სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" გმირები გიორგი ტაბიძე და ნინა ლორთქიფანიძე დაინიშნენ. მათი გმირები სანი და ელენე სერიალში შეყვარებულებს თამაშობდნენ და როგორც ჩანს, ეს ურთიერთობა რეალობაშიც გაგრძელდა.
"თითქოს ერთ ადამიანთან რაღაც იწყება, მაგრამ ჯერჯერობით, ღიად მაინც ვერ ვისაუბრებ, რადგან რაღაცებში დარწმუნებული თავადაც არ ვარ. თუმცა შეიძლება საინტერესო ურთიერთობა გამომივიდეს..." - ამბობდა გიორგი ტაბიძე რამდენიმე თვის წინ.
ჟურნალ "გზისთვის" მიცემულ ინტერვიუში კი ნინა ლორთქიფანიძე აცხადებდა, რომ ის და გიორგი დიდი ხანია იცნობენ ერთმანეთს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- წლებია მე და გიორგი ერთმანეთს ვიცნობთ, მაგრამ ახლო მეგობრები არასდროს ვყოფილვართ. სერიალმა უფრო დაგვაახლოვა. თეატრალურში ჯგუფელები ვიყავით, შემდეგ მე აკადემიური წელი ავიღე, ამიტომ გიორგიმ ჩემზე ადრე დაამთავრა.
- თქვენი სიყვარულის ამბავი როგორ დაიწყო?
- ყველაფერი თავისთავად და ძალიან ბუნებრივად მოხდა. სერიალის გადაღებებზე ერთმანეთს უფრო მეტად მივეჩვიეთ, მეტი ურთიერთობა გვქონდა. მერე სოციალურ ქსელში მიწერები, საერთო სანაცნობო წრეში შეხვედრები და… ჩვენს ურთიერთობაში სიტყვები ზედმეტი იყო, ერთმანეთისადმი გრძნობა ბუნებრივად ჩამოგვიყალიბდა. გაგრძელება