არ იცით, რომელ სერიალს უყუროთ? - ჩვენ დაგეხმარებით!
ოთხი თანამედროვე დიასახლისი ბედნიერებას ეძებს მშვიდ და მოსაწყენ ქალაქში. სუზანი მარტო დარჩა მას შემდეგ, რაც ქმარმა მდივანზე გაცვალა; ყოფილი ფოტომოდელი გაბრიელი ანგარებით გათხოვდა და გააცნობიერა, რომ ცხოვრება ფუჭია ნამდვილი სიყვარულის გარეშე და ახალგაზრდა მებაღესთან გააბა რომანი. ბრი ქორწინების შენარჩუნებას, ნარკომან ვაჟთან და პრეტენზიულ ქალიშვილთან საერთო ენის გამონახვას ცდილობს.
სიდნი ბრისტოუ ზესაიდუმლო ქვედანაყოფის ჯაშუშია. ერთ დღეს სიდნის საქმრო კვდება, რის გამოც სიდნი შურისძიებას გადაწყვეტს და ორმაგი ჯაშუში ხდება, ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს გასანადგურებლად.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ოლივია პოუპი ადრე აშშ-ის რეზიდენტის იმიჯზე ზრუნავდა. ის ქმნის თავის ანტიკრიზისულ სააგენტოს, რომლის მიზანია – გაუმკლავდეს და აღმოფხვრას მაღალჩინოსანი კლიენტების პრობლემები, სანამ მათ საზოგადოება გაიგებს, თუმცა ვეღარ ახერხებს თავის პრობლემებთან გამკლავებას.
სიუჟეტი მოგვითხრობს ექიმზე, რომელიც დაინვალიდდა და სარკაზმით აივსო. ანტისოციალური ყოფაქცევის მიუხედავად, იგი ერთადერთია, ვისაც შეუძლია ამოხსნას სხვა ექიმებისთვის ამოუცნობი თავსატეხები და ნებისმიერი დიაგნოზის პაციენტს უმკურნალოს.
თედის საუკეთესო მეგობარი მარშალი მოულოდნელად განაცხადებს, რომ ბაღის ჯგუფელ ლილიზე დაქორწინება სურს. სწორედ ამ პერიოდში თედი ხვდება, რომ დიდი ძალისხმევა დასჭირდება, რათა ნამდვილი სიყვარული თავადაც იპოვოს.
წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ქალებს ეკრძალებათ მუშაობა, საკუთრების ფლობა, სიყვარული, ოჯახის შექმნა, ქუჩაში სიარული. ეკრძალებათ, გამოიყურებოდნენ ისე, როგორც თავად სურთ; ისაუბრონ და მოიქცნენ ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლიან… სამყარო, სადაც ქალები კასტებად არიან დაყოფილნი და მხოლოდ მამაკაცების დადგენილ, მათთვის მკაცრად განსაზღვრულ ფუნქციებს ასრულებენ, ეს ყველაფერი კი ღმერთისა და რელიგიის სახელით მართლდება.
ქალი იძულებულია, მარტო გაუძღვეს ოჯახს მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე სექს-სკანდალსა და ფინანსურ ავანტიურაში გაეხვევა. ამიტომ ციხეშიც ამოჰყოფს თავს.
სერიალი მოგვითხრობს დეტექტივების ცხოვრებაზე, მათ ყოველდღიურობაზე, გამოძიებაზე, საიდუმლოებებზე, რომელთა გახსნასაც ხანდახან ათწლეულები სჭირდება. სერიალის ყველა სეზონში მოთხრობილია ახალი ისტორია, ახალი პერსონაჟებით.
ნიკ ბროდი საზღვაო ქვეითთა ბატალიონის სერჟანტია, რომელიც რვა წლის ტყვეობის შემდეგ ერაყიდან სამშობლოში ბრუნდება. კერი მეტისონი კი ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს ოფიცერია, რომელსაც ჰგონია, რომ ბროდი ორმაგ თამაშში ჩაება და ტერაქტს გეგმავს.
პატრიკ ჯეინი პროფესიით დეტექტივია. იგი ასევე ეხმარება კალიფორნიის საგამოძიებო ბიუროს ჩახლართული საქმეების გამოძიებაში, როგორც დამოუკიდებელი კონსულტანტი. ბიუროს თანამშრომლები ჯეინს იცნობენ, როგორც პროცესუალური ნორმების დამრღვევს და შარლატანს - წარსულში მედიუმს, მაგრამ გამოძიებებში მის მიერ შეტანილი უდიდესი როლის გამო მას აფასებენ.