როგორც იქნა! ტელეარხმა HBO-მ ფინალური სეზონის გამოსვლის ზუსტი თარიღი გამოაცხადა. მაყურებელი პირველი სერიის ნახვას 14 აპრილს შეძლებს.
მერვე სეზონში სულ ექვსი სერია იქნება, თითოეული - საათნახევრიანი ხანგრძლივობის. ვინ დაიკავებს რკინის ტრონს, გაიმარჯვებს თუ არა "თეთრი მოსიარულე მკვდრების" არმია, იქნებიან თუ არა ერთად ჯონი და დეინერისი? - ჩვენ უამრავი კითხვა დაგვიგროვდა.
შოუს პროდიუსერებმა ახალი თიზერი წარმოადგინეს.
სხვათა შორის, ჩვენ უკვე ვიცით, რას ვუყურებთ "სამეფო კარის თამაშების" დასრულების შემდეგ. როგორც ცნობილია, ახალი წლისთვის ახალი სიქველის გადაღებები დაიწყება. არაოფიციალურად მას "გრძელი ღამე" ერქმევა. სიქველი გვიყვება "თეთრი მოსიარულეების" წარმოშობის და ვესტეროსის ისტორიის შესახებ. ჯონ სნოუს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე.