ინტერვიუ

"დევნას არასდროს არავის დავუწყებ. არც ის მომწონს, მე რომ დამდევენ" - რატომ ვერ უყურებს ნანკა კალატოზიშვილი ეკრანზე საკუთარ თავს

"დევნას არასდროს არავის დავუწყებ. არც ის მომწონს, მე რომ დამდევენ" - რატომ ვერ უყურებს ნანკა კალატოზიშვილი ეკრანზე საკუთარ თავს
"დევნას არასდროს არავის დავუწყებ. არც ის მომწონს, მე რომ დამდევენ" - რატომ ვერ უყურებს ნანკა კალატოზიშვილი ეკრანზე საკუთარ თავს
ვინ არის ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლის ბედ­ნი­ე­რე­ბის ვარ­სკვლა­ვი

"მიდ­რე­კი­ლე­ბა აქვს ქორ­წი­ნე­ბის გარე ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სად­მი, რაც მის ცხოვ­რე­ბას არ­თუ­ლებს. პე­რი­ო­დუ­ლად უმ­ძაფ­რდე­ბა პე­სი­მიზ­მი. თუ გაბ­რაზ­და, უფრთხილ­დით, მისი მრის­ხა­ნე­ბა სა­ში­ნე­ლე­ბაა, სტი­ქი­ა­სა­ვით და­უნ­დო­ბე­ლია და ყვე­ლა­ფერ გზად შემ­ხვედრს ანად­გუ­რებს. უკი­დუ­რე­სად ცნო­ბის­მოყ­ვა­რეა", - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ ას­ტრო­ლო­გე­ბი თხის წელ­ში და­ბა­დე­ბულ კუ­როს, ეს კი მსა­ხი­ობ ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლის ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნია.

- პი­რა­დი ჰო­როს­კო­პი არას­დროს შე­მიდ­გე­ნია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ
ამ მეც­ნი­ე­რე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სი მეტ-ნაკ­ლე­ბად მაქვს.

- ჯი­უ­ტი ხარ?


- ბავ­შვო­ბა­ში სა­შინ­ლად ჯი­უ­ტი ვი­ყა­ვი. ასა­კი რაც უფრო მო­მე­მა­ტა, ამ თვი­სე­ბამ ჩემს ხა­სი­ათ­ში გა­მოკ­ვე­თი­ლი ფორ­მა თან­და­თან და­კარ­გა. ოჯახ­ში სი­ჯი­უ­ტით ბავ­შვო­ბა­შიც დი­დად არ გა­მო­ვირ­ჩე­ო­დი, რად­გან მი­გებ­დნენ. ზო­გა­დად კი, ეს თვი­სე­ბა ხა­სი­ათ­ში იმ­დე­ნად გამ­ჯდა­რი იყო, რომ ერთხელ სა­თა­მა­შო ვირი მა­ჩუ­ქეს, - ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლია, თან ხა­სი­ა­თით მას ჰგავ­ხა­რო.

- "ერთი შე­ხედ­ვით, თით­ქოს ბედ­ნი­ერ ვარ­სკვლავ­ზეა და­ბა­დე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლუძს, მაგ­რამ ხში­რად სა­კუ­თა­რი სი­მორ­ცხვი­სა და მო­რი­დე­ბუ­ლო­ბის გამო უსუ­სურ სი­ტუ­ა­ცი­ებ­შიც ვარ­დე­ბა".

- რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს მო­რი­დე­ბუ­ლო­ბას, ეკ­რან­ზე სა­კუ­თარ თავს ვერ ვუ­ყუ­რებ.

- რა­ტომ?

- ამ დროს მრცხვე­ნია თუ რა მჭირს, არ ვიცი. უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ კომ­პლი­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბაც არ შე­მიძ­ლია, ამ დრო­საც მრცხვე­ნია.

- რო­გორ ფიქ­რობ, იღ­ბლი­ა­ნი ხარ?

- ისე­თი სა­ო­ცა­რი შვი­ლი მყავს, ცო­ტა­თი უხერ­ხუ­ლი იქ­ნე­ბა, ვთქვა, ბედ­ნი­ერ ვარ­სკვლავ­ზე არ ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი-მეთ­ქი. და­ნის რომ ვუ­ყუ­რებ, ვერ აღვწერ, რა მე­მარ­თე­ბა, ისაა ჩემი ბედ­ნი­ე­რე­ბის ვარ­სკვლა­ვი. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93