ინტერვიუ

"ვუყურებდი ჩემს თეთრ კაბას და ცრემლებს ვერ ვიკავებდი" - პანდემიური ქორწილები

"ვუყურებდი ჩემს თეთრ კაბას და ცრემლებს ვერ ვიკავებდი" - პანდემიური ქორწილები
მენდელსონის მარში, თეთრი კაბა, თაიგული და სასურველი ადამიანის სიყვარულითა და ბედნიერებით სავსე მზერა... დიახ, ქორწილს ვგულისხმობ. გოგონების უმრავლესობა ამ დღეზე ბავშვობიდან ოცნებობს, საქორწინო გეგმებს დროდადრო ახალ-ახალი შტრიხებით ამდ­იდრებს. მერე გადის დრო და ნანატრი დღეც დგება. მაგრამ უცებ გიცხადებენ, რომ გასაგები მიზეზების გამო ხალხმრავალი ქორწილი უნდა დაივიწყო... "კვირის პალიტრა" პანდემიურ ქორწილებზე გიამბობთ. უფრო სწორად, ამ ქორწილების პატარძლებს გაგაცნობთ.

"მხოლოდ მეჯვარეები და დედმამიშვილები იყვნენ ჩვენი ბედნიერების მოწმენი"

ლიდია ამარიანი: -
არასდროს მიოცნებია გრანდიოზულ ქორწილზე, მაგრამ ასე ვიწროდაც არ წარმომედგინა - მხოლოდ მეჯვარეები და დედმამიშვილები­ იყვნენ ჩვენი ბედნიერების მოწმენი. გული დამწყდა, რომ ბევრი ახლობელი ვერ დაესწრო ჯვრისწერისა და ხელმოწერის ცერემონიალს, მაგრამ ვფიქრობ, მაინც ისეთი­ პატარძალი ვიყავი, როგორიც მინდოდა - პომპეზური კაბისა და გრანდიოზული ცერემონიალის გარეშე. ხელმოწერისთვის ერთი კვირით ადრე დავჯავშნეთ ვიზიტი იუსტიციის სახლში,­ მივედით მეჯვარეების თანხლებით და ხელი მოვაწერეთ. თითქოს ვერც ვიგრძენით, რომ მე და ჩემმა მეუღლემ ჩვენი ურთიერთობა დავაკანონეთ, ვინაიდან წარმოგვედგინა, რომ მშობლებისა და ახლობლების წინაშე საჯაროდ დავდებდით­ სიცოცხლის ბოლომდე ერთგულების ფიცს... ამის შემდეგ ჯვარი დავიწერეთ. ეს ამაღელვებელი მომენტი ახლობლებმა მხოლოდ ჯვრისწერის ფოტოების დათვალიერებით გაიზიარეს.


იხილეთ გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
e87a93