რუბრიკის - „კინოგიდი“ მორიგი სტუმარი მწერალი და ჟურნალისტი თეა ინასარიძე გახლავთ. მისი ავტორობით ორი წიგნია გამოცემული: „მეცხრე ფლიგელი“ და „გათხოვილის დღიური“.
ფილმის სიუჟეტი: მაკლი და ჯოანი იდეალურ წყვილად ითვლებიან. ისენი მხოლოდ ერთი დღით დაშორდებიან ერთმანეთს, რადგან მაიკლი თავის მომხიბლავ კოლეგასთან ერთად მიდის მივლინებაში. ხოლო მისი ცოლი თავის ძველ სიყვარულს შეხვდება...
ეს ფილმი ძალიან მიყვარს და ვფიქრობ, რომ ის ყველამ უნდა ნახოს. ძალიან ცხოვრებისეული ფილმია და ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ: ღალატზე, შეწყვეტილ ურთიერთობებზე, ცოლ-ქმრის პრობლემებზე, ვალდებულებებზე... რომელიმე გმირში შეიძლება საკუთარი თავიც დაინახოთ.
ფილმის სიუჟეტი: ფილმი მოგვითხრობს კრისტოფერ გარნერის, ნამდვილ ამბავზე დაფუძნებულ ისტორიას, რომელმაც მნიშვნელოვანი ინვესტიცია ე.წ. ძვლის სიმყიფის გამოსაკვლევ სკანერში ჩადო. თუმცა, მოწყობილობა კარგად ვერ გაყიდა, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიებზე ოდნავ გაუმჯობესებული ვარიანტი აღმოჩნდა, თან გაცილებით ძვირი. სანამ გარნერი მოწყობილობის უკეთ გაყიდვას ცდილობს, ცოლი მიატოვებს, დაკარგავს სახლს, ბანკის ანგარიშებს და საკრედიტო ბარათებს. გარნერი იძულებული ხდება, ბავშთან ერთად ქუჩაში იცხოვროს და სასოწარკვეთილი ეძებს სტაბილურ სამსახურს; მას ბირჟის მაკლერად აიყვანენ, მაგრამ ანაზღაურების მიღებამდე ტრეინინგისთვის და საკუთარი გამოგონების გასაყიდად ექვსი თვე სჭირდება...
ეს არის ფილმი, რომელიც გასწავლის, რომ არასოდეს უნდა დანებდე! რომ ყოველთვის უნდა იბრძოლო საკუთარი მიზნისთვის. მაშინაც კი, როცა ფიქრობ, რომ დამარცხდი. "ბედნიერების დევნაში" ძალიან ემოციური ფილმია. შეუძლებელია მას ცრემლების გარეშე უყურო. ჩემი აზრით, ეს უილ სმიტის საუკეთესო როლია.
ფილმის სიუჟეტი: გრეისი რელიგიური ქალია, რომელიც ძველ, ჩაბნელებულ სახლში ცხოვრობს თავისი შვილების, ენი და ნიკოლასის გამო, რომელთაც იშვიათი მგრძნობელობა აქვთ დღის შუქზე. როდესაც ოჯახი ეჭვს აიღებს, რომ სახლში მოჩვენებებია, გრეისი ცდილობს, ნებისმიერ ფასად დაიცვას თავისი შვილები და ამ დროს უცნაურ მოვლენებს და შემაშფოთებელ ფაქტებს აწყდება.
"სხვები", სავარაუდოდ, ნანახი გექნებათ, მაგრამ თუ ჯერ არ გინახავთ, აუცილებლად უყურეთ!
ფილმის სიუჟეტი: ფერმერი გრემ ჰესი პენსილვანიის შტატში ორ ვაჟთან და ძმასთან ერთად ცხოვრობს. მათ მშვიდ ცხოვრებას მოულოდნელად ანგრევენ უცნაური მოვლენები. ყველაფერი იქიდან იწყება, რომ ფერმერთა სიმინდის ველებზე საიდუმლო გზით უზარმაზარი წრეები ჩნდება, რომელთა დიამეტრები 150 მეტრს აღწევს. შესაძლებელია, ველებზე გაჩენილი წრეები – ეს არამიწიერი ცივილიზაციების მოქმედების კვალია. გრემი ცდილობს, გაერკვეს, რა ხდება მის ფერმაში. ის ცდილობს ოჯახი დაიცვას უცხოპლანეტელებისგან.
ძალიან მიყვარს ეს ფილმი! ხშირად მიფიქრია, რა მოხდება, მოულოდნელად დედამიწაზე უცხოპლანეტელები რომ გამოჩნდნენ? როგორ მოვიქცეოდი? სად წავიდოდი და ა.შ. ფილმი ძალიან რეალისტურად გვაჩვენებს ერთი ოჯახის ისტორიას, რომელიც მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდება. საოცარ განწყობას გიქმნის მუსიკაც, რომელიც ფილმს ლაიტმოტივად გასდევს.
ფილმის სიუჟეტი: და-ძმა, ჯუდი და პიტერი, ჯადოსნურ თამაშს აღმოაჩენს. ეს თამაში მათ მაგიური სამყაროს კარს გაუღებს და ბავშვებიც უნებლიეთ თამაშიდან ალანს მოიწვევენ - ალანი არის ზრდასრული ადამიანი, რომელიც 26 წლის მანძილზე თამაშში იყო გამომწყვდეული მათ სასტუმრო ოთახში. ალანის გათავისუფლების ერთადერთი შანსი თამაშის დამთავრებაა, რაც საკმაოდ სარისკოა, რამდენადაც სამივე მოთამაშე გიგანტური მარტორქების, ბოროტი მაიმუნების და სხვა საშიში არსებების გარემოცვაში იმყოფება...
ეს ფილმი ბავშვობას მახსენებს. რობინ უილიამსი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მსახიობია. ალბათ არასოდეს მომბეზრდება "ჯუმანჯის" ყურება.
ფილმის სიუჟეტი: ისინი ცხოვრობენ მუსიკალური სამყაროს ცენტრში, ნიუ-იორკში. დენი - შოუბიზნესის ლეგენდა და მუსიკალური ლეიბლის ყოფილი დირექტორი. გრეტა - მუსიკოსი და როკ-მუსიკოსის ყოფილი შეყვარებული. მაგრამ ხალხი ყოფილი ხდება იმისთვის, რათა დაიწყონ ყველაფერი თავიდან…
არაჩვეულებრივი ფილმი, არაჩვეულებრივი მსახიობებით და შესანიშნავი საუნდტრეკებით! თუ გინდათ, მოეშვათ, ისიამოვნოთ და დადებითი ემოციებით დაიმუხტოთ, ამ ფილმს უნდა უყუროთ. ფილმში მარკ რუფალო, კირა ნაითლი და ადამ ლევინი მონაწილეობენ.
ფილმის სიუჟეტი: ტეხასში ბანკის გაძარცვის შემდეგ სეთ გეცკო და მისი უმცროსი ძმა რიჩარდი პოლიციისგან გაქცევას ცდილობენ. ისინი მექსიკის საზღვართან ჩერდებიან, ხოლო მეორე დილას უკვე უსაფრთხოდ იქნებიან. მათ მხოლოდ მზის ჩასვლიდან გათენებამდე უნდა გაძლონ, თუმცა ეს არც ისე მარტივია...
ჯორჯ ქლუნის და ქვენტინ ტარანტინოს შესანიშნავი შესრულება. ვისაც ეს ჟანრი გიყვართ, ვფიქრობ, რომ მოგეწონებათ. სელმა ჰაიეკის ცეკვა გველით აუცილებლად უნდა ნახოთ!
ფილმის სიუჟეტი: 25 წლის მომვლელს, კეროლაინს, დავრდომილი მოხუცის მოსავლელად ნიუ-ორლეანში აგზავნიან. მოხუცი დიდ, ძველ სახლში ცხოვრობს, ვერ მეტყველებს და საწოლს არის მიჯაჭვული. კეროლაინი აღმოაჩენს გასაღებს, რომელიც ძველისძველ საიდუმლოებებს მოჰფენს ნათელს. სახლში მხოლოდ მოხუცის უცხვირპირო ცოლთან ერთად მცხოვრები კეროლაინი, შემთხვევით საიდუმლო ოთახს წააწყდება, სადაც პანდორას ყუთს, ჯადოს, ხიფათს და სიცრუეს პოულობს...
ვუდუ, დეტექტივი, ეს არის ფილმი ყველაზე წარმოუდგენელი ფინალით!
ფილმის სიუჟეტი: ნარკოდილერი შექმნის ფიქტიურ ოჯახს, დაიქირავებს ცოლსა და ორ ბავშვს, იმისთვის, რომ მექსიკიდან ამერიკაში სატვირთო მანქანით გადაიტანოს ათასი ფუნტი ნარკოტიკი...
ეს ძალიან, ძალიან სასაცილო ფილმია და თუ ცუდ ხასიათზე ხართ, აუცილებლად კარგ განწყობაზე დაგაყენებთ.
დაკარგული ოთახი, მინი-სერიალი
ფილმის სიუჟეტი: უცნაური მკვლელობის ფაქტის გამოძიების დროს, დეტექტივი მილერი მომაკვდავი ადამიანისგან იღებს ოთახის გასაღებს. ამ გასაღებს უნიკალური თვისება აქვს, ის ნებისმიერ კარს აღებს, რომლის მეშვეობითაც ადამიანი შედის ერთადერთ - მე-10 ოთახში, რომელიც ოტელ ”სანშაინშია”. მილერი იგებს, რომ წლების წინ ამ ოთახში რაღაც მოხდა, რამაც მასში მყოფი ყველა ნივთი მაგიურ არტეფაქტად გადააქცია, თავად ოთახი კი უკვალოდ დაიკარგა. ეს ნივთები სხვადასხვა ადგილას ჩნდება და თავის მაგიურ თვისებებს ავლენს, რითიც ზოგ ადამიანს ეხმარება, ზოგს ტანჯავს, ზოგი კი სიკვდილამდე მიჰყავს. მაგრამ დაკარგული ოთახი კვლავ ინახავს თავის მთავარ საიდუმლოს - ვინ იყო ამ ოთახის მცხოვრები და რა მიზანი ჰქონდა?
დაბოლოს, მინი-სერიალი, რომელიც შესაძლოა გამოგრჩათ. ძალიან საინტერესო, ჩამთრევი სიუჟეტით.