მომღერალმა მარიამ როინიშვილი “ტვ პირველის” ეთერში საკუთარი თავის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რთული ხასიათის გამო მასთან ურთიერთობა ძნელია:
“საკმაოდ ცელქი ბავშვი ვიყავი, ახტაჯანას რომ ეძახიან, აი, ეგეთი. ძალიან ემოციური ვარ. რამდენჯერაც დავეცი, იმდენჯერ ვცადე ფეხზე წამოდგომა. ძალიან ბევრჯერ შემეცვალა შეხედულებები და მგონია, რომ ყველა ჯერზე ფეხზე წამოდგომა შევძელი. ვისურვებდი, რომ უკეთესი შვილი ვყოფილიყავი. საკმაოდ რთულად საკონტაქტო ვარ. ვთვლი, რომ მძიმე ხასიათი მაქვს. შეიძლება ლაღი და ხალისიანი ვჩანვარ, მაგრამ სახლში ასეთი არ ვარ. ხშირად მინანია, ნეტავ ეს არ მეთქვა და არ მეტკინა ადამიანისთვის გული, თუმცა მივსულვარ და ბოდიში მომიხდია”, – ამბობს მარიამ როინიშვილი.