მხიარულება და პოზიტივი, საკუთარი თავის რწმენა და თავდაჯერებულობა - თუ ფიქრობთ, რომ რთულ და გამოწვევებით სავსე პერიოდში ეს ყველაფერი გჭირდებათ, მაშინ დადებითი ენერგიით სავსე ორი გოგონას, ნინი თაბაგარისა და თათა იობიძის, ვლოგი თქვენთვისაა. „სახელოსნო“ ახალი იუთუბ-ვლოგია, რომელიც მაყურებელს საკუთარი ხელით სხვადასხვა საჭირო და საინტერესო ნივთის კეთებას ასწავლის. „აკეთე შენით“, ანუ DIY ძალიან პოპულარული და ტრენდულია, თუმცა ვლოგის განსაკუთრებულად პოზიტიურ გამოხმაურებაში დიდი როლი მისმა მხიარულმა წამყვანებმა შეასრულეს. მათგან მოდის მუხტი, რომელიც ჯერ ვლოგს გაყურებინებს, შემდეგ კი სხვადასხვა ნივთს საკუთარი ხელით გაგაკეთებინებს. თათა და ნინი მარკეტინგისა და პიარის მიმართულებით საქმიანობენ და წამყვანობა, ისევე, როგორც ხელსაქმე, მათთვისაც ახალი და ამავდროულად, საინტერესო გამოწვევაა. იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდნენ სახელოსნოში და როგორია მათი ცხოვრება სახელოსნოს მიღმა, თავად მოგვიყვებიან.
ამჟამად მარკეტინგული პროექტების მენეჯერი ვარ „მიჰაუსში“. პროფესიით ფსიქოლოგი ვარ და ამ მიმართულებით გარკვეული პერიოდი ვმუშაობდი კიდეც. პროფესია პირად ცხოვრებაში ძალიან მეხმარება, მაგრამ საქმიანობის კუთხით მარკეტინგში უკეთესად ვგრძნობ თავს".
ნინი: "მე ვარ ნინი, „მიჰაუსის“ მარკეტინგის გუნდის წევრი ელექტრონული კომერციის მიმართულებით და ბევრი რამე მიყვარს და ბევრიც - არა. ყველაზე მეტად ჩემი პროფესია მიყვარს, გუნდი, რომლის წევრიც ვარ და გარემო, სადაც ვარ. ძალიან მიხარია, რომ ერთად ბევრ კარგ საქმეს ვაკეთებთ.
კიდევ ძალიან მიყვარს უშაქრო ყავა, თავგადასავლები, მოგზაურობა, ახალი აღმოჩენები"...
ნინი: „სახელოსნო“ ჩემი საყვარელი პროექტია, თუმცა მის მიღმა ჩემი ცხოვრება საკმაოდ მრავალფეროვანია. სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ორგანიზებას ვაკეთებ. ეს შეიძლება იყოს ქორწილი, დაბადების დღე, მაღაზიის გახსნა... თუმცა ჩემი საქმე მხოლოდ ორგანიზებით არ შემოიფარგლება. უამრავ რამეს ჩემი ხელით ვაკეთებ და ამ დროს შეიძლება დინამიკის გაყვანილობის გამართვა ან სხვა ნებისმიერი რამის კეთება მომიწიოს. მოულოდნელობებით სავსე საქმიანობაა და ეს ძალიან მომწონს. ამ დროს მთელი შესაძლებლობებითა და ემოციებით ვარ საქმეში ჩართული.
ამის გარდა, ჩემს დებთან ერთად გასულ წელს საკონდიტრო Tarteria Online Bakery დავაარსე და საზოგადოებას გემრიელი ტკბილეულითაც ვანებივრებთ. საღამოს, როდესაც მთავრდება სამსახური, „სახელოსნო“ და ყველა სხვა მოვალეობა, სწორედ მაშინ იწყება საკონდიტრო ჩემს ცხოვრებაში".
ნინი: "საკონდიტრო ზუსტად ერთი წლის წინ, კარანტინის პერიოდში შეიქმნა. ერთ მშვენიერ დღეს ნაკლებად მშვენიერ ვითარებაში გავიღვიძეთ და აღმოვაჩინეთ, რომ დილის რუტინული თავის მოწესრიგების შემდეგ ვერ მივდივართ ვერც სამსახურში, ვერც მეგობართან, ვერც შეხვედრებზე, ვერც პაემნებზე... მოკლედ, ყველანი დავრჩით სახლში და დავიწყეთ რაღაც ახალზე ფიქრი. ეს ახალი კი საკონდიტრო იყო. ყველაფერი სწრაფად უნდა გაგვეკეთებინა. ზუსტად 2 დღეში შევქმენით Tarteria Online Bakery, 15 წთ-ში შეიქმნა ლოგო, გაკეთდა გვერდები სოციალურ ქსელში. პირველი შეკვეთების მიღებისთანავე გაგვიათმაგდა პასუხისმგებლობა და ემოციები, რაც დღემდე მოგვყვება და ჩვენი საქმიანობაც იზრდება. ვინც დააგემოვნა ჩვენი ნახელავი, ყველას ძალიან მოეწონა და ვხვდები, რომ ღირს ამისთვის ღამეების თენება".
ნინი: "ჩემი ყველაზე საინტერესო გამოცდილება საკონდიტროს უკავშირდება. დიდი სიყვარულით არაფრისგან შევქმენით საკონდიტრო, რომელიც დღეს უკვე ბევრს უყვარს. სულ რამდენიმე დღის გახსნილია საკონდიტრო და რამდენიმე შეკვეთა გვაქვს. ამ დროს კი მოულოდნელად აიკრძალა მსუბუქი ავტომანქანების გადაადგილება. წარმოიდგინეთ, 25 მისამართზე გვქონდა 1 დღეში შეკვეთები დასარიგებელი და უცებ აღმოჩნდა, რომ ამისთვის მხოლოდ რამდენიმე საათი გვაქვს... არ დაგვიკარგავს რწმენა, რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს და დანებებაზე არც გვიფიქრია. ზუსტად 1 საათში ქუჩაში გადავუდექი მოპედს, რომელსაც ვეუბნები: „შენ ხარ ციდან მოვლენილი მხსნელი, უნდა გადაგვარჩინო ჩვენ და ჩვენი ტკბილეული“. თან ზურგზე მოკიდებულ ყუთს ვუხსნი და ვუდებ ჩვენს ხაჭოს პასკას, რომელსაც თავზე კარამელი ადნებოდა და ძალიან მალე უნდა მისულიყო ერთ-ერთ გურმანთან. ცისფერთვალება მოპედისტი გაოგნებული მიყურებდა და სიცილისგან თავს ვერ იკავებდა, უცებ-უცებ მივეცი მისამართი, საკონტაქტო ნომერი და გავუყენე გზას... ამ დღიდან ეს ბიჭი ჩვენი კურიერი გახდა და შევარქვით ოქროს ბიჭი, რომელიც ასე შემთხვევით ვიპოვეთ.
სულ ვამბობ, რომ არასდროს უნდა დანებდე და რაც ძალიან გინდა, აუცილებლად გამოგივა. უნდა გჯეროდეს საკუთარი თავისა და მიზნების".
ნინი: "რაღაცების ხელით კეთება ყოველთვის ძალიან მიყვარდა. ჩემს ოთხშიც ბევრი დეტალი საკუთარი ხელით მაქვს გაკეთებული, მათ შორის, თაროებიც. ღონისძიებების ორგანიზების დროსაც ხშირად მიწევდა უამრავი ნივთის კეთება და ეს პროცესი დიდ სიამოვნებას მანიჭებს. დაგროვებული გამოცდილება კი უკვე ძალიან მეხმარება „სახელოსნოში“.
ნინი: „მიჰაუსის“ მარკეტინგის ხელმძღვანელმა ნოდო ჯავახიშვილმა ძალიან საინტერესო გამოწვევა შემოგვთავაზა მე და თათას. მაქსიმუმს ვაკთებთ, რომ ნდობა გავუმართლოთ. პირადად ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა ამ პროექტზე მუშაობა, რადგან თავადაც ბევრ რამეს ვსწავლობთ. ხალისსა და გართობაში კი მაყურებელსაც პოზიტიური ემოციებით ვავსებთ. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ დადებითი ენერგია მაყურებლისგან უკან გვიბრუნდება".
ნინი: "საკმაოდ მოკლე დროში პოზიტიური გამოხმაურება მივიღეთ, რაც მეტ სტიმულს გვაძლევს, რომ უფრო ხარისხიანად და ხალისიანად ვაკეთოთ ჩვენი საქმე. ამისთვის მადლობა მაყურებელსა და სპონსორებს".