სექსი, რომელსაც ფილმებში ვხედავთ, მუდამ ჯადოსნურია. თუ იდეალური არაა, გმირი ხვდება თავის შეცდომას და შორდება პარტნიორს, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი სხვანაირადაა. რა ხდება თქვენს საწოლში, რასაც კინოში არ უჩვენებენ?
- ყველას ელეგანტურად ხდიან ტანსაცმელს. აბრეშუმის კაბა ქალს მხრიდან ელეგანტურად უვარდება. თუმცა, არასდროს გვაჩვენებენ, როგორ იხდის მამაკაცი წინდებს. რაღა გმირი-საყვარელი გამოვა ამის მერე?
- გმირებს არასდროს აცვიათ გარღვეული ტრუსი, წინდა, თვალწასული კოლჰოტი, არ უჩანთ გაუპარსავი ფეხები, იღლიები.
- სექსისთვის ყველა მომენტალურად მზადაა. მამაკაცმა ქალს ყელში აკოცა, ბიუსტჰალტერზე შეეხო და ქალი უკვე დამდნარია და სურს ის.
- ყველა ოხრავს და კვნესის. თითქოს რაღაც ჯადოსნური ღილაკი აქვთ და მასზე დაჭერისას გამოსცემენ ამ ხმებს.
- რეალურ ცხოვრებაში კი სექსის დროს სხვა ხმებიც ისმის... თუმცა, კინოში ეს იმიტომ არ ისმის, რომ წყვილს სექსი მუდამ მუსიკის ფონზე აქვს.
- გმირები იშვიათად იყენებენ პრეზერვატივს. საიმედოდ გადამალულს, რომ არავინ იპოვოს, მას არ ეძებენ. ის ან მუდამ ჯინსის შარვალში უდევთ, ან - ტუმბოს უჯრაში.
- როგორღაც ისე ხდება, რომ გმირები სინქრონულად განიცდიან ორგაზმს. თითქოს შეთანხმდნენ.
- ვიბრატორებს მხოლოდ მარტოხელა ქალები იყენებენ და რატომღაც, სექსსათამაშოები მხოლოდ სამანტა ჯონსისთვის ("სექსი დიდ ქალაქში") არსებობს.
- არავინ გადის ტუალეტში სექსის შემდეგ.
- პირველი სექსი ყველას იდეალური აქვს. თითქოს წინასწარ წაიკითხეს ინსტრუქცია, ვის სად ესიამოვნება კოცნა, მოფერება.
- რაც მთავარია, ქალი მუდამ მზადაა სექსისთვის: არც თავი სტკივა, არც მენსტრუალური ციკლი არ აქვს, არც ბავშვები ჰყავს მისახედი.
- მათ სექსის დროს არავინ აწუხებს: არც შინაური ცხოველი, არც ბავშვი უკაკუნებთ საძინებლის კარზე. მათი სექსი არასდროსაა სასაცილო ან უხერხული.
- კუნილინგუსი მუდამ იდეალურია. ოდნავი შეხების დროსაც კი ქალი სიამოვნებისგან იგრიხება და კვნესის. თუმცა, რეჟისორებმა შეიძლება არც იცოდნენ, რომ ყველა ქალს არც მოსწონს კუნილინგუსი.
- არასდროს ეძებენ იდეალურ პოზას. მათთვის ყველა პოზა მოსახერხებელი და იდეალურია.
- არასდროს იხდიან ბიუსტჰალტერს. მას თვალის ჩინივით უფრთხილდებიან, თითქოს რაღაცას მალავენ. თანაც, სექსის შემდეგ ისე გაეხვევიან საბნებში, თითქოს შიშვლები ერთმანეთი ჯერ არ უნახავთ.