჩხილების გასაკეთებლად.
- არის რამე აქსესუარი, რომლის გარეშეც არასდროს გადიხართ გარეთ?
-კი, ბებიის და დედის ნაქონი ბეჭედი. ახლა მე მიკეთია და მის გარეშე არასდროს გავდივარ გარეთ. რაღაცნაირად, ძალიან შემიყვარდა.
- ონლაინშოპინგით გისარგებლიათ?
- კი, მაგრამ ხშირად არ ვსარგებლობ.
- ტანსაცმლის შეძენის დროს ბრენდს უფრო დიდ ყურადღებას აქცევთ თუ მოდელს?
- მოდელს.
- ფიტნესი რა როლს ასრულებს თქვენს და ზოგადად, 21-ე საუკუნის ადამიანის ცხოვრებაში?
- მე, სამწუხაროდ, არ მრჩება დრო ფიტნესისთვის, დღის განმავლობაში ძალიან დატვირთული ვარ და ვიღლები, მაგრამ, ზოგადად, ვთვლი, რომ ფიზიკური მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია ფიტნესი ან იოგა...
- ”სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო”, სტერეოტიპია თუ არა? რას იტყვით თქვენი გამოცდილებიდან ამის შესახებ?
- ვისთვის როგორ, გააჩნია. ფიზიკური დატვირთვა, შრომა თუ მსხვერპლად შეგვიძლია ვიგულისხმოთ, მაშინ კი...
- მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე მეტად თავდაჯერებული ხართ თუ უბრალოდ კედებში?
- მიყვარს ქუსლიანი ფეხსაცმელები, მაგრამ ხშირად ვერ ვიცვამ... კედებში მიწევს ყოველდღიურად სიარული.
- მკითხავთან ყოფილხართ ოდესმე?
- არასოდეს (იცინის).
- ის, თუ რა დევს ჩანთაში, ხშირად ქალის ხასიათს განსაზღვრავს. გაგვიმხელთ, რისი პოვნა შეიძლება ყოველთვის თქვენს ჩანთაში?
- როცა ვცეკვავდი, ჩემს ჩანთაში თავისუფლად შეიძლებოდა გეპოვათ 3 წყვილი ტანსაცმელი, საჭმელი, წიგნები, ჩაქუჩი და ნებისმიერი სხვა საჭირო ნივთი - მაკრატელი, ნემსი... ახლა ძირითადად პიესებსა და ბლოკნოტებს ვატარებ ჩანთით. თუმცა, ჩვევად მექცა უზარმაზარი ჩანთით სიარული (იცინის).
- რამდენად დიდ ყურადღებას აქცევთ კვებას? როგორ იკვებებით?
- ძალიან ცუდად ვიკვებები... ხორცს ვერ ვჭამ ბავშვობიდან, ვერც თევზს. ამასთან, სახლში ხშირად არ ვარ. შესაბამისად, კვების რეჟიმიც ძალიან არეული მაქვს.
- ქალისთვის ყველაზე დიდი სირთულე რა არის, თქვენი აზრით?
- ალბათ, იყო შენი საქმის კარგი პროფესიონალი, კარგი დედა და მეუღლე ერთდროულად...
- როცა უგუნებოდ ხართ, რას აკეთებთ ხოლმე მდგომარეობიდან გამოსასვლელად?
- ვეფერები ჩემს ფისოს, ვკითხულობ და ვუყურებ ფილმებს.
- როგორია "იდეალური ქალი" თქვენს წარმოდგენაში?
- ეს ალბათ, კაცებს უნდა ჰკითხოთ... ჩემი აზრით, მოწესრიგებული, ჭკვიანი, ბავშვური და პასუხისმგებლობის განვითარებული გრძნობით...
- დაასახელეთ სამი სამოსი, რომელიც ყველა ქალის გარდერობში უნდა იყოს...
- პერანგი, შავი კაბა და კლასიკური ფეხსაცმელი...
მერიემ კაკაურიძე
"ჩცდ"-ის ქასთინგზე 3-ჯერ ვერ მივიღე როლი" - აქვს თუ არა საერთო მსახიობ ანა ჯავახიშვილს თავის გმირთან