ყველა იმსახურებს პარასკევ საღამოს, დამღლელი კვირის შემდეგ, განტვირთვას. სწორედ ამიტომ გთავაზობთ 11 ფილმს, რომელიც არჩევანის გაკეთებას გაგიადვილებთ.
ფილმის სიუჟეტი: დრამატული კომედია პოლიციის ოფიცრის, ჯიმ არონის შესახებ, რომელიც განქორწინების და მისი დედის გარდაცვალების შემდეგ საშინლად დათრგუნული აღმოჩნდება. იგი ცდილობს, სამსახურს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. ჯიმ არონის ერთადერთი ნუგეში მისი ქალიშვილი გახდება, რომლის ალერსს და ზრუნვას მთავარი გმირის სულიერი ბალანსის დაბრუნება შეუძლია... უყურე
ფილმის სიუჟეტი: ხუთნაწილიანი ფილმის ხუთივე ეპიზოდში ვერშემდგარი არქიტექტორი და ბოროტი სოციოპათი ჯეკი თავის საგულდაგულოდ შესრულებული მკვლელობების შესახებ ჰყვება. მიაჩნია, რომ თითოეული მათგანი ხელოვნების უმაღლესი ნიმუშია და მის ცხოვრებისეულ საქმიანობას, როგორც სერიული მკვლელისას, კარგად წარმოაჩენს... უყურე
ფილმის სიუჟეტი: ახალგაზრდა ნიუიორკელი წყვილის სიყვარულის ისტორია, რომელიც ასახავს კოლეჯში დაწყებული ურთიერთობის რომანში გადაზრდას, შემდგომ ქორწინებას და პირველი ბავშვის დაბადებას. მათი თანაცხოვრება სხვადასხვა კონტინენტზე ათწლეულებს ითვლის, რაც მეტ ხიბლს სძენს ლამაზ სასიყვარულო ამბავს... უყურე
ფილმის სიუჟეტი: მწერალ გაბრიელ-სიდონი კოლეტის ბიოგრაფიული ისტორია. XIX საუკუნე. ახალგაზრდა გოგონა კოლეტი თავის ფრანგ, ქარიზმატულ და ავტორიტეტულ მეუღლესთან, ვილისთან ერთად სოფელში ცხოვრობს. ერთ დღეს ვილი გაიგებს, რომ კოლეტი მოთხრობებს წერს და მათ საკუთარი სახელით გამოქვეყნებას გადაწყვეტს. მალე ვილი დიდებას მოიპოვებს და პარიზული ბოჰემის ნაწილი გახდება. კოლეტი მარტო რჩება, თუმცა გოგონა ჩრდილიდან გამოსვლას, სოციალური და სექსუალური თავისუფლებისთვის ბრძოლას და დიდების მიღწევას ნებისმიერ ფასად გადაწყვეტს… უყურე
ფილმის სიუჟეტი: 1980-იანი წლების პატარა ქალაქი მონტანა. 14 წლის ჯო ჯენეტისა და ჯერის (დიასახლისისა და გოლფის პროფესიონალი მოთამაშის) ერთადერთი შვილია. მათთან ახლოს, კანადის საზღვართან ტყეში უმართავი ხანძარი მძვინვარებს. ჯერი, რომელიც სამსახურს კარგავს, და მასთან ერთად, ცხოვრების მიზანსაც, გადაწყვეტს, ხანძართან მებრძოლთა არმიას შეუერთდეს, ცოლს და შვილს კი თავიანთი თავის ანაბარად ტოვებს. უყურე