ინტერვიუ

„ზღაპრული წყვილია, მათმა სულებმა ერთმანეთი იცნეს… ირაკლისა და ლიზას სიყვარულმა დამიდასტურა, რომ არსებობს ის, რასაც ვეტრფი და ვეძებ“ - გიორგი გილიგაშვილი ლიზა ჩიჩუასა და ირაკლი მაქაცარიას სიყვარულის შესახებ

„ზღაპრული წყვილია, მათმა სულებმა ერთმანეთი იცნეს… ირაკლისა და ლიზას სიყვარულმა დამიდასტურა, რომ არსებობს ის, რასაც ვეტრფი და ვეძებ“ - გიორგი გილიგაშვილი ლიზა ჩიჩუასა და ირაკლი მაქაცარიას სიყვარულის შესახებ
გიორგი გილიგაშვილმა მეგობრის, ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ქორწინების შესახებ „ფორტუნასთან“ ინტერვიუში ისაუბრა:

„დიდი სიყვარულით ვულოცავ ამ საოცარ წყვილს, ზღაპრული წყვილია, რომელმაც ამ დიდ და ქაოტურ სამყაროში იპოვა ერთმანეთი. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ჩიჩუებისა და მაქაცარიების ოჯახს, რომ ერთი და იმავე ღირებულებებით გაზარდეს შვილები და მათმა სულებმა ერთმანეთი იცნეს… როდესაც საუბარია ირაკლისა და ლიზაზე, ამის თქმა მინდა. ცრემლებამდე უყვართ ერთმანეთი, დედამიწიდან – ცამდე. ბედნიერი ვარ ძალიან, რომ ვიყავი მოწმე ჯვრისწერის საიდუმლოსი,
რომელიც შესრულდა. ვარ უბედნიერესი, რომ მომავალი თაობებისთვის სიყვარულის მაგალითები რჩება. მარტო მაგიტომ ღირს ცხოვრება, რომ ჩემი ლიზასა და ირაკლისნაირი ადამიანების სიყვარულს უმზირო. ირაკლი რომ ატირდა, ლამის მეც გული გამისკდა. ვუთხარი კიდეც, მაქაც, ძმაო, გაჩერდი, თორემ გული გამისკდება-მეთქი. ეს ლიზა ხომ გვაგიჟებს მთელ საძმაკაცოს, ისეთი საოცარი გოგონაა. ჩემს ძმას, ჩემს მაქაცას ვუთხარი, – ლიზას გამოჩენა იყო ჩემთვის კიდევ ერთი დასტური, ჩემი დებისა და ჩემი ძმაკაცების მეუღლეების მერე და განსაცდელის შემდეგ ქალის მშვენიერებაც და შინაარსიც სხვანაირად დავინახე, – რომ, ჩემმა მზემ, არსებობს ის, რასაც ვეძებ და ვეტრფი. დიდი მადლობა ირაკლის და ლიზას, რომ მათმა წყვილმა ეს დამიდასტურა…“ - თქვა გიორგი გილიგაშვილმა.




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
e87a93