თურქული ტელესერიალები ბოლო პერიოდია აქტუალობას არ კარგავს საზოგადოებაში, რაც განპირობებულია რეჟისორის მიერ დღევანდელი რეალობისა და ყოველდღიურობის ოსტატურად გადმოცემით.
საქართველოში თურქულ სერიალებს საკმაოდ ბევრი მაყურებელი ჰყავს. შესაბამისად, წარმოგიდგენთ 5 ყველაზე მაღალრეიტინგულ სერიალს IMDB-ის მიხედვით:
ახალგაზრდა და წარმატებულმა ექიმმა აზლიმ ერთ დღეს გადაკვეთა ყველაზე მოულოდნელი გზა, საკუთარი ძმის გადასარჩენად გაიღო მსხვერპლი და გაჰყვა ცოლად ყველაზე ცნობილი მაფიის ხელმძღვანელის შვილს - ფერჰათს.
იძულებითი ქორწინება სინამდვილეში დიდ სიყვარულში გადაიზრდება, რომელსაც ბევრი მტერი გამოუჩნდება გზადაგზა და ახალგაზრდა წყვილი გაუცნობიერებლად ახალ ხიფათში ეხვევა...
სერიალი "ფი" გადაღებულია ცნობილი მწერლის, აზრა კოჰანის ცნობილი ტრილოგიის მიხედვით. მთავარი გმირი -ჯან მანაი, კოლეჯში ფსიქიატრიას ასწავლის და აქვს საკუთარი სატელევიზიო შოუ. ჯანი შემთხვევით შეხვდება დურუს, რომელიც წარმატებული მოცეკვავეა და ცხოვრობს თავის შეყვარებულთან - დენიზთან ერთად.
ჯანის საკუთარი სატელევიზიო შოუსთვის გამართულ ქასთინგზე შეუყვარდება ახალგაზრდა დურუ, რომელიც სასიყვარულო სამკუთხედში აღმოჩნდება.
3. Erkenci Kuş - ნაადრევი ფრინველი IMDB: 8.2
ეს სერიალი მოგითხრობთ ჯანისა და სანემის დიდი სიყვარულის ისტორიას, რომელთა გზები სრულიად შემთხვევით გადაიკვეთა.
სანემი ახალგაზრდა მხიარული გოგონაა, ჯანი კი - დიდი კომპანიის მფლობელი. მათი გზები მაშინ გადაიკვეთება, როდესაც სანემი მის კომპანიაში დაიწყებს მუშაობას...
სერიალი მოგვითხრობს გავლენიანი კოჩოვალების ოჯახის ისტორიას, რომელიც სტამბულის ერთ-ერთ რაიონს, ორმოს, განაგებენ. ოჯახი ცდილობს, არ დაუშვას ორმოში ნარკოტიკებით ვაჭრობა, თუმცა ნარკომოვაჭრეები ამის წინააღმდეგნი არიან, რადგან ეს მათი შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს. ამ დაპირისპირებამ იმდენად სერიოზული სახე მიიღო, რომ კოჩოვალების ოჯახის უფროსი ვაჟის სიცოცხლე იმსხვერპლა.
იამაჩი - კოჩოვალების უმცროსი ვაჟი, ახალგაზრდა მუსიკოსია, რომელმაც წლების წინ დატოვა ოჯახი და ახალი ცხოვრება დაიწყო, თუმცა ახლა იძულებულია, სახლში დაბრუნდეს და ოჯახს სათავეში ჩაუდგეს. სტამბულში დაბრუნებული ახალგაზრდა ახლა მუსიკითაა გატაცებული, ხოლო როდესაც მისი პოპულარობა უმაღლეს მწვერვალს მიაღწევს, გაიცნობს გოგონას, რომელიც მძიმე დანაშაულშია ეჭვმიტანილი...
ფერით ასლანი წარმატებული და ცნობილი ბიზნესმენია, რომელსაც სურს მსგავსი ჰარმონია პირად ცხოვრებასა და პროფესიულ ცხოვრებაში. ნაზლი კი, რომელიც სწავლობს გასტრონომიულ საჭიროებებს, ეძებს სამსახურს, სახლის ქირის გადასახდელად, სადაც მეგობართან და დასთან ერთად ცხოვრობს. ის გაუწონასწორებელი და სპონტანური ადამიანია, ამიტომაც უჭირს სამსახურის შენარჩუნება. რა ხდება, როდესაც მსგავსი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ორი ადამიანი ხვდება ერთმანეთს?