რას ნიშნავს ეს იდუმალი თილისმა, რომელიც ლამის მთელმა მსოფლიომ აიტაცა? წითელი ძაფი კაბალისტური ამულეტია, რომელიც ჯადოსგან და გათვალვისგან იცავს.
კაბალისტები ძაფს მარცხენა მაჯაზე იკეთებენ, რადგან სწამთ, რომ სხეულის მარცხენა მხარე იღებს უარყოფით ენერგიას. ნამდვილმა კაბალისტურმა ძაფმა სპეციალური რიტუალი რახილის საფლავთან უნდა გაიაროს. ფსიქოლოგები თვლიან, რომ თილისმის ძალა ჩვეულებრივ ძაფსაც აქვს. ადამიანი საკუთარი რწმენით მუხტავს წითელ ძაფს დადებითი ენერგეტიკით.
ცნობილი მომღერალი მადონა ერთ-ერთი პირველთაგანი იყო შოუ ბიზნესის ვარსკვლავთაგან, ვინც მსგავსი ძაფი გაიკეთა. მას უამრავმა ვარსკვლავმა მიბაძა. ღიანა, ბიონსე და თვით ლეონარდო დი კაპრიოც კი – არ იხსნიან ხელიდან წითელ ძაფს.
არსებობს მოსაზრება, რომ ძაფის მოხსნა არავითარ შემთვევაში არ შეიძლება. იგი თავისით უნდა დაიკარგოს (მოგძვრეთ ხელიდან) ნიშნად იმისა, რომ ადამიანმა სერიოზულ საფრთხეს აარიდა თავი.
ალბათ ამიტომაც არის, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავს, ლეონარდო დი კაპრიოს, ალეხანდრო ინარიტუს ახალი ფილმის, "გადარჩენილის" გადაღებების დროსაც არ მოუხსნია ეს ძაფი ხელიდან.
ვნახოთ, რამდენად გაუმართლებს მსახიობს და მოუტანს თუ არა წარმატებას ეს ამულეტი ოსკარის გადაცემის ცერემონიალზე.
ასევე იხილეთ:
რისთვის ატარებენ მაჯაზე წითელ ძაფს: სიმართლე თილისმის შესახებ